вторник, 2 апреля 2013 г.

10.ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.

ბაბილონი რომ დანგრეულად მივიჩნიოთ, მაშინ მსოფლიოში ცალცალკე ძლიერი სახელმწიფოები,რელიგიები-სხვადასხვა ხატები არ უნდა არსებობდნენ. ანუ, ბევრი ძლიერი არ უნდა არსებობდეს, ბაბილონი ზის სათავეში , ის ბატონობს ყველა ერსა და ენაზე, ხალხსა და ტომზე...ის მეუფებს მსოფლიოს მეფეებს(იმპერიებს- შვიდ მთავარ იმპერიაზეა მითითება).არიან ბევრნი და ბაბილონი მეძაობს ყველასთან,ყველა მასთან...

მასთან ვაჭრობ(და)ს მსოფლიოს ვაჭრები..

რა იყო ბაბილონის ცოდვა ? ცამდე დიდების მსურველები იყვნენ ბაბილონის მშენებლები. მომავალი იმპერიები სწორედ ამ სურვილით შედგნენ,და ამ იმპერიებში მცხოვრები ადამიანები აგურები იყვნენ ამ იმპერიის მშენებლობაში , რაც ნიშნავს რომ არათუ მეფენი და ვაჭარნი, უბრალო ხალხიც ეზიარა ბაბილონის ცოდვებს.

2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm


წერია,რომ  ბაბილონი აზის მრავალ წყალს, ანუ მრავალ ერზე , ენაზე, ხალხსა და ტომზე ბატონობს ...

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;


15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.



მეთვრამეტე თავში წერია რომ მასთან ვაჭრობს ყველა....
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

ესეიგი , ბაბილონი არის ყველა ერზე მებატონე, მასთან ვაჭრობს მსოფლიო, და რაც მთავარია, არის წმიდათა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი.


ხოლო,


როცა მერვე მხეცი მოდის 
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

და 

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm


16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm



ესეიგი, 
ბაბილონს რომელიც მორწმუნეთა მკვლელია, მსოფლიო ვაჭარია, რომელიც ბატონობს ყველა ერსა და ენაზე, (შესაბამისად ბატონობს იმპერიებზე _შვიდი არის  მითითებული),  შვიდთაგანი(მერვე) ანადგურებს მას. რადგან ეს მერვე უნდა  გახდეს ყველა ერზე მბრძანებელი,  ვერავინ იყიდის და გაყიდის,ანუ, ვაჭრობასაც ის მართავს მომავალში.


მსოფლიოში ერთი ხატება  უნდა დარჩეს და ეს არის მერვე მხეცის ხატება ანუ ერთადერთი  ,,რელიგია’’(?).

არიან ძლიერი სახელმწიფოები, საკუთარი რელიგიით, საკუთარი სავაჭრო სისტემით, უნდა მოვიდეს, ერთადერთი მსოფლიო მებატონე ,ერთადერთი ,,რელიგიით’’(მხეცის ხატება) და ერთადერთი სავაჭრო სისტემით(ერთიანი ნიშანი).




უფალი მეძავს ეძახის მას, ვინც მასთან არ არის, ანუ არ აღიარებს-უარყოფს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. 

ეს მეძავი  ხელს უშლის იმასაც, რომ სხვამ იწამოს ერთადერთი ღმერთი, ის აცთუნებს ხალხს.. და ვინც მისი ცთუნება გაიზიარა იმეძავა(მანაც უარყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი) მასთან.

მსოფლიო ცთუნებულია ამ მეძავისაგან....

მეძავ ბაბილონს ვერ ვხედავთ როგორც მსოფლიო ვაჭარს, ვერ ვხედავთ როგორც მსოფლიოს ხალხებზე მებატონოს,(თითქოს საიდუმლო მმართველია) მაგრამ რაც აშკარად ხილულია, არის ის, რომ ეს მეძავი სწორედ იმ იმპერიებს აზის მხარზე რომლებიც ერთადერთი ღმერთის  და  იესოს მცნებათა დამცველების მკვლელები არიან(იყვნენ), ხოლო რომელი იმპერიები იყვნენ ესენი,  გამოსაცნობი არ არის.

ბაბილონი გახდა სხვადასხვა (ყველა) ერის და ენის  სათავე,რადგან აქ აურია უფალმა ერთადერთი ენა( ანბანი) შედეგად გაჩნდნენ მრავალი ენანი და ერები, ამიტომ ის ზის მრავალ ერსა და ენაზე...ის არის მრავალკერპთა,რელიგიათა,არაჭეშმარიტი სარწმუნოებების დედა. ამიტომ არის ის მკვლელი და მკვლელების დედაც. ჭეშმარიტ მორწმუნეთა მკვლელია.


Комментариев нет:

Отправить комментарий