რა უნდა ახსოვდეს დღეს მართლმადიდებელ ადამიანს.
რჩეული ადგილები ს. პ ფილიმონოვის წიგნიდან: "წმინდა მართლმადიდებლობა და უსჯულოების საიდუმლო"
ამრიგად, დღეს მსოფლიო დგას არნახული მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე. სატანა და მისი მოკავშირენი, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით თითოეული ადამიანის დამორჩილებას ცდილობენ, აქცევენ რა მას დანომრილ ინვენტარად. რა საშუალებით შეიძლება ადამიანის ცხოვრებისა და მისი სულიერი განცდების კონტროლირება-დასჯა? როგორ უნდა ამოიძირკვოს ქრისტეს სახელი ადამიანთა გულებიდან?
ამ ყოველივეს განხორციელება ძალიან ადვილია, თუ ადამიანი ნებაყოფლობით დაამყარებს კონტაქტს მმართველ-ინფორმაციულ კომპიუტერულ სისტემასთან. ასეთი პიროვნების დამონება-დამორჩილება ადვილი იქნება. საჭიროა, რომ ადამიანის, მისი შვილებისა და ახლობლების სიცოცხლე და სიკვდილი კომპიუტერულ სისტემაზე იყოს დამოკიდებული. მაშინ იგი აღიარებს კომპიუტერული სისტემის მფლობელთა ძალაუფლებას და ყველაფერში მათ "მითითებებს" დაემორჩილება.
ამისათვის საჭიროა, რომ კომპიუტერულმა სისტემამ ყველაფერი იცოდეს ადამიანისა და მისი ახლობლების შესახებ. აუცილებელია, რომ ადამიანმა კომპიუტერული სისტემის მეშვეობით მიიღოს ამა თუ იმ მატერიალური ღირებულების მქონე საგნები, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ნივთები, მისი მეშვეობით დაფაროს მომსახურების ხარჯები. ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება კომპიუტერული სისტემის ყოვლისმომცველი თვალის მოუდუნებელი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდეს. რათა მის გარეშე ადამიანმა ვერ შეეძლოს "ვერც ყიდვა და ვერც გაყიდვა" (გამოცხ. 13: 17); ვერც ტრანსპორტით იმგზავრებ მის გარეშე, ვერც ექიმთან მიხვალ, ვერ... ვერ... ვერ... ცხადია, რომ ამ ახალი სისტემის დამკვიდრების ერთადერთი მიზანი ნაღდი ფულის გაუქმება და თითოეული ადამიანის ფინანსური მოქმედებების გაკონტროლებაა, ასევე მისი გადაადგილებისა და კონტაქტების სრული გაკონტროლება. ამრიგად, სატანა ელექტრონიკის მეშვეობით ცდილობს უფლის ყოვლისმხედველობის მიბაძვას, რათა ეს თვისება შემდეგ ადამიანთა ბიორობოტებად გადაქცევის საქმეში გამოიყენოს.
მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სისტემამ ყოველთვის ამოიცნოს კონკრეტული ადამიანი? როგორ უნდა შევიდეს ადამიანი მასთან კონტაქტში და როგორ უნდა გახდეს მასზე დამოკიდებული? ამისთვის აუცილებელია ადამიანს ისეთი სახელი მიეცეს, რომელსაც უსულო ელექტრონული მანქანა ამოიცნობს. ამ სახელს დაუძახებს სისტემა ადამიანს, პიროვნება კი საჭიროებისამებრ გამოეხმაურება მას. ადამიანი ამ სახელს მაშინ გამოიყენებს, როდესაც თვითონ ექნება ურთიერთობა სისტემასთან, რათა მოიპოვოს უფლება ამა თუ იმ ფინანსურ-სავაჭრო ხასიათის საქმიანობის შესრულებაზე, ან სხვა სიცოცხლისათვის საჭირო საკითხების გადასაწყვეტად. ამ მეთოდით ადამიანი სისტემის ნაწილი ხდება, იქცევა მის მართვად დამატებად. რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ზემოქმედება ცალმხრივი იქნება: ადამიანმა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მას სისტემა უბრძანებს, უფრო სწორად კი სისტემის ბატონები. სისტემას ყველაფერი ეცოდინება ადამიანის ცხოვრების შესახებ, ადამიანს კი წარმოდგენაც არ ექნება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს სისტემა მის მონაცემებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც კი ადამიანი შედის ურთიერთობაში ინფორმაციულ-მართვითი ხასიათის სისტემასთან, იგი ნებაყოფლობით თმობს თავისუფლად მოქმედი სუბიექტის სტატუსს და მას მართვადი ობიექტის მდგომარეობაზე ცვლის. თავისუფალი პიროვნება ექცევა კომპიუტერული სისტემისა და მისი მფლობელების მონურ დაქვემდებარებაში.
იმისათვის, რომ ადამიანი ინფორმაციულ-მართვითი ხასიათის სისტემაში შევიდეს აუცილებელია თითოეულს "უფროსიდან უმცროსის ჩათვლით" (გამოცხ. 13, 16) თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი, ანუ პირადი კოდი მიენიჭოს, სხვაგვარად პიროვნების ციფრული იდენტიფიკატორი.
ბოლო დროს ციფრული იდენტიფიკატორების უამრავი ახალი სახეობა გაჩნდა - სოციალური ნომერი, დაზღვევის ნომერი, სისტემური ნომერი, პიროვნების უნივერსალური იდენტიფიკატორი, უნიკალური ტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო კოდი, პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკატორი და სხვა. მათი მიკუთვნების მიზანი ერთია: ადამიანს ისეთი ახალი სახელი მიეცეს, რომელიც კომპიუტერული სისტემისათვის ადვილად აღქმადი იქნება.
იდენტიფიკაცია - გაიგივება, მსგავსების დადგენა რაიმესთან. იდენტიფიკაცია გაიგივებას, ანუ მსგავსის მსგავსთან შედარებას ნიშნავს. ამრიგად ადამიანი იღებს რა პირად საიდენტიფიკაციო ნომერს, ნომერსვე ედარება, ისევე, როგორც კომპიუტერული სისტემა ადარებს ნომერს, კონკრეტულ პიროვნებას. კოდი სისტემისათვის ფაქტიურად ადამიანის სახელის როლს ასრულებს, შემდეგში ადამიანი ამ კოდზე რეაგირებას ახდენს. ხდება სახელის შეცვლა ნომრით - ციფრული კოდით.
ინფორმატიკის სფეროს ტერმინოლოგიაში, ციფრული იდენტიფიკატორი - იგივე სახელია, რომელიც სისტემის ობიექტს, ამ შემთხვევაში ადამიანს აღნიშნავს. ეს ხდება პიროვნების გამოსარჩევად, სხვა მის მსგავს ობიექტთა რიცხვიდან. როგორც წესი, იგი ციფრების თანმიმდევრობისგან შედგება, თუმცა ზოგჯერ გამოიხატება ციფრებისა და ასოების შენაერთების სახით. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ადამიანი ანტიქრისტეს ტოტალური კონტროლის სისტემის მართვადი ნივთი ხდება. ამიტომაც, ციფრულ იდენტიფიკატორს შეიძლება სამართლიანად ვუწოდოთ ადამიანის ციფრული ანტისახელი.
რატომ აძლევს ბოროტი თავის მიმდევრებს მკვდარ ციფრულ ანტისახელებს? პასუხი მარტივია: ეს სახელი - უნივერსალურია ყველა ერის წარმომადგენლისათვის. მსოფლიოს ერთიანი სისტემისათვის ეს ძალიან მომგებიანია. ციფრული ანტისახელი ადამიანებს შორის ყველანაირ განსხვავებას აბათილებს - ეროვნულს, რელიგიურს, საზოგადოებრივს. იგი ყველა ენაზეა გასაგები, იგი გლობალური ხასიათის მატარებელია. სწორედ ესაა საჭირო ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობისათვის, რომელიც თვითონაც ციფრულ სახელს ატარებს. ნათელი ხდება, თუ რატომაა გლობალურ კიბერსისტემაში ადამიანის ციფრული ანტისახელი სატანურ სიმბოლიკასთან დაკავშირებული. ასე უფლის უნიჭო მიმბაძველი თავის ანტიეკლესიას აშენებს, აერთიანებს რა ყველას ანტიქრისტეს ბატონობის ქვეშ.
პლანეტა დედამიწაზე, ისტორიაში არნახული ტექნოტრონული დიქტატურის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც კიბერნეტიკული სისტემების მართვა საზოგადოებასთანაა დაკავშირებული. ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები კი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენება. ბჟეზინსკისა და კომპანიის სატანისტური გეგმები ნელ-ნელა ინერგება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უფალი ამ ყოველივეს ჩვენი ცოდვილი უდარდელობიდან გამომდინარე უშვებს...
კარგადაა ცნობილი, რომ დღეს, ყველა პროექტი, რომელიც პიროვნებათა ციფრული იდენტიფიკაციის შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მიწოდებული ინფორმაციის ავტომატური ანალიზის პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება, ტრანსნაციონალური სტრუქტურების უშუალო კონტროლით ხორციელდება - მათ შორისაა: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და Огасle-ის ტიპის კორპორაციები. მთელ მსოფლიოში ხდება "ერთიანი საინფორმაციო არქიტექტურის" (Oracle Information Architecture) ტექნოლოგიების დანერგვა. ეს ყოველივე IТ-ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე მიმდინარეობს, ინერგება მონაცემთა მართვის თანამედროვე მეთოდები, რადგანაც მიწოდებული უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავება, შესაბამისი ტემპებით უნდა მიმდინარეობდეს.
დაკვირვებული მართლმადიდებელი ადამიანი შეამჩნევდა, რომ კომპანია Огас1е-ის სიმბოლური ლოგოტიპი გიგანტური პენტაგრამისგან შედგება. პენტაგრამაზე, სამ ზოლში ჩასმული, სამი კლაკნილი ექვსიანი, ორი ამობრუნებული სხივის ფონზეა გამოსახული.
აი რა სიმბოლოკით ხელმძღვანელობენ კომპანია Огас1е-ის თანამშრომლები. აი, რა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით ხდება ადამიანებისათვის ციფრული იდენტიფიკატორების მინიჭება, ამ სტანდარტების მნიშვნელობა კი მხოლოდ ოკულტური მეცნიერების წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი. ძნელი მისახვედრი არაა, რა მიმართულებით მივყავართ ციფრული ანტისახელის მიღებას.
არსებობს კიდევ ერთი ტექნიკური ხასიათის გარემოება, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, ხშირად არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ხალხი შეცდომაში შეჰყავთ...
ციფრული იდენტიფიკატორის მიკუთვნების პარალელურად, ასეთივე კომპიუტერული იდენტიფიკატორი ენიჭება ელექტრონულ ფაილ-დოსიეს - კომპიუტერული სისტემის მონაცემთა ბაზის მეხსიერების უჯრედს, სადაც გროვდება, ინახება და ავტომატურ ანალიზს გადის სხვადასხვა სახის ინფორმაცია კონკრეტული ადამიანის შესახებ, მათ შორის კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციაც. ელექტრონულ დოსიეს, ისევე როგორც იდენტიფიკატორს შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვას - პირადი საქმის ნომერი, მოქალაქის მონაცემთა აღმრიცხველი ნომერი და ა.შ. მათი არსი კი ერთია - კონკრეტული ადამიანის შესახებ ინფორმაციის შენახვა. ამიტომაც ცრუობენ ის ჩინოვნიკები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნომერი ეკუთვნება "რაღაც" დოკუმენტს, ჩანაწერს, ანგარიშს და არა თვით ადამიანს.
სინამდვილეში კომპიუტერული სისტემა ადამიანის ნომერს ანგარიშის, ანუ ჩანაწერის ნომერს ადარებს (იდენტიფიცირებას ახდენს). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეძებს ადამიანს ნომრით, მონაცემთა ბაზის სხვა ნომრებს შორის. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ელექტრონულ დოსიეში ადამიანის მონაცემების მოთავსება და შემდეგ მათი ამოღება სხვადასხვა მიზნისათვის. ამიტომაც საიდენტიფიკაციო ნომერს სხვაგვარად "შეღწევის გასაღებს" უწოდებენ, მის გარეშე კონკრეტული ადამიანის მონაცემთა ბაზაში შესვლა შეუძლებელია.
ის მონაცემები, რომლებიც კომპიუტერულ სისტემაში ინახება, სხვაგვარად პერსონალური მონაცემებით, ან პერსონალური ხასიათის ინფორმაციით მოიხსენიება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე მიიღეს ანტიადამიანური, მკრეხელური კანონები, რომლებიც პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ეხება. ფაქტიურად ეს სხვა არაფერია, თუ არა, დაკანონებული უკანონობა, რომელიც მყარდება მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის გზით. პერსონალური მონაცემები, ხომ ადამიანის საკუთრებაა და არავის აქვს უფლება ისინი უნებართვოდ გამოიყენოს.
რუსეთში 2005 წელს ამოქმედდა კანონი "პერსონალურ მონაცემთა შესახებ", რომელიც რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად შეიმუშავა. ამ კანონის მიხედვით "პერსონალურ მონაცემებს" განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც ასახავს ადამიანის დაბადების თარიღსა და ადგილს, ოჯახურ მდგომარეობას, ბიომეტრიულ მონაცემებსა და დნმ-ის მონაცემებს.
ამ კანონის ფარგლებში შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკატორი, ასევე არაკონსტიტუციური მართვის ორგანო - რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის სახელმწიფო რეესტრი. თავის დროზე რუსეთის გადასახადების მინისტრმა გენადი ბუკაევმა თათბირზე განაცხადა: ჩვენ ყველაფერი ვიცით ადამიანის შესახებ. თითქოს ის ჩვენს წინ შიშველი იდგეს.
მაგრამ დაბადებისთანავე ადამიანი, ხომ ბუნებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობს - სიცოცხლისა და შთამომავლობის გაგრძელების უფლება, თავისუფლების უფლება, პირადი ხელშეუხებლობისა და ადამიანური ღირსების უფლება, მათ შორის საკუთარი სახელის ტარების უფლება. თავისუფალ ადამიანს სულაც არ უნდა ამ უფლებების გადაცემა სხვა ადამიანებისათვის.
ზოგიერთმა ვისაც არ ესმის თუ რა ხდება ირგვლივ, შეიძლება თქვას: "ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ! დაე გვითვალთვალონ და გვაკონტროლონ..." მაგრამ კონტროლი ხომ მართვასაც გულისხმობს. რა აზრი აქვს კოლოსალური თანხების, ვიღაცის თვალთვალში დახარჯვას? სწორედ ადამიანთა მართვა, მათთვის ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლების წართმევა, არის ტექნოტრონული დიქტატურის დამყარების მთავარი მიზანი.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ხდება ადამიანის ავტომატური იდენტიფიკაციის პროცესი - ესაა ადამიანის ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, პირადი ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და საჭიროებისამებრ გამოყენება. ადამიანს არ შეუძლია ამ პროცესის შეცვლა, მასზე ზემოქმედების მოხდენა, ან შეჩერება.
ადამიანის შესახებ და მის გარემომცველ სამყაროზე ავტომატურ რეჟიმში ინფორმაციის შეგროვებას მივყავართ იქამდე, რომ ინფორმაციული სისტემის მფლობელმა, ადამიანის შესახებ უფო მეტი იცის, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარი ცხოვრების შესახებ. სისტემის მფლობელი აკვირდება, თუ რა ვითარებებსა და გარემოებებში, იღებს ადამიანი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, შესაძლებელია სიტუაციის მოდელირება, ადამიანის ქცევის მართვით: აიძულო ისეთი ქმედებების ჩადენა, რომლებიც ინფორმაციული სისტემის მფლობელს აწყობს. ამგვარად შეიძლება პიროვნების ნების შეზღუდვა და მასზე ზემოქმედება რელიგიურ-მსოფლმხედველობითი კუთხით. მსგავსი ქმედებებით ითელება პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი. ეს ყოველივე ადამიანთა ანონიმურ და უკონტროლო მანიპულირების საშუალებას იძლევა.
უფრო მეტიც, იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც სისტემის ბატონის მიმართ "არალოიალურნი" არიან, პროფილაქტიკური სამუშაოების გატარება შეიძლება, ან უფრო მეტიც, მოხდება მათი საზოგადოებისგან იზოლირება, გადააქცევენ რა მათ გარიყულებათ, რომლებიც უნდა განადგურდნენ.
როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება? ძალიან ადვილად. ელექტრონული საბუთების შემოღებით, რომლებიც ერთდროულად გადასახდელი საშუალების, სამედიცინო და სატრანსპორტო ბარათების და სხვა მომსახურების ფუნქციებს შეითავსებენ. ადვილი შესაძლებელი იქნება ადამიანის არამხოლოდ ქმედებების, არამედ მისი სულიერი მდგომარეობის გაკონტროლება. ტოტალური კონტროლის ელექტრონულ კომუნიკაციებთან ერთობლიობაში - ტელეფონიდან დაწყებული, კომპიუტერული ქსელებით დამთავრებული (მოსმენა, ჩანაწერებისა და ინფორმაციული შეტყობინებების ავტომატური ანალიზი), შესაძლებლობას იძლევა რეალური დროის რეჟიმში, შეიქმნას იმ ადამიანთა ყოვლისმომცველი დოსიეები, რომლებიც ანტიქრისტეს სისტემისათვის "საფრთხის მატარებელნი" არიან.
ყოვლისმომცველი სისტემისათვის ცნობილი იქნება თუ ვის ხვდება ადამიანი, რის შესახებ საუბრობს ტელეფონზე, რა ლიტერატურას კითხულობს, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, რა რელიგიური აღმსარებლობისაა, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა და სხვა კონფიდენციალური დეტალები, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მისი ფინანსური ოპერაციები მკაცრად გაკონტროლდება.
სისტემის მფლობელთა მიერ დადგენილი "ქცევის წესებიდან" ნებისმიერი გადახვევა, სისტემიდან ამა თუ იმ "ობიექტის" "გაუქმებას" გამოიწვევს. ადამიანს აღარ ექნება მატერიალურ და ინფორმაციულ რესურსებთან შეხების შესაძლებლობა. ამავდროულად შეუძლებელი იქნება ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება. სისტემაში ადამიანური ურთიერთობისთვის ადგილი აღარ დარჩება, ის მხოლოდ ციფრებით შეასრულებს სხვადასხვა ოპერაციებს. პატიების, ადამიანობის, თანაგრძნობის, ან უფლის გამო რაიმე სხვა სახის დათმობებზე წასვლა მანქანისთვის შეუძლებელი იქნება. თუკი ადრე ადამიანი პირქუში ჩინოვნიკის მოლბობასაც კი ახერხებდა, ახალი ტიპის საზოგადოებაში მას მსმენელიც კი არ ეყოლება...
უსულო კომპიუტერული სისტემა ავტომატურ, უწყვეტ რეჟიმში დაიწყებს ადამიანის განსჯას თავისი კრიტერიუმების მიხედვით (კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში კი ეს კრიტერიუმები გამკაცრებული იქნება), შეცვლიან რა ამ ქმედებით უფლის მსჯავრს. ადამიანი მუდმივ შიშში იცხოვრებს და ერთი და იგივე აზრი შეაწუხებს, რაიმე ხომ არ დააშავა სისტემასთან მიმართებაში.
სისტემა მთლიანად წარმართავს ადამიანის ცხოვრებას და თან ამა თუ იმ ქცევისათვის "ქულებსაც" დაუწერს. ამ ქულების მიხედვით ადამიანი საზოგადოებაში ამა თუ იმ ადგილს დაიკავებს. სისტემა ქმედებას მოუწონებს ან დასჯის. იგი ადამიანში ისეთ თვისებებს ჩამოაყალიბებს, რომლებიც შორს იქნებიან სახარების კანონებისგან. იდეალურ ვარიანტში ადამიანი უნდა შეერწყას სისტემას, სადაც "თამაშის წესები" ეშმაკის მიმდევრების მიერ იქნება ნაკარნახევი. ეს კი უფლისგან მონიჭებული თავისუფლების სრულ დაკარგვას ნიშნავს!
ტყუილითა და შიმშილით ცდილობს უზარმაზარი სისტემა თავის ქსელში ადამიანის გახვევას.
სისტემა, რომელიც ადამიანთა დანომრითა და ცოცხალი ინვენტარის დახარისხებითაა დაკავებული. ეს ობობიის ქსელის მაგვარი სისტემა ცდილობს ადამიანის ცხოველქმედების თოთოეულ სფეროში შეღწევას. არც ერთი ჩინოვნიკი და სახელმწიფო მოხელე არ საუბრობს ამ სასიკვდილო საქმის რეალური მიზნის შესახებ.
გადასახადების აკრეფის ახალი ტექნოლოგიების, საპენსიო აღრიცხვის, ბუღალტერიისა და რეგისტრაციის, "ტერორიზმთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის" ხელსაყრელობის მომიზეზებით, ხდება მართალი გულის მქონე ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათი უკვდავი სულის დადაღვა.
საიდენტიფიკაციო ნომრის, პირადი კოდის, სოციალური ნომრისა და სხვა ციფრული ანტისახელების ნებაყოფლობით მიღებით, შემდეგ კი ამ სახელებზე რეაგირებით, ადამიანი შინაგანად ეთანხმება თავს მოხვეულ წესებს, ეთაყვანება მსოფლიო მამონას, როგორც კერპს და შედის ანტიქრისტეს სისტემის მსოფლიო ელექტრონულ კონცენტრაციულ ბანაკში. რაც მთავარია ხელს აწერს ამაზე განაცხადსა, თუ ანკეტაში! თავისთავად აქ თვალწინ წარმოგვიდგება უამრავი ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროები, სადაც ადამიანი მიჰყიდიდა რა სულს ეშმაკს, ამას საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.
ამრიგად, ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით იღებს ციფრულ ანტისახელსა და მას ცხოველქმედების სხვადასხვა სფეროში იყენებს, ერთ აგურს დებს ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობაში, მონაწილეობს "უსჯულოების საიდუმლოს" აღსრულებაში (2 ფეს. 2:7). ეჭვგარეშეა ეს ცოდვის მომტანი ქმედებაა. ვინ იტყვის იმას, რომ ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობა უფლისათვის სათნო საქმეა. შემდგომმა ნაბიჯებმა - პირადი კოდებისა და ბიომეტრიის შემცველი ელექტრონული საბუთების მიღებამ, რადიოსიხშირული ნიშნების შემცველი მიკროპროცესორული გადამცემების ადამიანის სხეულში იმპლანტირებამ, შესაძლოა შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანოს.

Комментариев нет:
Отправить комментарий