ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 мая 2014 г.

დარიალის ხეობაში მაშველებმა 164 ადამიანი გადაარჩინეს

17 მაისი, 2014.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.

მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს-ს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების - სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

reportiori.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий