пятница, 15 марта 2013 г.

ჰოლივუდი. ამონარიდი ო. ა. პლატონოვის წიგნიდან "რის გამო დაიღუპება ამერიკა. ბოროტების იმპერიის დასასრული"

ჰოლივუდი.
ამონარიდი ო. ა. პლატონოვის წიგნიდან "რის გამო დაიღუპება ამერიკა. ბოროტების იმპერიის დასასრული"

ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკელი მწერლები და მოაზროვნეები, რომელთა შორის იყვნენ რ. უ. ემერსონი, ტორო, ნ. ჰოტორნი და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, ღიად ამხელდნენ ამერიკანიზმის სისტემას, რომელიც ადამიანს ფულის მომპოვებელ მანქანად აქცევდა. დღეს ედგარ პო, მარკ ტვენი, უოლტ უიტმენი, ჯეკ ლონდონი, თეოდორ დრაიზერი, ო’ ჰენრი, ს. ლუისი, ე. ჰემინგუეი, დ. სელინჯერი, უ. ფოლკნერი - კინო და ტელებიზნესმა ჩაანაცვლა, რომლის მთავარი მახასიათებელი ნიშნებია: ცოცხალი, ადამიანური გრძნობების უგულებელყოფა და სულიერი სიღარიბე. რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს კომპენსირება კაშკაშა ტრიუკებითა და სპეცეფექტებით, დაძაბული სიუჟეტისა და ძალადობის ამსახველი სცენების მეშვეობით ხდება. დავაკვირდეთ ფილმებს, რომელთაც დღეს ამერიკის კინოინდუსტრიაში არსებულ უმაღლეს ჯილდოებს მიაკუთვნებენ - ესაა პრიმიტიულ მცნებების, დაშტამპული სიტყვების, მიმიკებისა და ქმედებების ნაკრები.

თუკი ამერიკულ კინოწარმოებას, რომელიც "ჰოლივუდის" სახელითაა ცნობილი, ქრისტიანულ ასპექტში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ესაა ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს მოკლებული, ადამიანის ცნობიერების შეცვლაზე გათვლილი, მძლავრი აპარატი.

ჰოლივუდი ებრაელმა საქმოსნებმა შექმნეს. თავიდანვე იგი მიმართული იყო ქრისტიანული კულტურის დაკნინებისა და შეურაცხყოფისკენ. დამაარსებლების უმთავრესი მიზანი ქრისტიან ხალხთა ადვილად მართვად არსებებად ქცევა იყო. ჰოლივუდის მიერ შექმნილი შტამპირებული, პრიმიტიული ღირებულებები და გმირები ახალი აღთქმის ორი ათასი წლის ისტორიის მქონე მცნებების შებღალვას ემსახურებოდა.

ფულმა, გარყვნილებამ, სიმდიდრემ, ბედნიერი ცხოვრების დამახინჯებულმა წარმოდგენამ, პლანეტის მრავალი თაობის ადამიანთა ცნობიერება შეცვალეს. იმართება რა მასონი-ებრაელების მიერ, ჰოლივუდი ცრუ ცხოვრებისეულ ორიენტირებსა და ცნებებს ქმნის, უბიძგებს რა სუსტ სულებს გარეგნული კეთილდღეობის მოხვეჭისკენ.

ჰოლივუდის მსახიობები და ეგრეთ წოდებული "ვარსკვლავები", როგორც წესი, სულიერად და ზნეობრივად დაკნინებული ხალხია. მათი ფშვინვიერი სილამაზის უკან შინაგანი სიცარიელე და არარაობა იმალება. ჰოლივუდის ვარსკვლავთა უმეტესობას ხომ არათუ კეთილი გრძნობების გაზიარება, პირად ცხოვრებაში გარკვევაც კი არ შეუძლიათ. მათი უმეტესობა - სოდომიტები, ნარკომანები და ამორალურად გახრწნილი ხალხია.

ებრაელი მომღერლის, მადონას შემოქმედება, პრაქტიკულად მილიონობით ქრისტიანების რელიგიური ღირსებების შეურაცხყოფას ემსახურება. ებრაელი ბანკირების ფულით შეიქმნა საპნის ბუშტი, რომელსაც დასავლელმა "შოუმენებმა" რიტუალური სახელი მადონა უწოდეს (მადონა - ღვთისმშობელი, წმინდა ქალწული მარიამი). მადონა საკუთარ აღვირახსნილ ცხოვრებას არასოდეს მალავდა. თავის კლიპებში იგი ხშირად შეურაცხყოფს წმინდა ჯვრის გამოსახულებებს, შიშვლდება და ჯვრით ბილწ მანიპულაციებსაც არ ერიდება. 

წმინდა ჯვრის რიტულური შეურაცხყოფა მოდაშიც აისახა. მაღალი მოდის სამყარო, რომელსაც კვლავ და კვლავ ებრაელი მასონი ბანკირები აფინანსებენ, ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ანტიქრისტიანული ეპატაჟის გამოვლინებად. ამ სფეროში გამეფებულია ყოველგვარი ადამიანური ვნება: მრუშობა, ნარკომანია, სოდომიტობა. როგორც, ცნობილი იტალიელი სოდომიტი მოდელიერი ჯანი ვერსაჩე აღნიშნავდა: "მოდელთა და ფოტომოდელთა უმეტესობა, თავს ძირითადად პროსტიტუციით ირჩენს. ისინი შეძლებულ და გავლენიან ადამიანებს ემსახურებიან" (Sex and Model. 1995, N3. N.Y.).

დასავლელი მოდელიერები ადამიანის შინაგანი ბუნების ამაღლებას კი არა, მისი ბიოლოგიური ბუნების ხაზგასმას ცდილობენ. 90-იან წლებში, მსოფლიო პოდიუმებზე, მასიურად ხდებოდა ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფა. ამერიკელმა ებრაელმა ქალმა, დონა კარანმა, შექმნა თავისი "ახალი მიმდინარეობა", რომელშიც ტრადიციული ქრისტიანული სამოსი და ჯვრის სიმბოლო დააკნინა. 1993 წელს, მის ჩვენებაზე, პოდიუმზე გამოსული მოდელები მონაზვნების კაბებში იყვნენ გამოწყობილნი, ჯვარი კი გულზე კი არა, მუცლის ქვემოთ ეკიდათ (ნიუ-იორკ თაიმსი, ყოველკვირეული მიმოხილვა, 1993 წლის შემოდგომა).

ამერიკული, ანტიქრისტიანული მასკულტურის მთავარ მამოძრავებელ ელემენტად კი როკ-მუსიკა იქცა. როკ-ენ-როლის პირველი მეფე, ებრაელი წარმოშობის მომღერალი ელვის პრესლი გახლდათ. იგი ცნობილი იყო თავისი ნარკოდამოკიდებულებით და სიცოცხლეც ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღების გამო დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ აშშ-სა და ისრაელის მრავალ ქალაქში მის საპატივცემოდ ძეგლი დაიდგა. ერთ-ერთი მათგანი 1996 წელს, თელ-ავივში დადგმული ძეგლია, მასთან ხშირად იყრიან თავს ებრაელი ახალგაზრდები. ახლოს მისულ დამთვალიერებელს გიდი უამბობს: "პრესლი ხშირად იმეორებდა, რომ იგი არა უბრალოდ მომღერალი, არამედ ებრაელი მომღერალი იყო". ერთ-ერთმა რაბინმა კი ისიც განაცხადა, რომ "პრესლიმ, რეაქციული ქრისტიანული ცნობიერების მოშლისათვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მქადაგებლების მთელმა არმიამ".


XX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა "ჰიპების" ანტიქრისტიანული, ახალგაზრდული მოძრაობა, რომლის სათავეში ებრაელი ლიდერები ჰერბერტ მარკუზე და ჯერი რაბინი მოექცნენ, ორივე მასონები იყვნენ, მათგან უკანასკნელი კი გულზე დემონსტრაციულად ატარებდა მასონურ სიმბოლოებს. ჯ. რაბინი თავის წიგნში "გააკეთე!" აცხადებდა: "ჩვენ ერთმანეთში ავურიეთ ახალგაზრდობა, მუსიკა, სექსი, ღალატი, ნარკოტიკები და ამბოხებული სული. ამ ნაზავის დამარცხება კი ადვილი როდია".

ბურჟუაზიული სამყაროს, "მოძველებული" მორალის უარყოფის ლოზუნგით, მარკუზე, რაბინი და მათი მომხრეები დასავლეთში ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნაშთების განადგურებას ცდილობდნენ.

მილიონობით ახალგაზრდამ დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში, მორალის, სახელმწიფოს, ქრისტიანული ეკლესიის "მოძველებული" ნორმები უარყო და მშობლიური სახლი მიატოვა. გაიზარდა ანტიმართლმადიდებლურად განწყობილ ახალგაზრდათა რიცხვი, მათი უმეტესობა თავისუფალ დროს ნარკოტიკების მოხმარებასა და გარყვნილებაში ატარებს. სწორედ "ჰიპის" მოძრაობასთანაა დაკავშირებული "სექსუალური რევოლუციის" განვითარება. სქესთა შორის ურთიერთობა "ჰიპებს" შორის ცხოველურ ხასიათს ატარებდა. სქესობრივი კავშირი ნებისმიერ ადგილზე მყარდებოდა, რაც პროსტიტუციისა და სოდომიზმის განვითარებას უწყობდა ხელს. ამის ნიადაგზე "ჰიპებმა" თავი "სიყვარულის რელიგიის" ადაპტებად გამოაცხადეს.

"ჰიპების" კინემატოგრაფიულ სიმბოლოდ ჰოლივუდში გადაღებული მ. ფორმანის ფილმი "თმები" აღიარეს, სადაც კულმინაციურ ადგილად ქრისტიანულ ტაძარში მოწყობილი აურზაური დასახელდა.

დღეს ამერიკაში ცოტას თუ ჰყოფნის ძალა წინ აღუდგეს სატანისტური ხასიათის ებრაულ-მასონურ ცივილიზაციას. მხოლოდ ერთეულები თუ ამხელენ მის გახრწნილ, სოდომურ საწყისებს. მაგალითისთვის ქრისტიანი მღვდლის, დ. რაიტის მიერ კანზასის საკანონმდებლო ყრილობაზე წარმოთქმულ ლოცვას მოვიყვანთ, რომელმაც მთელი ამერიკის ებრაული და მასონური ორგანიზაციები აღაშფოთა. ყრილობაზე გამოსვლის დროს, მღვდელმა ჩვეული ლოცვის მაგივრად გულისტკივილით მიმართა უფალს თავისი სიტყვებით: "უფალო, შეგვიწყალენ! ჩვენ თაყვანს ვცემთ ცრუ ღმერთებს და ამას კულტურულ მრავალფეროვნებას ვუწოდებთ. ჩვენ დავაკანონეთ მამათმავლობა და ამას თანაგრძნობა დავარქვით. ჩვენ ვკლავთ ჩვილებს დედის სხეულში და ამას აბორტის უფლებას ვარქმევთ. ჩვენ ახალგაზრდობას სიბილწესა და სიძვაში ვზრდით და ამას პროგრესულ აღზრდად მივიჩნევთ. ჩვენ ჩაფლულნი ვართ პორნოგრაფიასა და ბილწთსიტყვაობაში და ვამბობთ, რომ ეს ჩვენი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებაა. ჩვენ შეურაცხვყოფთ ჩვენი წინაპრების სულიერ მემკვიდრეობას და ამას განათლებას ვუწოდებთ. ღმერთო შეგვეწიე, გვიხსენ ამ ხრწნილებისგან!"

საკანონმდებლო ყრილობაზე წარმოთქმულმა უბრალო მღვდლის ლოცვამ, აფეთქებული ყუმბარის ეფექტი მოახდინა. ყრილობაზე შეკრებილი კანონმდებლები, რომელთა შორის ებრაელი მასონები ჭარბობდნენ, აღშფოთებულებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი. შევიდნენ თუ არა ისინი შემდეგ ღორების ჯოგში და გადაეშვნენ თუ არა ზღვაში (შეად. მთ. 8:32), გაზეთები აღარ იტყობინებოდნენ.





Комментариев нет:

Отправить комментарий