среда, 27 марта 2013 г.

“ეროვნება არა აქვს ცხოველს”

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა .

ეს გენიალური და ღრმააზროვანი ფორმულა აქვს დატოვებული ბატონ ზვიად გამსახურდიას.

ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთისმომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი.

საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ ერს არ ემსახურებიან და მხოლოდ თავიანთი ეგოიზმით ხელმძღვანელობენ. ყველაფრის ცენტრად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და მისთვის სიამოვნების მინიჭებას ანაცვალებენ თავიანთ ცხოვრებას.

და მაშინ, ყველა ამ ნეგატიურ შემთხვევაში, ასეთები კაცები კი არ არიან, არამედ ცხოველის დონეზე იმყოფებიან. ადამიანობის ხარისხსაც კი ვერ აღწევენ, რომელიც ცხოველსა და კაცს შორისაა. სამწუხაროდ, კაცობრიობა ზოგადად და სულიერი გაგებით, ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, სულიერი გაბარბაროსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ეროვნება და ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულად განსაზღვრავს კაცთა შინაგანი განვითარების სიმაღლეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий