ღმერთმა ნუ შეგასწროთ სტალინის ძეგლის აღდგენას!
“Я не грузин – я русский грузинского происхождения!”
სტალინი
სტალინის ძეგლის აღებამ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ვერ წარმოვიდგენდით, სტალინის პიროვნებას დღესაც თუ ამდენი გულშემატკივარი ეყოლებოდა.
ბოლო ოცწლეულში საქართველოში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების წყალობით საღად და ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის გაცხადდა გასული საუკუნის ოციან წლებში საქართველოში განხორციელებული ეროვნული ტრაგედიის მიზეზები, ისტორიული სიმართლე.
ამ ტარგედიის შედეგები საქართველოს დღესაც ვერ მოუშუშებია და მისი სხეულიდან დღესაც მოსჩქეფს აფხაზეთის, შიდა ქართლის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთისა და ლორე-ბორჩალოს ჭრილობებიდან მომდინარე ქართული სისხლი.
ვინ იყო ამ უბედურების მომტანი, ვინ და რატომ მოაშთო ახალფეხადგმული თავისუფალი საქართველო?
ყველა ჭეშმარიტი ქართველისათვის პასუხი ცალსახაა – ქართულ გვარსახელში გახვეული, ქართველთმოძულე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – სტალინი!
მაინც ვინ იყო სტალინი? იყო კი ქართველი გვარ-ტომითა და სულით?
ვიცით, რომ არსებობს დიდი ივანე ჯავახიშვილის ნარკვევი სტალინის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, როდის და რა ვითარებაში დაიწერა ეს ნარკვევი. ან რატომ გახდა საჭირო ამ ნარკვევის დაწერა და სტალინის ქართველობის მტკიცება? საუკუნეზე მეტია ქართულ საზოგადოებაში მუსირებს აზრი სტალინის არაქართული წარმოშობის შესახებ, არსებობს უამრავი ვერსია და არგუმენტი, სომხები სტალინის სომხობას იჩემებენ, ოსებს კი არცთუ უსაფუძვლო არგუმენტები და მასალები მოჰყავთ მისი ოსობის დამამტკიცებლად. ზოგი მისი გვარის ძირს „ჯუღას“ ქართულ ფოლადს უკავშირებს. არის ასეთი ვერსიაც: „ჯუღა“ ოსურად ნიშნავს „ნაგავს“. გვარი ჯუღაევი საკმაოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი ქართული ჰქონდათ.
მიუხედავად საქართველოს ისტორიული უბედურებისა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ამ სულგაყიდულმა მანქურთმა დაატეხა თავს, ქართველი კერპთაყვანისმცემლები მაინც ამაყობენ სტალინის ქართველობით. საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი ბოროტებიდან გამომდინარე, არც თუ უსაფუძვლოდ იბადება კითხვა – იყო კი საერთოდ სტალინი ქართველი?
ამ ბნელით მოცულ კითხვას ასე პასუხობს გრიგოლ რობაქიძე: “სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“
ამავე კითხვას, რომელიც მარშალმა პაველ რიბალკომ დაუსვა სტალინს გამარჯვების აღსაღნიშნავ წვეულებაზე, „დიდმა ბელადმა“ ასეთი პასუხი მიაგება – Я не грузин – я русский грузинского происхождения!
ესეც თქვენ თავგადამკვდარო ქართველო მანქურთ-სტალინისტებო, მას თვით არ უნდოდა რომ ქართველი ყოფილიყო და თქვენ კი, როგორც ვირს ატენიდნენ პიტნას, ისე ატენით ამ თქვენს კერპს ქართველობას.
სხვათა შორის, მის მამობაზე რამდენიმე კაცი აცხადებდა პრეტენზიას, მათ შორის – ფოსტის მოხელე, მღვდელი, მეჩექმე… და თქვენ წარმოიდგინეთ, პრჟელვალსკიც…
სიმართლე ერთია – ამ კაცის მთელი ცხოვრება გაჟღენთილი იყო საქართველოს და ქართველი ერის ზღვარდაუდებელი სიძულვილითა და მტრობით.
ეს ახალგაზრდა მარქსისტი საქართველოში თავისი ცუდი რეპუტაციის გამო იძულებული იყო რევოლუციური კარიერა საქართველოს გარეთ დაეწყო, ჯერ ბაქოში, შემდეგ კი რუსეთში. ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი, ახალგაზრდა ბოლშევიკი, პროფესიონალი ბანდიტი, გახდა ლენინის ფინანსისტი, ის ლენინს ამარაგებდა ფულით, რომელსაც ბანკებზე თავდასხმით, ვაჭრებისაგან და მეწარმეთაგან გამოძალვით, გემებზე ყაჩაღური თავდასხმით, ადამიანთა გატაცებით იხვეჭდა – ამ საქმიანობას თან ახლდა მკვლელობები.
ერთნი ამტკიცებენ სტალინი დიდი ქართველი, გენიალური მხედართმთავარი, უბადლო პოლიტიკოსი იყო, რომლის დამსახურება კაცობრიობის წინაშე განუზომელი და შეუფასებელიაო.
მეორენი – სტალინი იყო დაუნდობელი მტარვალი, მრისხანე დიქტატორი, კაცთმოძულე და რაც მთავარია, საქართველოს მტერი და ამომგდები.
პირველთა მოსაზრებების, შეხედულებებისა და მრწამსის გასაბათილებლად გავიხსენოთ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-ინტერვენცია.
სტალინის პირმშო, რუსეთის მოდერნიზებულ, ათეისტურ იმპერიაში გამომწყვდეულ საქართველოს თაობებს ზრდიდნენ გაყალბებული ისტორიით: თითქოს საქართველოს მუშები და მშრომელები აუჯანყდნენ მენშევიკების დიქტატურას და დახმარებისთვის მიმართეს საბჭოთა რუსეთს.
https://iberiana.wordpress.com/iberiana/stalin/

Комментариев нет:
Отправить комментарий