ღმერთი

ღმერთი

вторник, 3 июня 2014 г.

წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაზე არ უმსჯელია

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომა სამ საათს გაგრძელდა. როგორც სინოდის წევრმა, მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენების საკითხზე მსჯელობა სინოდის სხდომაზე არ ყოფილა.

„ საქართველოს ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი იოანე წმინდანად იქნა შერაცხული. ეს ყველაზე სასიამოვნოა, რაც დღეს მოხდა. ასევე, დასავლეთ ევროპისთვის ორი ახალი მღვდელმთავარი იქნა გამორჩეული, ერთიც ამერიკისთვის და ერთიც საინგილოსთვის.

ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკვშირებით სინოდმა დაამოწმა პატრიარქის განცხადება და ლოცვა კურთხევა."
- აღნიშნა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

კონკრეტული საკითხები, რომელიც სინოდის სხდომაზე განიხილეს განჩინებაში იქნება და საზოგადოებისთვის რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

reportiori.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий