понедельник, 7 января 2013 г.

დედამიწა.

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით.
1. ბირთვის ცენტრი
2. ბირთვი
3. მანტია
4,5,6. ქერქი


ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.

?
XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი - პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).
?

...
პოლუსი — დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის წერტილი; ამ წერტილთან ახლოს მდებარე ადგილი.

ჩრდილოეთ პოლუსი.
 სამხრეთ პოლუსი.
პარალელი — ეკვატორის პარალელურად, ჩრდილოეთით და სამხრეთით გავლებული წრეხაზებია. პარალელები გვიჩვენებს დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას. ეკვატორის ორივე მხარეს, პარალელების სიგრძე იკლებს და პოლუსებთან ისინი საერთოდ წყდება. ნებისმიერი ერთი პარალელი ყველა მერიდიანის პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილებში.

მერიდიანი (ლათ. meridies) — დედამიწის პოლუსების შემაერთებელი წრეხაზებია. მერიდიანის ერთგრადუსიანი რკალის სიგრძე საშუალოდ 111,1 კმ-ს შეადგენს, საშუალო სიგრძე 40 009 კმ-ს. მერიდიანების გრადუსების ათვლა იწყება გრინვიჩის მერიდიანიდან.

ეკვატორი — წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე, პლანეტის ბრუნვის ღერძის პერპერნდიკულარულად, რომელიც მის ცენტრს ჭრის. ამგვარად ეკვატორი დედამიწას ჭრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად. სხვა პლანეტების და ასტრონომიული სხეულების ეკვატორებიც ანალოგიურად ისაზღვრება.

დედამიწის ეკვატორის სიგრძეა 40 000 კმ.



კონტინენტი, იგივე მატერიკი არის ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).

კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან "Terre Continente", რაც “უწყვეტ მიწას” ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შეუძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად.


კონტინენტები და ოკეანეები.




Комментариев нет:

Отправить комментарий