ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

კახა კალაძე პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა

ნინი მოდრეკილი
06 მაისი, 2014.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონზე პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ენეგრეტიკის მინისტრმა განაცხადა, პარლამენტმა მოახერხა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკლები წინააღმდეგობა ყოფილიყო.

"მოგეხსენებათ, პატრიარქი ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, ამიტომ რთულია გავაკეთო რაიმე კონკრეტული განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ყველაფერი ისე გაკეთდა და ისე მოახერხა პარლამენტმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა ყოფილიყო და მასთან დაცული ყოფილიყო ყველას უფლება", - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტიდისკრიმინციული კანონის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთ კანონს არცერთი მორწმუნე არ მიიღებს. მისი შეფასებით, უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა.



http://reportiori.ge/?menuid=2&id=25622

Комментариев нет:

Отправить комментарий