ლიბერტარიანული ექსპერიმენტი ანუ ილიას დროშით ილიას წინააღმდეგ
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:
მამული, ენა და სარწმუნოება.
თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით,
რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!”
ილია ჭავჭავაძე.
ილია, მიშა, ლიბერტი...
ლიბერტარიანული იდეალი.
ლიბერტარიანიზმი ზოგჯერ მაღალი ხარისხის ლიბერალიზმი ჰგონიათ, თუმცა, ეს ორი სხვადასხვა და ბევრ საკითხში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენაა.
ლიბერტარიანიზმი წარმოადგენს ფილოსოფიურ–პოლიტიკურ მოძღვრებას, რომლის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს ფუნქციების უკიდურესად შემცირება და გაუქმება.
ქართულში “ლიბერტის” ზუსტი შესატყვისი არ არსებობს და იგი ითარგმნება როგორც “თავისუფლება”, თუმცა, ლიბერტი და თავისუფლება სხვადასხვა ცნებებია. სანამ ზუსტი შესატყვისი მოიძებნება ან “ლიბერტის” შინაარსი უთარგმნელადაც გასაგები გახდება, ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ლიბერტი ითარგმნოს როგორც ლიბერტი–თავისუფლება, რათა განსხვავდეს ჩვეულებრივი თავისუფლებისგან.
ლიბერტარიანიზმის მიხედვით ადამიანი არის საკუთარი თავის და საკუთრების აბსოლუტური ბატონ–პატრონი და განმკარგავი; საკუთრება დაცულია აბსოლუტური უფლებით და არავის არანაირი მიზეზით არა აქვს მისი ხელყოფის უფლება.
საკუთარ სამფლობელოში ინდივიდს სრული უფლება აქვს, იცხოვროს საკუთარი ნებისამებრ – თქვას, რაც მოესურვება, გააკეთოს, რაც მოესურვება, საკუთარ სხეულს და ქონებას მოეპყროს, როგორც მოესურვება.
ინდივიდს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე მორალური ან სხვა სახის ვალდებულება, გარდა მის მიერვე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებებისა.
საკუთარ სივრცეში ნებადართულია ყველაფერი და, ერთადერთი, რაც ადამიანს ეკრძალება, არის სხვისი უფლებების და სხვისი საკუთრების ხელყოფა.
ლიბერტარიანელებს მიაჩნიათ, რომ სწორედ აბსოლუტური ლიბერტი–თავისუფლების დაცვით უნდა გადაწყდეს ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ ინდივიდებს შორის წამოჭრილი პრობლემა.
ლიბერტარიანულ იდეალს წარმოადგენს სამფლობელოებად დანაწილებული და რეესტრში გატარებული მთელი დედამიწა, სადაც საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული თეთრი ლაქები აღარ იარსებებს და ყველაფერი ინდივიდების აბსოლუტურ საკუთრებაში იქნება – ქუჩა, გზა, მიწა, წყალი, ტყე, მთა, მდინარე, ზღვა, ოკეანე და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას, ისევე როგორც თავის სამფლობელოში არსებულ ფლორას და ფაუნას ადამიანი გამოიყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ყველაფერი ყიდვა–გაყიდვის ობიექტს წარმოადგენს, გარდა სინდისის, მორალის და ეთიკური ნორმებისა, რომელთა მსგავს კატეგორიებსაც ლიბერტარიანიზმი არ იცნობს.
სრული პრივატიზაციის შემდგომ სახელმწიფოები გაუქმდება და დედამიწის მართვა გადავა მისი მფლობელი ბანკებისა და კორპორაციების ხელში, ვინაიდან, საწარმოს მფლობელებმა უნდა განსაზღვრონ მენეჯმენტი და არა დაქირავებულმა თანამშრომლებმა.
ლიბერტარიანელთა შეხედულებით, დედამიწის მესაკუთრეები გაცილებით უფრო ეფექტურ, სამართლიან და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვიდრე მთელი მოსახლეობის მონაწილეობით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები, რომლებიც გართულები არიან პოპულიზმით და, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ბეჯითი უმცირესობის გაყვლეფით ცდილობენ მუქთახორა უმრავლესობის სურვილების დაკმაყოფილებას
ლიბერტარიანიზმი სწორედ მმართველობის არსებული მანკიერი სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად, რათა დედამიწის მართვის და მენეჯმენტის სადავეები ხელთ ეპყრას “გონიერ უმცირესობას”, რომელთა საკუთრებაც საიმედოდ იქნება დაცული “უგუნური უმრავლესობისგან”.
სახელმწიფოების გაუქმებასთან ერთად აღარ იქნება ომები და, შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება შეიარაღებული ძალები. წესრიგს დაიცავს მესაკუთრეთა მიერ დაქირავებული კერძო პოლიცია.
ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც უფასო სწავლას, სოციალურად დაუცველთა დახმარებასა და ა.შ. ლიბერტარიანელები თავისუფლების ხელყოფად და ადამიანის ღირსების შელახვად მიიჩნევენ.
ყველა ადამიანმა თავად უნდა მიხედოს საკუთარ თავს. გაუქმდება გადასახადები და შესაბამისად სოციალური დაცვის ყველანაირი ფორმები, რაც, სინამდვილეში, მესაკუთრეთა ძარცვას ნიშნავს.
არ იარსებებს ერთიანი განათლების სისტემა, ყველა გადაიხდის ფულს და ისწავლის იმას, რასაც მოისურვებს.
კერძო სექტორებად დაყოფილ და მორალური კატეგორიებისგან გათავისუფლებულ დედამიწაზე აღარ იარსებებს საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი, იქნებიან მხოლოდ ინდივიდები, რომელთა შორის ურთიერთობებიც კონტრაქტებით დარეგულირდება.
ლიბერტარიანულ სივრცეში აღარ იქნებიან უმუშევრები და შემწეობაზე დამოკიდებული ეგრეთ წოდებული ზედმეტი ადამიანები, ვინაიდან ნებისმიერ ტერიტორიაზე ყოფნა შეეძლება მხოლოდ მფლობელს, მომსახურე პერსონალს და ტერიტორიის დამქირავებელს. აქედან გამომდინარე, მთელი ქვეყნის სრული პრივატიზაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს ამ ტერიტორიებიდან ზედმეტი ადამიანებისგან გაყვანასაც.
რასაკვირველია, გაჩნდება შეკითხვა, სად წავლენ ის ადამიანები, რომელთაც არც საკუთარი ტერიტორია აღმოაჩნდებათ და არც ვინმე დაიქირავებს?!
ლიბერტარიანელები მტკიცედ დგანან იმ აზრზე, რომ ყველა ინდივიდი თავისუფალია და შეუძლია, სადაც მოისურვებს, იქ წავიდეს, ოღონდ, მთავარია, სხვის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდეს. თუმცა, ლიბერტარიანიანულ სივრცეში არასხვისი ტერიტორია აღარ იარსებებს.
ლიბერტარიანიზმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობებისგან და მორალური კატეგორიებისგან თავისუფალმა ინდივიდმა საკუთარი ლიბერტი–თავისუფლების რეალიზება მოახერხოს.
აქედან გამომდინარე, ლიბერტარიანულ სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის ისეთი ცნებები, როგორიცაა მამული და სამშობლოს სიყვარული, რაც ადამიანებს შთააგონებს, რომ, თითქოს არსებობს ტერიტორია, რომელიც კოლექტიურად ეკუთვნის საზოგადოებას, რომელიც საერთო ისტორიის, ენის, კულტურის, ცნობიერების და კიდევ სხვა შეძენილი ნიშნების გამო თავს ერად მოიაზრებს.
მოწოდება მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისკენ ნიშნავს ერის სუბსტანციის განმტკიცებას, რაც ეწინააღმდეგება ლიბერტარიანიზმის პრინციპებს, რადგან ერი, ისევე როგორც ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანება, მისი წევრებისგან მოითხოვს გარკვეული მორალური და იურიდიულ პასუხისმგებლობების გათვალისწინებას, რაც ინდივიდის ლიბერტი–თავისუფლებას ზღუდავს.
ლიბერტარიანიზმმა არ იცის რა არის სამშობლო, უფრო მეტიც, მისთვის თავად ამ ცნების არსებობა სხვისი უფლებების დარღვევის საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან სამშობლოს სიყვარული პიროვნებამ შეიძლება დაუკავშიროს რომელიმე მდინარეს, მთას, ტყეს, ანუ სხვა ინდივიდის რეესტრში გატარებულ საკუთრებას. სხვისი საკუთრების სიყვარული კი მისი ხელყოფის წინაპირობას წარმოადგენს.
ლიბერტარიანულ სივრცეში ინდივიდებს შორის ურთიერთობები დარეგულირდება მხოლოდ კონტრაქტებით, რომლის შინაარსი და ხასიათი მთლიანად დამოკიდებული იქნება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებაზე.
რაც დღეს არსებულ პოლიტიკურ სისტემებში მონობის, ტრეფიკინგის, დამამიმცირებელი მოპყრობის გამოვლინებად მიაჩნევა, ლიბერტარიანელების შეხედულებით სრულიად დასაშვებია, თუ ეს ნებაყოფილობით დადებული კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ლიბერტარიანიზმი გულისხმობს საკუთარი სხეულის განკარგვის აბსოლუტურ თავისუფლებას, ადამიანისთვის საკუთარი თავის მონად გაყიდვის აკრძალვა, მისი თავისუფლების შეზღუდვა იქნებოდა, რასაც ლიბერტარიანელებისთვის მიუღებელია.
ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების მოხმარების და წარმოების, ქორწინების ტიპების და
ინდივიდთა თანაცხოვრების ფორმების სრულ თავისუფლებას. მათთვის მიუღებელია, რომ სახელმწიფო კანონის ძალით ამკვიდრებდეს და იცავდეს ვინმეს (თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილის) შეხედულებებს ზნეობის შესახებ. არავის აქვს უფლება, სხვას თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები მორალურისა და ამორალურის შესახებ, ეს თავად ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
ლიბერტარიანელისთვის არ არსებობს წარსულისადმი ვალდებულება და – მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა, არსებობს მხოლოდ აწმყოში არსებული მისი პირადი ინტერესები და, რასაკვირველია, მისთვის არ არსებობს ღმერთი, რადგან იგი საკუთარ თავს აღმერთებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
ლიბერტარიანული სამოთხე
ფულიან ლიბერტარიანელებს მაგრად გაუმართლათ, რადგან მილიარდერი პიტერ ტილი წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებში ლიბერტარიანულად ცხოვრების მოყვარულებისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობას იწყებს.
ეს ის პიტერ ტილი გახლავთ, რომელმაც მოიგონა ელექტრონული გადახდის სისტემა PayPal–ი და პირველი დაფინანსება გაიღო ფეისბუკის შესაქმნელად.
გეგმის მიხედვით პირველი კუნძული 2019 წლისთვის დასრულდება, ხოლო 2050 წელს ამგვარ კუნძულებზე ათ მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.
ეს პროექტი წარმოადგენს პოლიტიკურ ექსპერიმენტს, რომლის მიზანსაც ლიბერტარიანულად მოწყობილ დედამიწის მიკრომოდელზე დაკვირვება წარმოადგენს.
ლიბერტარიანელები ცხოვრებაში გამოცდიან საკუთარ უტოპიურ მოძღვრებას და დაარსებენ იმგვარ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც არ იმოქმედებს აქამდე არსებული ზნეობრივ–ეთიკურ ნორმები და კანონები.
ლიბერტი–კუნძულებზე არ იარსებებს გადასახადები, არანაირი რეგულაციები, სოციალური დაცვის პროგრამები, პენსია, დაზღვევა და ერთიანი განათლების სისტემა; არ იქნება განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, დაშვებული იქნება იარაღის ტარება, ნარკოტიკები, პროსტიტუცია, თანაცხოვრების ნებისმიერი ფორმები და ასე შემდეგ...
კუნძული მთლიანად დანაწილებული იქნება მფლობელებს შორის, თუმცა, იქნება სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიებიც პერსონალისთვის, რომლის მოვალეობაც იქნება კუნძულის მოვლა, დაცვა და ექსპერიმენტში მონაწილეთა მომსახურება–გართობა.
ფულიან ლიბერტარიანელებს გაუმართლათ იმიტომ, რომ ხელოვნურ კუნძულზე ლიბერტარიანულ ექსპერიმენტში საკუთარი ნებით მიიღებენ მონაწილეობას, დაისვენებენ და გაერთობიან.
საქართველოს მოსახლეობას კი ნაკლებად გაუმართლა, რადგან თავისი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ლიბერტარიანულ ექსპერიმენტში, თანაც, ერთ ნაწილს მხოლოდ მომსახურე პერსონალის როლი ერგო, ხოლო მეორე ნაწილი საერთოდ ზედმეტი აღმოჩნდა.
ლიბერტარტარიანელები ამერიკაში.
კომუნიზმის ადეპტები სატანური ალღოთი ყველაზე ადრე მიხვდნენ, რომ ილია თავად იყო საქართველოს თანამდევი უკვდავი სული და სწორედ იგი არ მისცემდათ მათ მოძღვრების საქართველოში დამკვიდრების საშუალებას.
იმ ახალი ადამიანების მასობრივად საწარმოებლად, რომლებიც რეგვნული თავდაჯერებით იტყოდნენ – “მოვკლავ დედაჩემს, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას”, ჯერ ქართული იდეის დახრჩობა იყო აუცილებელი. წიწამურთან იმიტომაც გაისროლეს, რომ ეგონათ, ამით საქართველოს სულს მოკლავდნენ.
მაგრამ ფიზიკურად მოკლული ილია კიდევ უფრო ცხოველმყოფელი იდეა გახდა და კომუნისტებმა მისი რეაბილიტაცია და სათავისოდ ინტერპრეტაცია ამჯობინეს – მიუხედავად ცალკეული გადახრებისა, ილია თავისი მოღვაწეობით ამზადებდა ოქტომბრის რევოლუციას და ამით ხელს უწყობდა კომუნიზმის გამარჯვებასო.
ლიბერტარიანიზმი და კომუნიზმი ერთი მონეტის “არიოლი” და “რეშკაა”, ორივე მოძღვრება პრეტენზიას აცხადებს ჭეშმარიტების ცოდნაზე და; ორივე მოძღვრებას გლობალური მიზნები აქვს და მთელი დედამიწის ეკონომიკურ–პოლიტიკურ გადაწყობას და გაბედნიერებას ისახავს მიზნად.
კომუნისტებს დედამიწის საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევა სურდათ, ლიბერტარიანელები კი მთელი დედამიწის ინდივიდუალურ საკუთრებებად დანაწილებას აპირებენ.
კომუნისტური და ლიბერტარიანული მოძღვრებები სახელმწიფოს ბოროტებად მიიჩნევენ და ორივე მოძღვრება სახელმწიფოების გაუქმებას ისახავს მიზნად.
კომუნიზმი მხოლოდ იმ ადამიანს ცნობს სრულფასოვნად, რომელსაც კერძო საკუთრება არ გააჩნია.
ლიბერტარიანიზმის ზრუნვის საგანი კი მხოლოდ მესაკუთრეა, რომელიც დედამიწის რაღაც ნაწილს მაინც ფლობს.
კომუნისტურ საზოგადოებაში ვერ იცხოვრებენ მესაკუთრეები, ლიბერტარიანულ სივრცეში – უქონელები, თუმცა, მონეტის ორივე მხარე აუცილებლად გულისხმობს ქვეყნის განსამშობლოებას და ჩვეულებრივ უიდეო ტერიტორიად გადაქცევას.
ვასილ მაღლაფერიძე.
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:
მამული, ენა და სარწმუნოება.
თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით,
რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!”
ილია ჭავჭავაძე.
ილია, მიშა, ლიბერტი...
“ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტარიანელი,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.
ილია ლიბერტარიანელობის შესახებ მანამდე მართლაც არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საიდუმლოს მფლობელმა “ცოტამ”, გადაწყვიტა, რომ მოვიდა მისი გამჟღავნების დრო.
2009 წლის 6 ოქტომბრამდე ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი, ალბათ, ზოგადად პრეზიდენტის იდეოლოგიის მიმდევრად მიაჩნევდა თავს და, შეიძლება, გაკვირვებულიც კი დარჩა, როცა შეიტყო, რომ, თურმე, ლიბერტარიანელი ყოფილა, ისევე როგორც – პრეზიდენტი და ილია ჭავჭავაძე.
ვინაიდან სახელისუფლო პარტიის ლიდერი ლიბერტარიანელია, ხოლო ილია ჭავჭავაძე – საქართველოში ლიბერტარიანიზმის ფუძემდებელი, რასაკვირველია ნაციონალური მოძრაობის წევრობა იმთავითვე ლიბერტარიანელობას ნიშნავს, რადგან არავინ მოინდომებს, რომ გაემიჯნოს ილია ჭავჭავაძეს და, მით უმეტეს – პრეზიდენტს! შეიქმნა ახალი ტრიადა – ილია, მიშა, ლიბერტი...
ანუ ერთიანი ნაციონალური თავისი შინაარსით ლიბერტარიანულ მოძრაობას წარმოადგენს.
ილია ჭავჭავაძის ლიბერტარიანელად შერაცხვით ლიბერტარიანიზმი, ფაქტობრივადაც და ოფიციალურადაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოსახლეობის პროგრესული ნაწილის იდეოლოგიად გამოცხადდა და დამტკიცდა.
გამოდის რომ, “მამული, ენა, სარწმუნოება” – ლიბერტარიანული მოწოდება ყოფილა, ხოლო ლიბერტარიანიზმის უარყოფა, ფაქტობრივად, ილიას უარყოფას ნიშნავს!
აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიურ დისკუსიაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რა არის ლიბერტარიანიზმი, რომელიც, თურმე, ჩვენი ეროვნული იდეოლოგია ყოფილა.

ლიბერტარიანიზმი რამდენიმე მიმდინარეობად იყოფა. ქართველი ლიბერტარიანელები ნაკლებად საუბრობენ ლიბერტარიანიზმის არსზე და, მით უმეტეს, არ აკონკრეტებენ, უფრო რომელი მიმართულებისკენ მიუწევთ გული. რაც აშკარად იკვეთება, ეს არის მათი პროამერიკული ორიენტაცია და განსაკუთრებული სიმპათიები რესპუბლიკური პარტიის მიმართ.
თუმცა, რატომ რესპუბლიკელები და არა – დემოკრატები, ლიბერტარიანული გადმოსახედიდან ამისი ახსნა შეუძლებელია.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამერიკაში წარმატებას აღწევს პარტია, რომელიც უკეთ ახერხებს მოერგოს ამომრჩევლის ინტერესებს და არა ის, რომელიც მტკიცედ დგას საკუთარი ტრადიციული შეხედულებების სადარაჯოზე.
პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, პარტიები ხშირად მიიტაცებენ ხოლმე ერთმანეთის ლოზუნგებს, რაც გარკვეულწილად იწვევს რესპუბლიკელების “გადემოკრატებას” და დემოკრატების “გარესპუბლიკელებას”.
ცენტრისტული პოზიციისკენ სწრაფვა ამერიკის ორი მთავარ პარტიას სულ უფრო მეტად ამსგავსებს ერთმანეთს და, ხშირად, ისინი მხოლოდ საარჩევნო მენეჯმენტით განსხვავდებიან და არა – პროგრამებით.
თუმცა, საქართველოში რესპუბლიკელები უფრო მეტად ლიბერტარიანელებად მიიჩნიათ, ვიდრე – დემოკრატები, თავად ამერიკაში სწორედაც რომ პირიქით ჰგონიათ. რეალობა კი ის არის, რომ საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პარტია ცდილობს, მოიცვას შეხედულებათა რაც შეიძლება ფართო სპექტრი და აქედან გამომდინრე, ორივე პარტიას ჰყავს საკუთარი ლიბერტარიანელები, დემოკრატებს – ლიბერტარიანელ–დემოკრატები, ხოლო რესპუბლიკელებს – ლიბერტარიანელ–კონსერვატორები.
ორივე ბანაკის ლიბერტარიანელები ცდილობენ საკუთარი პრინციპების დაცვას, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით, რომ ამან ხელი არ შეუშალოს მათ პარტიებს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში.
ვინაიდან რესპუბლიკელების და დემოკრატების პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლიბერტარიანიზმის ფუძემდებლურ პრინციპებს, გამოდის, რომ ამ ორი პარტიას “მიკედლებული” ლიბერტარიანელებისთვის კომპრომისი და ძალაუფლების მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – საკუთარი იდეოლოგიის ერთგულება.
თუმცა, ამერიკაში არიან “იდეური” ანუ ნამდვილი ლიბერტარიანელებიც, რომელთაც თავის უმთავრეს საქმედ სწორედ ლიბერტარიანიზმის პრინციპების დაცვა და ქადაგება მიაჩნიათ. ისინი იმას კი არ ამბობენ, რაც ამომრჩეველს მოსწონს, არამედ იმას – რაც სწორად მიაჩნიათ.
მათ აქვთ საკუთარი პარტია, რომელსაც შეერთებულ შტატებში დემოკრატების და რესპუბლიკელების შემდეგ მესამე პოზიცია უკავია, თუმცა, დღემდე მის ყველაზე დიდი მიღწევად რჩება 1980 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების 1,1%.
ამერიკელ “ნამდვილ ლიბერტარიანელებს” ისღა დარჩენიათ, რომ მისიონერული დაჟინებით განაგრძონ ადამიანების დარწმუნება ლიბერტარიანულად ცხოვრების უპირატესობაში, თუმცა, საკუთარი პროგნოზითვე, 2050 წლისთვის ხელოვნურ კუნძულებზე ათი მილიონი ადამიანის განსახლება უფრო რეალურად ესახებათ, ვიდრე შეერთებულ შტატებში ლიბერტარიანული ხელისუფლების არჩევა.
ასე რომ, ამერიკაში ლიბერტარიანიზმის დამკვიდრების თვალსაზრისით არცთუ დამაიმედებელი ვითარებაა.
სამაგიეროდ, საქართველოში, სადაც თვით ილია ჭავჭავაძის ლიბერტარიანელობის შესახებაც კი არაფერი იციან, ხელისუფლების სათავეში ლიბერტარიანელები არიან. უფრო მეტიც, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ლიბერტარიანელები მართავენ.

პოლიტიკური სიმბიოზი.
იმ მცირე ჯგუფს, რომელიც თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს, საქართველოს ხელისუფლების შიგნით იდეოლოგიური მოწინააღმდეგე არ ჰყავს, ვინაიდან ხელისუფლებაში მყოფთა უმრავლესობის ერთადერთ პოლიტიკურ მრწამსს სახელისუფლო ვერტიკალის წევრობა წარმოადგენს.
პირველი ჯგუფი განასახიერებს ნაციონალური მოძრაობის ინტელექტს, მეორე – კუნთებს, თუმცა, საკუთარი მიზნებისკენ გზის გამკვალავ ყინულმჭრელად დღემდე ორივეს მიხეილ სააკაშვილი ესახებოდა.
სწორედ იდეით შეპყრობილებისა და მეორე მხრივ - უიდეო ძალაუფლებისტების ერთ გუნდად გაერთიანებამ შესძინა სააკაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური მიმიკრიის უნარი, რაც მას საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ მოირგოს რომელიმე სათადარიგო იდეოლოგიის ნიღაბი და ამომრჩევლის წინაშე წარდგეს როგორც ნაციონალისტი, კლერიკალი, ლიბერალი, კონსერვატორი, სოციალისტი, მემარჯვენე ან ერთდროულად ყველა იდეოლოგიის მიმდევრად.
თუმცა, ხელისუფლების ყოველდღიურ, “მუშა იდეოლოგიად” მაინც რჩება ლიბერტარიანიზმი, რასაც ილია ჭავჭავაძის ძალად გალიბერტიანებაც მოწმობს.
მაგრამ რატომ ილია?!
სწორედ იმიტომ, რომ ილია და ლიბერტარიანიზმი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელნი არიან და საქართველოში ახალი ლიბერტარიანელი ადამიანის შექმნას სწორედ ილიას ფენომენი ეწინააღმდეგება.

წიწამურთან რომ მოკლეს ილია...
კომუნიზმის ადეპტები სატანური ალღოთი ყველაზე ადრე მიხვდნენ, რომ ილია თავად იყო საქართველოს თანამდევი უკვდავი სული და სწორედ იგი არ მისცემდათ მათ მოძღვრების საქართველოში დამკვიდრების საშუალებას.
იმ ახალი ადამიანების მასობრივად საწარმოებლად, რომლებიც რეგვნული თავდაჯერებით იტყოდნენ – “მოვკლავ დედაჩემს, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას”, ჯერ ქართული იდეის დახრჩობა იყო აუცილებელი. წიწამურთან იმიტომაც გაისროლეს, რომ ეგონათ, ამით საქართველოს სულს მოკლავდნენ.
მაგრამ ფიზიკურად მოკლული ილია კიდევ უფრო ცხოველმყოფელი იდეა გახდა და კომუნისტებმა მისი რეაბილიტაცია და სათავისოდ ინტერპრეტაცია ამჯობინეს – მიუხედავად ცალკეული გადახრებისა, ილია თავისი მოღვაწეობით ამზადებდა ოქტომბრის რევოლუციას და ამით ხელს უწყობდა კომუნიზმის გამარჯვებასო.
ლიბერტარიანიზმი და კომუნიზმი ერთი მონეტის “არიოლი” და “რეშკაა”, ორივე მოძღვრება პრეტენზიას აცხადებს ჭეშმარიტების ცოდნაზე და; ორივე მოძღვრებას გლობალური მიზნები აქვს და მთელი დედამიწის ეკონომიკურ–პოლიტიკურ გადაწყობას და გაბედნიერებას ისახავს მიზნად.
კომუნისტებს დედამიწის საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევა სურდათ, ლიბერტარიანელები კი მთელი დედამიწის ინდივიდუალურ საკუთრებებად დანაწილებას აპირებენ.
კომუნისტური და ლიბერტარიანული მოძღვრებები სახელმწიფოს ბოროტებად მიიჩნევენ და ორივე მოძღვრება სახელმწიფოების გაუქმებას ისახავს მიზნად.
კომუნიზმი მხოლოდ იმ ადამიანს ცნობს სრულფასოვნად, რომელსაც კერძო საკუთრება არ გააჩნია.
ლიბერტარიანიზმის ზრუნვის საგანი კი მხოლოდ მესაკუთრეა, რომელიც დედამიწის რაღაც ნაწილს მაინც ფლობს.
კომუნისტურ საზოგადოებაში ვერ იცხოვრებენ მესაკუთრეები, ლიბერტარიანულ სივრცეში – უქონელები, თუმცა, მონეტის ორივე მხარე აუცილებლად გულისხმობს ქვეყნის განსამშობლოებას და ჩვეულებრივ უიდეო ტერიტორიად გადაქცევას.
სწორედ უსამშობლო მოძღვრებათა დასამკვიდრებლად ხდებოდა და ხდება ტვინების გამორეცხვა, თუმცა, საბოლოოდ, თავად კომუნიზმის გლობალური იდეა ჩაირეცხა, ხოლო ილიას მოძღვრება დარჩა.
ილიასთვის წარსული, აწმყო და მომავალი ერთი ჯაჭვის რგოლებია და ადამიანის მთავარ დანიშნულებას მის უწყვეტობაზე ზრუნვა წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, მამული არის მთელი ამ ჯაჭვის კუთვნილება, რომელიც რგოლიდან რგოლს გადაეცემა მოსაფრთხილებლად. კერძო პირთა მფლობელობაში არსებული ტყე და ველი, ამავე დროს, რჩება საერთო ეროვნულ საკუთრებად, ეროვნული სუბსტანციის საფუძვლად და ქართული ფენომენისთვის აუცილებელ სასიცოცხლო სივრცედ.
მამულის, ენისა და სარწმუნოებისგან გათავისუფლებული ახალი ლიბერტარიანელი ადამიანის შექმნას დღესაც ყველაზე ძლიერად სწორედ ილიას იდეა ეწინააღმდეგება, თუმცა, ქართველი ლიბერტარიანელები, წარსულის გაკვეთილიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ ილიასთან პირდაპირი ბრძოლა მათთვის წამგებიანი იქნება. ამიტომ ისინიც იგივე გზას დაადგნენ, რასაც თავის დროზე – კომუნისტები და ილია გამოაცხადეს ლიბერტარიანელად, ანუ იმ იდეოლოგიის მიმდევრად, რომელიც სწორედ მამულის, ენის და სარწმუნოების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ საკუთრივ ლიბერტარიანიზმი ისეთივე მიუღებელი აღმოჩნდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც – მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რის გამოც ქართველი ლიბერტარიანელები იძულებულნი არიან, რომ საკუთარი მოძღვრების არსი დამალონ და ილიას მიმდევრებად მოაჩვენონ ხალხს თავი, რაც წიწამურის შეფარულად გამეორებას ნიშნავს.

ლიბერტარიანული კიტრის ფასი
ილიას მსოფლმხედველობა, ქვეყნის განვითარების ილიასეული ხედვა, ერთი ადამიანის მიერ ექსკლუზიურად საქართველოსთვის შექმნილ იდეოლოგიას კი არ გულისხმობს, არამედ – სწორედ იმ გზას, რასაც ევროპა ადგას.
ისტორიზმი და პროგრესისა და განათლებისკენ სწრაფვა, თვითმყოფადობის, ეროვნული კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტობა, ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვა და გახსნილობა, კერძო საკუთრება და საერთო ეროვნული საკუთრება, სოლიდარობა და ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება, დედამიწური პრობლემების გათავისება და სამშობლოს განცდა წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომელთა სრულფასოვნად განხორციელებისთვისაც ეოცნებებოდა ილიას დამოუკიდებელი საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლიბერტარიანელები თითქოს გამოკვეთილად ანტიმერუსეთეები არიან, ადვილად შესამჩნევია, რომ მათთვის არცთუ მისაღებია ინტეგრაცია დღევანდელ ევროპასთან, რომელიც სრულიადაც არ აპირებს გალიბერტარიანებას.
ლიბერტარიანელები ამაზე პირდაპირ საუბარს ერიდებიან, თუმცა, მათ, რასაკვირველია იციან, რომ საქართველოს ლიბერტარიანიზაცია არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა – ევროკავშირი და ლიბერტარიანიზმი ერთად ვერაფრით მოხერხდება.
სწორედ ამით არის გამოწვეული ლიბერტარიანელების მიერ ევროკავშირში არსებული ბიუროკრატიის განუწყვეტელი კრიტიკა, რომელიც, თურმე, მის წევრებს აიძულებს ერთნაირი ზომის და ფორმის კიტრის მოყვანას და ასე შემდეგ.

ხოლო ვინაიდან კიტრის ასეთი სტანდარტიზაცია ქართველ ლიბერტარიანელებს თავისუფლებას უზღუდავს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ და უკეთესი სივრცის შექმნას აპირებენ, რის მოდელადაც სინგაპური გამოცხადდა.
ქართულმა ლიბერტელიტამ, რასაკვირველია, მშვენივრად იცის, რომ ლიბერტარიანიზმს სინამდვილეში სინგაპურთან ახლოსაც არ ჩაუვლია, მაგრამ მითი ლიბერტარიანული სინგაპურის შესახებ სჭირდებათ იმის არგუმენტად, რომ საქართველო ევროკავშირის გარეშე და მისგან განსხვავებული გზით მოახდენს ეკონომიკურ სასწაულს.
სწორედ ამ განსხვავებულ გზას ეწოდა „სინგაპურიზაცია“, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან სინგაპური მართლაც ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანაა და საქართველოში ძალიან ცოტა რამ იციან მის შესახებ, ამიტომ ადვილია, ის თქვა, რაც მოგესურვება.

მისაბაძ მაგალითად გამოცხადდა სინგაპური და არა ავსტრია, ფინეთი, დანია ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომელთაც საკუთარი განვითარების გზა სამუდამოდ დაუკავშირეს ევროპას და ეს უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათთვის ვიდრე კიტრის ზომა და ფორმა.
ილია ლიბერტარიანელი იყო, ქართველი ლიბერტარიანელები ილიას მიმდევრები არიან, ლიბერტარიანიზმი მოიტანს კეთილდღეობას, რისი დასტური არის სინგაპური – არის ის ილუზია, რის რეალობად შემოსაღებასაც ცდილობენ ქართველი ლიბერტარიანელები.
ილიას ლიბერტარიანელობა და საქართველოს სინგაპურიზაცია, არის პოლიტიკური მიმიკრიის გამოხატულება, როდესაც პოლიტიკური ძალა ძალაუფლების მოპოვების და შენარჩუნების მიზნით ცდილობს, საზოგადოებას თავი მოაჩვენოს სრულიად სხვა იდეოლოგიისა და ღირებულებების მატარებლად და დამალოს საკუთარი რაობა.
ქართველ ლიბერტარიანელთა სკეფსისი ევროკავშირის მიმართ გამოწვეულია სოციალური სახელმწიფოს ევროპული იდეის მიუღებლობით. ლიბერტარიანელთა შეხედულებით სწორედ სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი უსამართლობის სათავე. სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან მუქთახორები, რომლებიც შრომისმოყვარე ლიბერტარიანელების ხარჯზე ცდილობენ არსებობას, ამიტომ სოციალური სახელმწიფოს იდეის დისკრედიტაცია ქართული ლიბერტარიანიზმის ლიდერთა ერთ–ერთი მთავარი მიზანია.

ევროკავშირის წევრობა თავისთავად გულისხმობს ამ გაერთიანებაში მოქმედი კანონების შესრულებას, განურჩევლად იმისა, მოსწონს ისინი ვინმეს, თუ – არა და იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ–ეკონომიკურ ექსპერიმენტებს – ლიბერტარიანიზაციას, სინგაპურიზაციას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში ლიბერტარიანიზმი ვეღარ იქნება სახელისუფლო იდეოლოგია და მის მიმდევრებს მოუწევთ სტანდარტულ კიტრებთან შეგუება, რაც იწვევს ლიბერტარიანელთა ანტიევროპელობას.
ეპილოგი.
როგორც ჩანს, ხელისუფლება მომავალი არჩევნების წინაც აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს და შეეცდება, ილიას დროშის ფრიალით
გადაფაროს საკუთარი ლიბერტარიანიზმი, რომლის მისაღებადაც ქართველი ამომრჩეველი მზად არ არის.
რადგან მთას არ სურს მოსვლა, იმისთვის, რომ ამომრჩეველი შეცდომაში არ შევიდეს და არჩევნების შედეგები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას, თავად საზოგადოებამ უნდა იზრუნოს ხელისუფლების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად, დაარქვას მის იდეოლოგიას თავისი სახელი და ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რათა მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ გაიგოს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ლიბერტარიანიზმი.
მიუხედავად იმისა, აინტერესებს თუ არა პოლიტიკა, ვიდრე არჩევანს გააკეთებს, ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, სურს თუ არა ლიბერტარიანულ სამყაროში ცხოვრება.
ლიბერტარიანიზმი მთელ მსოფლიოში განიხილება თეორიულ უტოპიად, რომლის საქართველოში დამკვიდრების მცდელობასაც მხოლოდ ის პრაქტიკული შედეგი მოჰყვება, რომ ქვეყანა აუქციონზე გაიყიდება როგორც ტერიტორია, სადაც ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ მფლობელებს, მომსახურე პერსონალს და ტურისტებს.
დაბოლოს. უთუოდ დიდ პატივისცემას იმსახურებენ ამერიკელი ლიბერტარიანელები, რომლებმაც ამომრჩევლების მოტყუებას ან ლიბერტარიანიზმის ძალით დამკვიდრებას, ოკეანეში ხელოვნურ კუნძულების აშენება და იქ გადასახლება ამჯობინეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий