საკუთარი ცოდვების სრულად აღიარება, არის მონანული გულის ძირითადი მოთხოვნა. სული ხარობს, როცა სინდისი მონანიებით თავისუფლდება. უფრო ადვილი ხდება ცოდვიანი ჩვევის მოცილება, როცა მთლიანად გახსნი გულის ამ წყლულს სულიერი მამის წინაშე ან თუნდაც მოკეთე ადამიანთანაც. გულის ამ მოთხოვნის შესახებ იცოდა ქრისტეს წინამორბედმა და ამიტომაც თხოულობდა აღსარებას მონანულისაგან. მართალია, მის ნათლობას არ შეეძლო წმიდა სული მიენიჭებინა მონათლულისათვის, რადგან მას არ შეეძლო ცოდვათა პატიება, რამეთუ მაშინ ადამიანთა ცოდვებისაგან გამოსახსნელად უფალს ჯვარზე წამება ჯერ კიდევ არ დაეთმინა; მაგრამ ეს აღსარება, დიდებული წინასწარმეტყველის წინაშე, ცოდვილ სულს ამდაბლებდა, აახლოვებდა მას უფალთან და უფრო ვარგისსა ხდიდა მადლის მისაღებად თავად იესო ქრისტესაგან. აი ამიტომაც ამბობდა წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ იოანეს ნათლობას ისევე მიჰყავდა კაცი ქრისტეს ნათლობასთან, როგორც მოსეს სჯული ქრისტეს სახარებისათვის ამზადებდა ხალხს. ყველა, ვინც კი იოანესაგან ინათლებოდა, წყალში შთაფლვით აჩვენებდა, რომ იგი, სხეულის განმანვის მსგავსად, პირობას დებდა მუდამ ეზრუნა სულის განწმენდაზეც. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, იოანეს ნათლობაში, ხალხი სულიერად არ იბადებოდა, არამედ მხოლოდ მზადდებოდა უფალთან შესახვედრად, რადგან მხოლოდ მასში უნდა მომხდარიყო ჩვენი განახლება. ამაზე თვით წინამორბედიც მიუთითებს: მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო როემლიც შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთუად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა - ანუ წმიდა სულის მადლით, რომელიც იმოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში.
იმდენად დიდი იყო ხალხის საერთო მისწრაფება იოანესაკენ, რომ ამაყი ფარისევლები და სადუკეველნიც კი მიდიოდნენ მასთან იორდანეზე. ეს იყო იმ დროის ორი სექტა, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მდიდარი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა წეს-ჩვეულებების მკაცრი შესრულებით. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ არა მარტო იმას, რაც მოსეს სჯულში იყო ჩაწერილი, არამედ თავიანთ დადგენილ, ვითომ წინაპართაგან გადმოცემულ წესებსაც; ამ გადმოცემების გულისათვის, ისინი თვით სჯულსაც კი ხელახლა განმარტავდნენ. ისინი, რომლებიც იყვნენ ამაყნი, თავის და პატივისმოყვარენი, ცდილობდნენ ყველგან გაეცხადებინათ სხვებისათვის თავიანთი მოჩვენებითი კეთილკრძალულება, მართლად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდათ, და ამაყად დასცქეროდნენ უბრალო ხალხს. თვით სიტყვა „ფარისეველი“ ნიშნავს: გამოყოფილს, წმიდანს. - სადუკეველებს, მათგან განსხვავებით, არ სურდაც ეცნოთ არავითარი გადმოცემა, არ სწამდათ ცხოვრება მომავალი და არც აღდგომა მკვდრეთით. ამბობდნენ, რომ არ არსებობენ ანგელოსები და ეშმაკები, რომ ადამიანის სიკვდილთან ერთად კვდება მისი სულიც, და რომ იმ ქვეყნად არ არსებობს არც ჯილდო და არც სასჯელი. თავიანთი სახელწოდება მათი მიიღე სადოკ რაბინისგან, რომელიც 260 წლით ადრე ცხოვრობდა ქრიტეს შობამდე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გულები სინანულისთვის გამოუსადეგარნი იქნებოდნენ: ფარისეველს ეჩვენებოდა, რომ მას არაფერი ჰქონდა მოსანანიებელი, რომ ის იყო საკმაოდ წმიდა, რათა, დამკვიდრებულიყო მესიის სამეფოში. სადუკეველები შინაგანად დასცინოდნენ ფარისეველთა სიწმიდესა და იოანეს სწავლას. მათი ფიქრით, რადგან აბრაამის შთამომავალნი იყვნენ, უდავოდ დაიმკვიდრებდნენ ადგილს მესიის სამეფოში. ისინი იოანესთან მიდიოდნენ მხოლოდ იმისათვის, რათა ხალხისათვის ეჩვენებინათ გადარჩენის დიდი სურვილი, ანდა შესაძლოა სურდათ კიდეც რაიმეში ემხილებინათ ქრისტეს წინამორბედი: რადგან რაც უფრო ისწრაფოდა იოანესკენ ხალხი, მით უფრო ეცემოდა მათზე წარმოდგენა ხალხში. მაგრამ იოანე ხედავდა მათ დაფარულ ზრახვებს, უფალი უხსნიდა ამას. შეეძლო განა ყოველივე ამისადმი გულგრილი ყოფილიყო? ამიტომ აღსდგა იგი მათ წინააღმდეგ მხილებით, ემუქრებოდა ღვთის სასჯელით და მოითხოვდა დაუყოვნებლივ მოენანიებინათ ცოდვები. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ისაიას მკაცრი მხილებანი ისმოდა მის სიტყვებში. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო უსარგებლო შვილებო გულბოროტი მამებისანო! თქვენ სიტყვებით წამლავთ ხალხს საცდუნებლებით, უღრენთ და ხოცავთ წმიდანებსაც კი, თქვენი ცილისწამების შხამით! როგორ მოხდა, რომ თქვენ, ბოროტი მამების შვილებმა, იწყეთ სინანული? საიდან მოხდა ასეთი ცვლილება თქვენში? ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ნუთუ ფიქრობთ, რომ გაექცევით ღვთის საშინელ სამსჯავროსა და საუკუნო ცეცხლს მხოლოდ იმის გამო, რომ გარეგნულად მოინათლეთ, მაგრამ სულითა და გულით არ გინდათ შეიცვალოთ, განახლდეთ, არ გსურთ შეინანოთ? „არა, ეს არ კმარა; არ არის საკმარისი მარტო ცოდვა დაუტეოთ, საჭიროა კიდევ სათნოებანი შეიძინოთ, ნათქვამია, არა მარტო „მოიქეც ბოროტისაგან“, არამედ ესეც: „ჰქმენ კეთილი“ (ფს. 33,15). დაუტევეთ მაჩვენებლობა და მიმსგავსებულობა. ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა, იცხოვრეთ ისე, როგორც შვენის მონანულ ადამიანს, მოიმოქმედეთ სიყვარულის საქმენი“. იოანე ხალხს ნათლავდა ბიფავარში; ეს იყო ის ადგილი, სადაც გავიდნენ მდინარე იორდანეში, ისუ ნავინის დროს. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ქვები, რომლებიც წმიდა მდინარეში იქნა მოთავსებული, წყალზე საკვირველი გადასვლის მოსახსენებლად, მოჩანდნენ იოანეს დროსაც. მიუთითებდა რა ამ ქვებზეც, სინანულის დიდი მქადაგებელი მკაცრად აგრძელებდა თავის მამხილებელ საუბრებს ფარისევლებთან: და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამა გვივის ჩუენ აბრაამი, ნუ გექნებათ მარტო იმის იმედი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, რომ თუ თქვენ დაიღუპებით, წმიდა მამამთავარი დარჩება შვილების გარეშე, თქვენს გარეშეც მოიძებნებიან მესიის სამეფოს ღირსეული მკვიდრნი, რამეთუ გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არსა ღმერთი აღდგინებად ქუათა ამათგან, სწორედ ამ ქვებიდან, რომელზედაც თქვენ დგახართ მდინარეში, ღმერთს შეუძლია გაქციოთ შვილად აბრაამისა. - ისეთ სამწყსოდ, რომელიც მიბაძავს მას რწმენაში და კეთილ საქმეებში, და მასთან ერთად გახდება ცათა სასუფევლის ღირსი. ღმერთს ქვებიდანაც შეუძლია მისცეს კაცს შვილები, ისე როგორც თავის დროს უნაყოფო დედისაგან შესძინა შვილი. თქვენ კი მაინც დაიღუპებით, თუ არ შეიძინეთ წრფელი სინანული: დაეშურეთ მონანიებას, ეხლა ყველაზე კარგი დროა სინანულისათვის, ნუ გაუშვებთ ხელს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუნანიებელთა დაღუპვა გარდუვალია. რამეთუ აწვე ესერა ცული, ანუ ქრისტეს სამსჯავრო, ძირთა თანა ხეთასა ჰსძეს - ე.ი. ახლოსაა მსჯავრი, მარტო ტოტები კი არ მოიჭრება, არამედ თვით ხის ძირი მოეკვეთება და ყველა უნაყოფო ხე ცეცხლში ჩაიგდება დასაწველად. ეხლა უკვე წინასწარმეტყველი ან მონა კი არა, არამედ უფალი მოდის ყველას განსასჯელად, და მას ხელთ აქვს საშინელი და შემაძრწუნებელი მსჯავრი. ვიდრე კიდევ გვიან არ არის, ვიდრე ბასრი ცული ჯერ კიდევ ხის ძირში დევს და არ შეხებია მის ფესვებს, შეიძლება სინანული, ამიტომ იჩქარეთ, თორემ ნახავთ: ყოველმან ხემან, რომელმაც არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. იყავი კიდეც აბრაამის ჩამომავალი, თუნადაც დიდი მამამთავრები იყვნენ შენი წინაპრები, თუ შენ თვითონ არ გამოიღებ კეთილ ნაყოფს, იცოდე რომ ღირსეულად დაისჯები, - „როგორი სიმაღლეა სულისა“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორ თამამად და პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომელსაც მუდამ სწყუროდა წინასწარმეტყველთა სისხლი, რომლებიც არაფრით იყვნენ გველზე უკეთესნი!.. როგორ თავისუფლად ამხელდა იოანე არა მარტო მათ, არამედ მათ შვილებსაც კი!“ - ისინი ფიქრობდნენ, რომ იოანე მათთვის იქნებოდა როგორც ქარისაგან შერყეული ლერწამი, სინამდვილეში კი იგი წარსდგა მათ წინაშე, როგორც მუხა შეუძვრელი. ამიტომაც ვერ აიძულებდნენ თავს, რომ წინამორბედთან ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და მისგან მიდიოდნენ ნათლობის გარეშე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/3_1-12.htm

Комментариев нет:
Отправить комментарий