вторник, 19 марта 2013 г.

შუმერული მითოლოგია.

შუმერული მითოლოგია – მესოპოტამიის უძველესი სახელმწიფოს შუმერის მითოლოგია.

ღმერთები შუმერების წარმოდგენაში ანთროპომორფულები იყვნენ, მათ ადამიანის სახე ჰქონდათ და არა ცხოველის ან სხვა არადამიანური არსებების, ისე როგორც ესაა ეგვიპტურ მითოლოგიაში. ღმერთების უძველეს სიაში მოხსენიებულია ექვსი ღმერთი -
ენლილი, ანუ, ინანა, ენქი, ნანა და უტუ.


სხვადასხვა ღმერთები "განაგებდნენ" ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის "შინაურ" ღვთაებებს სცემდა თაყვანს. "საერთო" ღმერთები იყვნენ:
ანუ – ცისა და სამოთხის ღმერთი.ღმერთების მამა.(ქი-ს ქმარი)
ანუ არის ცის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში, მოგვიანებით კი — ბაბილონსა და ასურეთშიც. მას სხვადასხვანაირად უწოდებდნენ: სამოთხის მეფე, თანავარსკვლავედების მბრძანებელი, ღმერთების მეფე და სხვ.

ენქი ,ეა– ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი.(მარდუქის მამა)
ენქი არისმიწისქვეშა წყლების და მსოფლიო ოკეანის მეუფე, ერედუს მთავარი ღმერთი
შუმერ-აქადურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ის არის აბზუს ხელმწიფე და აგრეთვე სიბრძნის და ღვთაებრივი მე ძალების ხელმწიფე. იგი აგრეთვე ითვლებოდა შინაური საქონელისა და მარცვლეულის შემქმნელად, მსოფლიო წესრიგის დამფუძნებლად. ერთ-ერთი მითი მოგვითხრობს, რომ ენქიმ გაანოყიერა მიწა და „ქალაქების და ერებს ბედი განსაზღვრა“. მან შექმნა თოხი, ბარი და აგურის ფორმა, შექმნა ცხოველები და მცენარეები. მან გადასცა ცხოველები და მცენარეები მთის მეფე სამუკანს, ხოლო სამხეცოები გადასცა დიმუზოს. ენქი ასევე ითვლება მებაღეობის, მებოსტნეობის, მეაბრეშუმეობის და ბალახებით მკურნალობის შემქმნელად.


ენქი.


ქი (იგივე ნინხურსაგი)– დედამიწის ქალღმერთი.ღმერთების დედა. (ანუს ცოლი).
 


ქი.

ენლილი – ჰაერის ღმერთი(ანუსა და ქის შვილი)ნინლილის ქმარი.
ენლილი ელილი - შუმერების უზენაესი ღვთაება. თავდაპირველად ითვლებოდა ჰაერის ღმერთად, ხოლო შემდეგ საყოველთაო ღმერთად იქცა. ენლილის ტაძარი ქალაქ ნიფურში შუმერებისთვის უწმინდეს ადგილად ითვლებოდა და შუმერული კულტურის ცენტრი იყო. მას მიაწერდნენ ქალაქების მცენარეული სამყაროს და სამიწათმოქმედო იარაღების გამოგონებას. მითებსა და ჰიმნებში კეთილ ღვთაებად იხსენიება.

ნინლილი – ჰაერის ქალღმერთი და ენლილის ცოლი.

ენლილი  და  ნინლილი.

ნანა – მთვარის ღმერთი.(ენლილისა და ნინლილის შვილი).ნინურთას ძმა.
ნინგალი – ნანას ცოლი. 

ნინურთა – ომის, სოფლის მეურნეობისა და ქარის ღმერთი.(ენლილისა და ნინლილის შვილი.ნანას ძმა)

უტუ – მზის ღმერთი.(ინანას ძმა. ნანასა და ნინგალის შვილი).
შუმერში უტუ. ასურეთსა და ბაბილონში შამაში. ასევე აშური. 


ინანა – სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი.(უტუს და. ნანასა და ნინგალის შვილი).


ინანა. 

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ მთავარ ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახულება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

შუმერულ ქალაქებში ყველა ქალაქს თავისი ღვთაება ჰყავდა. ძვ. წ. III ათასწლეულში იყო რამდენიმე ასეთი პანთეონი, სადაც მთავარი ღვთაება სხვადასხვა ღმერთი იყო: 


ენლილი – ჰაერის მეუფე და ადამიანთა და ღმერთთა მეფე, ნიპურის მთავარი ღმერთი
ინანა – სიყვარულის და ომის ქალღმერთი - ურუქის ღვთაება.
ნანნა – მთვარის ღმერთი, ქალაქ ურის მთავარი ღმერთი
ნინგირსუ – ღმერთი-მეომარი - თაყვანს სცემდნენ ლაგაშში


უძველესი შუმერული ღვთაებები ნაყოფიერების ფუნქციებს ითავსებდნენ, განსაკუთრებით საინტერესოა დედა-ღვთაების კულტი ძველ შუმერებში - გამოისახებოდა ქალი, ბავშვით ხელში - რომელსაც სხვადასხვა სახელი ერქვა - დამგალნუნა, ნინხურსაგ, ნინმახი, ნინტუ, მამა - მამი. დედა-ღვთაების აქადური ვარინატი იყო ბელეტილი, მამი (ეპითეტით - მშობიარეთა შემწევი), არურუ (ადამიანთა შემქმნელი - დედა). იყო ასევე შუმერული ქალღმერთი ვაუ და გატუმდუგი, რომელთაც ჰქონდათ ეპითეტი "დედა", "ყველა ქალაქის დედა".


აბზუ, აბსუ, აფსუ, აპსუმიწისქვეშა წყლების ოკეანე, რომელიც დედამიწას გარს არტყამდა, შუმერ-აქადურ მითოლოგიაში. აბზუს მბრძანებლად ითვლებოდა სიბრძნის ღმერთი ენქი. ამავე დროს, აბზუ ითვლებოდა მსოფლიოში ერთადერთ ადგილად, სადაც ღმერთები ვერ იხედებოდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მსოფლიოს ბატონი ძალები — მე. შუმერულ მითში ენქიმ უბრძანა ნიმახს, დედა-ქალღმერთს, თიხისგან ადამიანის გაკეთება. ბაბილონურ მითებში აბზუ არის პირველადი სტიქია, სიცოცხლის პირველმიზეზი, ითვლება ტიამატის ქმრად. ტიამატმა და აბზუმ თავისი წყლები გააერთიანეს და შექმნეს წყლის დემონები, ანშარას და ქიშარის მშობლები. ამის შემდეგ ენქიმ მოკლა აბზუ, ხოლო მკვლელობის ადგილას ააგო სასახლე, სადაც მარდუქი ჩასახა.



მარდუქი.
მარდუქი — ბაბილონური პათეონის უზენაესი ღვთაება. ძვ. წ. XVIII საუკუნიდან ითვლებოდა ქალაქ ბაბილონის მფარველად. იწოდებოდა „ღვთაება მეუფედ (და) მამად“. მიიჩნევდნენ დედამიწის ღვთაების ეას (შუმერულად ენქის) ვაჟად, თაყვანს სცემდნენ როგორც ნაყოფიერების, მორწყვის, სიბრძნის, სიმართლისა და სინათლის ღვთაებას. სამყაროს შექმნის ბაბილონური მითის მიხედვით მარდუქი იყო ქვეყნიერებისა და ადამიანის შემქმნელი.

მარდუქი ებრძვის ტიამატს.


დემონები — ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ ადამიანის გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. ჰომეროსის მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა „დემონურია“. დემონებითაა აღსავსე მთელი სამყარო და ადამიანთა ცხოვრება. გარკვეული, განსაკუთრებული ზღვარი დემონებსა, ღმერთებსა და გმირებს შორის არ არსებობდა. ხშირად დემონები გარკვეული ხნის შემდეგ ღმერთებად იქცეოდნენ ხოლმე და პირიქით, ღმერთებიც იქცეოდნენ ხოლმე გმირებად და დემონებად.

ჰომეროსის მიხედვით, დემონები თითქოს მტრულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანებთან. ხშირად ისინი ადამიანს ართმევენ გონებას, ზოგჯერ აბრმავაბენ და სხვა. მოგვიანებით განასხვავებდნენ კეთილსა და ბოროტ დემონებს. ბერძენი იდეალისტი ფილოსოფოსების მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე ჰყავს საკუთარი დემონი, რომელიც განაგებს მის ყოველგვარ ცხოვრებას. შემდეგ ბერძნები დემონებს უწოდებდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, რომელთა კულტი არ არსებობდა. რომში დემონები გენიუსთან გააიგივეს. ოლიმპიური რელიგიის დამხობის შემდეგ მრავალ ხალხში დარჩა წარმოდგენები დემონების შესახებ. ქრისტიანულმა რელიგიამ დემონები ბოროტ არსებად მიიჩნია.

გენიუსი _ რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამაინის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა. ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება. მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვრთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა.ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი ჩვეულებრივ ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.

ზიქურათი_ზიქურათებს მხოლოდ მთავარ ღმერთებს უდგამდნენ, რომლებიცაა ანუ ცის ღმერთი, ოკეანის ღმერთი ენქი, დედა ანუ მთავარი ქალღმერთი ენლილი, რომლის ტაძარი იყო ქალაქ ნინფუსჰი, მზის ღმერთი, მთვარის ღმერთი და სხვა.

ტაძრებს ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო ჰქონდათ. ცენტრალურ ეზოში ამ ტაძრის ღვთაების გამოსახულება იყო. ასევე, აქ იყო მსხვერმპლშეწირვის მაგიდა. ამ პერიოდში სახვით ხელოვნებას უმეტესად რელიგიური დანიშნულება ჰქონდა.



ზიქურათი ურში.





Комментариев нет:

Отправить комментарий