ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 марта 2014 г.

აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება - Freedom of thought, conscience and religion

ა.თ. ნიშნავს აკადემიური თანამეგობრობის თითოეული წევრისა და მთლიანად თანამეგობრობის თავისუფლებას იღვაწონ ცოდნის გაღრმავებისა და გადაცემისათვის გამოკვლევევების, დისკუსიების, შემოქმედებითი მოღვაწეობის, სწავლების, ლექციების კითხვის და სამეცნიერო ნაშრომების შექმნის გზით.

ახალი ცოდნის წარმოქმნისა და წარსულისა და აწმყოს ტექნოლოგიების სწავლების შესაძლებლობის შესაქმნელად ხელისუფლებამ განათლების სისტემა პროპაგანდის იარაღად არ უნდა გამოიყენოს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს პროფესორ- მასწავლებელთა შემადგენლობის და სტუდენტობის ავტონომიის პირობები და საპოლიციო, ან სამხედრო მეთვალყურეობის და დევნის გარეშე სწავლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლება.

ა.თ. მოიცავს საზოგადოებრივი საქმეებისა და საკუთარი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მიღების, საკუთარ კოლეგებთან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებას.




აზრის გამოხატვის თავისუფლება - Freedom of expression


თავისუფლება, რომელიც აზრის ღიად გამოხატვასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს იდეები და ინფორმაცია (კერძო საუბარში თუ საჯაროდ) ხელისუფლების ჩარევის გარეშე და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ა.გ.თ-ს არა მარტო ხელისუფლება, არამედ, ხშირად ოპოზიცია, ან ტერორისტული ორგანიზაციებიც ებრძვიან, რომლებიც, სხვადასხვა ფორმით, უკრძალავენ პრესას, პოლიტიკოსებს, ან ცალკეულ ადამიანებს საკუთარი აზრის ღიად გამოთქმას. დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში თავისუფალი პრესა, ეფექტური სასამართლო ხელისუფლება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ა.გ.თ-ს გარანტები არიან. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ამ თავისუფლების მიმართ შესაძლებელია დაწესებულ იქნეს შეზღუდვები, თუ ირღვევა სხვათა უფლებები, შელახულია მათი რეპუტაცია, ან თუ ა.გ.თ. საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს, საზოგადოების ჯანმრთელობასა და ზნეობას.




ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

Комментариев нет:

Отправить комментарий