ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

გუგული მაღრაძე: მაჩო-ქართველები ჰოლანდიაში „ცისფერების“ სტატუსით თავშესაფარს ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით პატრიარქის კრიტიკას ბუნებრივს უწოდებს. როგორც მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ხელისუფლება ეკლესიური კანონებით ვერ იხელმძღვანელებს:



„პატრიარქმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გააკრიტიკოს, აბა რა?! ეკლესიას ყოველთვის აქვს თავისი შეხედულება და ცხადია, რაც სოდომის და გომორის ცოდვად არის მიღებული, ამას ეკელსია ყოველთვის იტყვის. ისევე როგორც მრუშობაა ცოდვა, ტყუილი, ან აბორტი.



ჩვენ, ხელისუფლება ეკლესიური კანონებით ვერ ვიმართებით. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება. ანტიდისკრიმინაციული კანონით სიახლე არ შემოგვაქვს, ეს ტერმინები დიდი ხანია არსებობს ქართულ კანონმდებლობაში", - განაცხადა მაღრაძემ.



საკანონმდებლო ორგანოს წევრის თქმით, ევროპა მოითხოვს ისეთი ტიპის კანონებს, რომელიც მიმართულია ყველა ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ.



„ჩვენ კი გაცხადებული გვაქვს ევროპული კურსი. ხოლო ვისაც განაცხადი აქვს ევროკავშირში შესვლაზე, მისგან მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არაა გეი და მაჩო-ქართველია, მინახავს, მიდიან ჰოლანდიაში და ითხოვენ თავშესაფარს, და ამბობენ, რომ არიან ცისფერები და ცისფერები იდევნებიან მათ ქვეყანაში.

ქვეყანა, სადაც არსებობს ასეთი კანონი, ვალდებულია მიიღოს დევნილი ადამიანები იმ ქვეყნიდან, სადაც არაა ანტიდისკრიმინაციული კანონი. ხოლო როდესაც ქვეყანაში არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჰოლანდია, საფრანგეთი თუ ინგლისი ეუბნება უარს ამ ნიშნით თავშესაფრის მიღებაზე და პასუხობს, რომ თავშესაფრის მთხოვნელის ქვეყანაში იგივე უფლებებია, როგორც ამ ქვეყანაში.

ევროპას აქვს თავისი სტანდარტი. თუ გინდა ამ სტანდარს დაემოჩილე, თუ არ გინდა, ნუ შეხვალ ევროპაში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კი ევროპაში უნდა", -განუცხადა „რეპორტიორს" მაღრაძემ.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ანტიდისკრიმინაციული კანონი გააკრიტიკა და განცხადა, რომ არცერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ კანონს:



„როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი", - აღნიშნა უწმინდესმა.


06 მაისი, 2014.

http://reportiori.ge/?menuid=2&id=25565

Комментариев нет:

Отправить комментарий