воскресенье, 3 марта 2013 г.

გადავწყვიტე ლექსები გადმოვიტანო...


სხვადასხვა...

სადა ხარ, სად.

ფიქრობ რომ ჩემთვის უფასო ხარ, წასვლის მიზეზიც ვიცი.
გულმოსული შურსძიობ, შურს, ამისთვის დადევი ფიცი.
დამიცავი ბევრჯერ გულით ვიგრძენი, მადლობას გიხდი.
ვიცი რატომ არ მოხვედი, ვიცი და მადლობას გიხდი.

სადა ხარ, სად, თუ არ მოხვალ
ჩვენს შორის გაივლის სხვა.
დრო გადის დრო, მე გელი ხვალ,
ზეგ ჩვენს შორის იქნება ზღვა.

თუკი ისევ გებრალები  მოდი და დამარწმუნე კარგო,
რომ გიყვარვარ, გენანები, უბედურებისთვის კარგო.
დამაჯერე რომ თვალები არასდროს დამაფრთხობს შენი.
დამაჯერე რომ იქნები ჩემი ამაყი მცველი.


სადა ხარ, სად, თუ არ მოხვალ
ჩვენს შორის გაივლის სხვა.
დრო გადის დრო, მე გელი ხვალ,
ზეგ ჩვენს შორის იქნება ზღვა.





ნუ დავშორდებით , ნუ...

ფანჯარასთან ვდგავარ გავყურებ გზას.
ამ ოთახში პაემანი გვაქვს.
ველოდები შენი ფეხის ხმას,
შეუმჩნევლად შემოდიხარ.
ახლოსა ხარ ,  ვგრძნობ შენს სუნთქვას.
ბოლო დღე გვაქვს , ბოლო შეხვედრა.
შემოვბრუნდი, პირისპირ ვდგავართ,
პასუხისთვის ენას ვერ ვძრავთ.


ვუყურებთ ერთმანეთს
თვალები ამბობენ;
ვერ გავძლებ უშენოდ,
ვერ გავძლებ უშენოდ.
ნუ მიმატოვებ ნუ,
ნუ დავშორდებით ნუ,
ვჭირდებით ერთმანეთს,
ო, როგორ ვჭირდებით....


მოსალოდნელია გაგრძელება.




****************************
რამდენი ხანია რომ არ მინახიხარ,
რამდენი ხანია და მაინც მიყვარხარ.
ეს გული შენ ერთადერთს გემორჩილება,
შენს სიყვარულს ქადაგებს და მეუბნება;

ოი, ნანა, ნანა, ნანა, რა დღე თენდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, მე ის შემხვდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, ჩემი გახდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა,რომ დაღამდება.

ერთ ამბავს მოგიყვები ნუ გეწყინება,
გაგცვალე , მაგრამ იმის არ ღირს ხსენება,
გაგცვალე, მაგრამ გული შენ გემონება,
შენ გელოდება ისევ ქალი თავნება.

ოი, ნანა, ნანა, ნანა, რა დღე თენდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, მე ის შემხვდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, ჩემი გახდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა,რომ დაღამდება.

რამდენი ხანია რომ არ მინახიხარ,
რამდენი ხანია და მაინც მიყვარხარ.
ეს გული მხოლოდ შენ ერთს გემორჩილება,
იცი რას მღერის და რას მეუბნება?

ოი, ნანა, ნანა, ნანა, რა დღე თენდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, მე ის შემხვდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა, ჩემი გახდება.
ოი, ნანა, ნანა, ნანა,რომ დაღამდება.

ჩაიარა წყენამ და საშინელმა ფიქრებმა.
ნუთუ ისიც მარტოა, ნუთუ ისიც ეწამა.
მე არაფერს არ ვეტყვი, იგი თვითონ მიხვდება
როგორ მენატრება და სამუდამოდ მჭირდება.

მოდი ისევ მითხარი,
რომ ეს კაბა მიხდება.
რომ ჩემს მეტი ამ ქვეყნად
ქალი შენ არ გჭირდება.

ქარიშხალი ჩადგება, მაგრამ მერე რა ხდება?
წყენა დაგვავიწყდება, სიყვარული გვინდება.
სახეს რატომ მარიდებ, მწუხარება გეტყობა,
შემომხედე, მითხარი სიცოცხლე ხომ გრძელდება.


მოდი ისევ მითხარი,
რომ ეს კაბა მიხდება.
რომ ჩემს მეტი ამ ქვეყნად
ქალი შენ არ გჭირდება.



რატომ?!

ჭრიალით იღება ციხის კარი
შედიხარ ფორიაქობს გული.
მერე გახსენდება განაჩენი
და სევდით გევსება გული.
დღეები მოგელის საშინელი,
და სუსხი, სიცივე აუტანელი.
ინანებ, ინანებ, სიკვდილსაც ინატრებ,
არ მოვა და იტირებ მწარედ.

ო, რატომ, რატომ გაგწირეს ასე.
რატომ გაწამეს, რად გცემეს ასე.
დაგტანჯეს ბიჭი სიკეთით სავსე,
თავისუფლების მომლოდინე ასე.
გაივლის დრო და იქნები გარეთ,
მარტოობისთვის გასწირავ თავს,
ერთ დღეს კი მაინც ინატრებ იმას,
ვინც შეგაყვარებს დარჩენას გარეთ.

ჭრიალით იღება ციხის კარი,
შედიხარ, ფორიაქობს გული.
არ იცი უფრო მეტად ვინ გადარდებს
შენი თუ იმის სული.
უცხოა ინახულე და მიხვდი ეს დღეები
ჯოჯოხეთი იყო მისთვის.
დამნაშავე იყო , მაგრამ ასე მწარედ
რატომ გაიმეტეს, რისთვის?!


მე ჯერა.

მაპატიე, დამაგვიანდა.
დამაგვიანდა შენთან მოსვლა.
გევედრები მაპატიე გვიანი ვიზიტი,
გვიანი ღიმილი ჩემი.
შემომხედე გამიღიმე,
გამიღიმე, გამიღიმე.
ვერ ავიატნ თავლები შენი
ცრემლით , დარდით და ნაღველით ავსილია.
დავიტანჯე, უკვე ვნანობ.
უკვე ვნანობ არჩეულ გზას,
მაგრამ .... არა , კვლავ შენთან ვარ,
კვლავ შენთან ვარ , კვლავ შენთან ვარ.
ქუჩაში ვარ, ღიმილს ველი.
ღიმილს ველი შენეულს, მსგავსს.
შემომხედავს ვიღაც მსგავსად,
მე კი მწამს , მე მჯერა ეს შენი თავლებია.



***
დაჩოქილი რომ ეხვეწო, შეევედრო ღმერთს
პატიოსან კაცს ვერ ნახავ ქვეყანაზე ერთს.
სხვასთან დანაწოლი კაცი თუ შევიყვარე
ღმერთს ამისთვის პასუხს მოვთხოვ არ შევიბრალებ.


ხევისბერებს ნუ ინატრებ ქურდიც გაგიგებს,
უსამართლოს უკანონოს წესს ის აუგებს.
ხალხი ,,ემადლიერება , პატივს ,მიაგებს,
გაწეული შრომისათვის მას დაუდგამს ძეგლს’’.

პატიოსანი ცხოვრებისთვის ნუ გასწირავ თავს,
თუ შესძელი ინავარდე ისე , როგორც გწამს.
სამართალის ძიებაშიც ნუ დატანჯავს სულს,
შენ იცხოვრებ მაინც ისე როგორც მეფეს სურს.



***

ეშმაკისგან გახდა ქალი შემცდარი,
დაიკეთა იმის მერე სამოთხის კარი.
იმის მერე სამართალი არსად არ არის,
ყველას შეხვდა სხვისი ნაკოცნი ქმარი.

ეძებენ ქალს პატიოსანს,
რომლისთვისაც არ უკოცნია სხვას,
გაატანენ თუნდაც ყველაზე ავს,
მთავარია, საქმრო წააგავდეს კაცს.

ნუთუ ღმერთო შენი ძალა ეს არის,
უკეთესი რა მიიღე ნეტავი.
ნახე ერთი შეუმცდარი ვინ არის,
ეშმაკების ბოლო მაინც არ არის.

მეძახიან ქალს პატიოსანს,
რომლისთვისაც არ უკოცნია სხვას.
არ გავყვები არა , საზიზღარს, ავს,
რომლისთვისაც თუნდაც უკოცნია სხვას.

რადგან განაჩენი უცვლელი არის,
რადგან ქვეყნად სხვა საშველი არ არის.
ქალი ყველაფერზე თანახმა არის,
ჩემი სადარდელიც სწორედ ეს არის.

თუ იპოვით ქალს პატიოსანს,
რომლისთვისაც არ უკოცნია სხვას,
მოეფერეთ მას, ნუ გაატანთ ქარს,
მის სიყვარულს დიდი , დიდი ძალა აქვს.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий