воскресенье, 7 апреля 2013 г.

მესამე ტაძრის მშენებლობა.




იერუსალემის (იგივე სოლომონის) ტაძარი ორჯერ დაინგრა, უკანასკნელად პირველი საუკუნის 70-ე წელს. აპოკალიფსისის თანახმად, იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად.

ის, რომ ანტიქრისტე სწორედ სოლომონის ტაძარში აღსაყრდება, ცნობილია ბიბლიიდან. "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ ერთხელ როდესაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძარს ჩაუარა, თქვა: "ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა" (მათე 24:2).

იესუს ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით აღსრულდა, როდესაც ქრისტეს შობიდან 70-ე წელს რომის არმია იერუსალიმში შეიჭრა და ქალაქი საშინლად მოაოხრა. ჟამთააღმწერელის თქმით ჯარისკაცებმა უკვე აღარ იცოდნენ ვინ მოეკლათ და რა გაეძარცვათ. ყველაფერი საშინლად გაპარტახდა. მაშინ ტიტუსმა განკარგულება გასცა მთელი ქალაქი მიწასთან გაესწორებინათ; ხოლო კოშკები, რომლებიც სხვა დანარჩენზე იყვნენ ამაღლებულნი, ფაზელი, ჰიპიკი, მარიამმა და გარეთა კედლის დასავლეთი ნაწილი დაეტოვებინათ. ეს უკანასკნელი - ქალაქში დარჩენილი გარნიზონის ბანაკის მოსაწყობად, ხოლო პირველი სამი კოშკი - შთამომავლობისთვის უნდა დარჩენილიყო მოწმობად იმისა, რაოდენ დიადი და ძლიერ დაცული იყო ქალაქი, რომელიც რომაელთა გმირული მახვილის ქვეშ დაეცა. ქალაქის დანარჩენი კედლები დამპყრობლებმა მიწასთან ისე გაასწორეს, რომ ადრინდელი ცხოვრების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა.

აქ აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ იერუსალიმის ალყისა და შტურმის დროს, ტიტუსმა, რომელიც რომაელთა ჯარს მეთაურობდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რაც უნდა დასჯდომოდა შეენარჩუნებინა სახელგანთქმული ტაძარი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მხედართმთავარი მის განადგურებას ითხოვდა. მაშინაც კი, როდესაც გააფთრებული რომაელი ჯარისკაცები ქალაქში შეიჭრნენ და ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს, ტიტუსი კიდევ ცდილობდა მის გადარჩენას და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. მაგრამ იუდეველთადმი სიძულვილმა და გააფთრებამ თავისი საქმე ქნა და თვით კეისრისადმი პატივისცემა და მისი ხელმწიფებისადმი შიშიც კი გადალახა...

და აი, იმ დროს, როდესაც კეისარი ჯარისკაცთა დამშვიდებას ცდილობდა, ერთ-ერთი მათგანი ტაძარში შევიდა და კარებქვეშ ცეცხლი შეუკეთა, ხოლო როდესაც ცეცხლი ტაძრის შიგნიდან გამოჩნდა, მხედართმთავარმა ტიტუსთან ერტად ტაძარი დატოვა და უკვე იქ დარჩენილ ჯარისკაცებს ტაძრის გაპარტახებაში ხელს აღარავინ უშლიდა. ასე განადგურდა იერუსალემის ტაძარი ტიტუსის წინააღმდეგობისდა მიუხედავად.

ტაძრის დანგრევაზე ასე დეტალურად იმიტომ შევჩერდით, რათა გვეჩვენებინა როგორ აღსრულდა ღმრთის სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას, მათდა უნებურად, მრავალი ადამიანი და თვით იმპერატორიც კი ეწინააღმდეგებოდა.

თითქმის 300 წელი მიიწურა იერუსალემის გაპარტახებიდან როდესაც რომის იმპერიის ტახტზე ავიდა იულიანე (361-363 წწ. ქრ. შობიდან), რომელსაც ისტორიამ განდგომილი უწოდა. ბერძნული ფილოსოფიის მოყვარული ეს იმპერატორი ცდილობდა ისტორიის ჩარხის უკუღმა შემოტრიალებას, მან ჯერ წარმართობა აღადგინა სახელმწიფო რელიგიად, შემდეგ კი ომი გამოუცხადა ქრისტეს და მის ეკლესიას და მისი განადგურება გადაწყვიტა.

იმპერატორმა განკარგულებაც გასცა მორიას მთაზე დაეწყოთ ბრწყინვალე ტაძრის მშენებლობა, რამაც იუდეველთა გულში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რომლებიც ტაძრის აშენებაზე დიდი ხანია ოცნებობდნენ. "... თავმოყვარე მდიდრებმა ვერცხლის ნიჩბები შესწირეს მშენებლობას, ხოლო ნაგავი აბრეშუმის მეწამულ მანტიებში გაჰქონდათ. ყველამ გაიღო მოწყალება ტაძრის აღსადგენად, ყველას სურდა მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში... და აი, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ტაძარი ეს ესაა აშენდება, ხოლო ქრისტეს სიტყვები ისტორიაში არ აღსრულდება, უჩვეულო მოვლენა მოხდა.

აქ ჩვენ ადგილს დავუთმობთ ამ უჩვეულო ამბის თვითმხილველს, რომაელ ჯარისკაცსა და წარმართ ისტორიკოსს ამიან მარკელინეს, რომელმაც სამხედრო პირისთვის დამახასიათებელი პედანტურობითა და კონკრეტულობით წერდა: "ივლიანემ, რომელსაც საკუთარი სახელის უკვდავყოფა და მომავალი თაობებისთვის ხსოვნის დატოვება სურდა, იერუსალემის ოდესღაც დიდებული ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა და ამისთვის არანაირი ხარჯი არ დაიშურა. ჯერ ვესპასიანემ, შემდეგ კი ტიტუსმა რამოდენიმე სასტიკი ომი გადაიხადეს, სანამ ალყას შემოარტყამდნენ ამ ტაძარს და შტურმით აიღებდნენ მას. ივლიანემ კი მისი აღდგენის განკარგულება სასწრაფოდ გასცა და მისი შესრულება ანტიოქიელ ალიპის დაავალა, რომელიც მანამდე ბრიტანეთის ვიცე-პრეფექტი გახლდათ. ალიპი საქმეს ბეჯითად მოეკიდა... მაგრამ უეცრად ფუნდამენტიდან საშინელმა, კუპრივით შავმა კვამლმა ამოხეთქა, მუშებიც შეიწირა და ისე მოედო იქაურობას, რომ ეს ადგილი მომდევნო სამუშაობისთვის გამოუსადეგარი გახდა. ასე შეწყვიტა სტიქიამ ივლიანეს განზრახვა".

როგორც ვხედავთ, ღმრთის სიტყვის ძალის წინაშე მთელი მსოფლიოს იუდეველთა სიმდიდრე და ენთუზიაზმი უძლური აღმოჩნდა; ამ საქმეს ვერც იმპერატორის განკარგულებამ და ვერც ძლიერი რომის რესურსებმა უშველა. აქ ჯეროვანი იქნება გავიხსენოთ, რომ როდესაც უფალს ენება იერუსალემის ტაძრის აღდგენა ზორობაბელის დროს (დაახლ. 500 წ. ქრ. შობამდე, როდესაც უდეველები დაბრუნდნენ ბაბილონის ტყვეობიდან), მისი მშენებლობა, ყველაფრის მიუხედავად, ნაჩქარევად მიმდინარეობდა. ხოლო ახლა, როდესაც 800 წელი გავიდა, როდესაც ყველა ვითარება ხელს უწყობდა ტაძრის აღმართვას და მიწიერი თვალსაზრისით არაფერი უშლიდა ხელს მის აშენებას, ყველაფერი ერთი მიზეზის გამო ჩაიფუშა: უფალს არ ენება იერუსალემის ტაძრის აშენება.
იერუსალემში ტაძრის აღდგენის წარუმატებელი მცდელობიდან ორი წლის შემდეგ, იმპერატორი ივლიანე მესოპოტამიაში ლაშქრობის დროს დაიღუპა. ამ ადამიანის უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"

მართლაც, ივლიანეს სიკვდილმა მესოპოტამიაში საბოლოოდ დაასამარა წარმართობის აღდგენის იდეა. თუმცა, 361 წლის წარუმატებლობის მიუხედავად, იუდეველები მაინც იმედოვნებდნენ სოლომონის ტაძრის აშენებას".

ქრისტეანებს სწამთ, რომ მომავალი მოვლენები ამ ტაძართან იქნება დაკავშირებული, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არსებობს; რომ ადრე თუ გვიან მოვლენები იერუსალემის მორიას მთაზე, სადაც ამჯერად მუსლიმთა სიწმიდეები - ალ-აქსას და "კლდის გუმბათის" მეჩეთები იმყოფება, კვლავ დაიძაბება და განვითარდება; მორიას მთა ტაძრის მთად მასზე VII საუკუნის ბოლოს გამოჩენილ მუსლიმურ საკულტო ნაგებობათა გამო კი არ იწოდება, არამედ იმიტომ, რომ ოდესღაც ამ მთაზე იდგა იუდაიზმის სიმბოლო, - სახელგანთქმული ტაძარი სოლომონისა.

691 წელს მორიას, ანუ ტაძრის მთაზე, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც იმყოფებოდა სოლომონის მეორე ტაძარი, დასრულდა ომარის მეჩეთის მშენებლობა, როგორც მას შეცდომით უწოდებენ, რადგან ის ხალიფა ომარის განკარგულებით აშენდა. მისი სწორი სახელწოდებაა კლდის მეჩეთი. ივრითზე "ქიფათ ა'სელა" "კლდის გუმბათს" ნიშნავს; და მართლაც, მეჩეთი აღმართულია კლდეზე, სადაც ოდესღაც სოლომონის ტაძრის საკურთხეველი იმყოფებოდა და ერთგვარ გუმბათად მოსჩანს, რომელიც წმიდა კლდეს ჰფარავს. კლდის მეჩეთი არა მარტო რიგით მესამე, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმიდეა ისლამური სარწმუნოებაში და თვითონაც ერთ-ერთი უდიადესი არქიტექტურუული ძეგლია ახალი აღმოსავლეთისა. მას რვაკუთხოვანი ფორმა გააჩნია.

გარეთა კედელი ცისფერი ქვებითაა ნაშენი. მეჩეთს ამშვენებს გუმბათი, რომელიც კარგად ჩანს იერუსალემის მრავალი წერტილიდან. თავის დროზე, ის დახურული იყო ტყვიის სახურავით, ხოლო გარეთა ზედაპირი - მოოქროვილი ბრინჯაოს ფურცლებით. ტყვიის სახურავი 1964 წლამდე შემორჩა. მეჩეთის რემონტის დროს გუმბათის საფარველი ალუმინის ფურცლებისგან გააკეთეს, რომელთაც ქიმიური გზით ოქროს ფერი მიეცა. კოლონები მეჩეთის შიდა ნაწილს სამ წრედ ჰყოფენ. შუა წრეში, მეტალის ბადის უკან უზარმაზარი უფორმო კირქვა - სოლომონის ტაძრის ერთ ერთი რელიქვია და სიწმიდე იმყოფება. ამ ქვის ქვემოთ არსებობს გამოქვაბული რომელშიც 11 საფეხურს ჩავყავართ. გამოქვაბულის ჭერზე არსებობს ხვრელი, რომლიდანაც აქ სამსხვერპლო ცხოველების სისხლი იღვრებოდა.

მეჩეთების ფართობი, მუსლიმთა შორის ცნობილია ჰარამ აშ-შარიფის სახელწოდებით, ანუ ეს არის წმიდა ადგილი, სადაც დგას ორი ყველაზე მსხვილი მეჩეთი (ალ-აქსა და "კლდის გუმბათი"). მუსლიმური ტაძრები ტაძრის მთაზე ბიბლიური სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე დგანან.

ტაძრის მთაზე მუსლიმური ტაძრების აშენებამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა - ახლა მშენებლობა რომ დაიწყონ იუდეველებმა უკიდურეს შემთხვევაში ალ-აქსა მაინც უნდა დაანგრიონ. ამიტომაც აღიქვეს მუსლიმებმა ასე მტკივნეულად 2001 წლის 29 ივნისს ებრაელთა მიერ ქვაკუთხედის ჩადება ტაძრის მთაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძრის მთიდან მოშორებით მოხდა. მაშინ ისეთი წინააღმდეგობა ატყდა, რომლის ჩაცხრობა დღემდე ვერ ხერხდება. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 2002 წლის თებერვალს, როდესაც ალ-აქსას მეჩეთის ქვეშ გათხრილი გვირაბი იპოვეს. არაბებმა გვირაბი ბეტონით ამოავსეს, მაგრამ ისრაელის სახელმწიფომ იქვე დაიწყო მოლაპარაკება პალესტინასთან, რათა ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ გადმოსულიყო ტეროტორია, რომელიც მეჩეთის საფუძვლიდან სულ ორი მეტრის ქვემოთ მდებარეობდა. პალესტინელებმა მტკიცე უარით გაისტუმრეს იუდეველნი.

სადღეისოდ ისრაელის სახელმწიფოს იდეოლოგები თავს იმაზე იმტვრევენ, როგორ შეჰკრან ერთ მუშტად მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ებრაელობა. ჯერ-ჯერობით ეს ძნელად თუ მიიღწევა. ისრაელის ქვაბში ვერა და ვერ მოიხარშა ახალი ეროვნება, საჭიროა სპეციფიკური "კონცენტრატის" დამატება. სწორედ ასეთ "კონცენტრატად" მიაჩნიათ ებრაელებს მესამე ტაძარი. ამბობენ, რომ უკვე დამზადებულია ყველა სამშენებლო კონსტრუქცია. მთელი პრობლემა ალ-აქსას მეჩეთია. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცად წინასწარმეტყველი მუჰამედი. ასე, რომ პერსპექტივა იმისა, რომ მას სამოქალაქო ომის (ან საერთაშორისო ტერორიზმის თუ კონფლიქტის) დროს დაანგრევენ, მეტად რეალურია.

ჯერ-ჯერობით კი "მესამე ტაძრის აღორძინების მოძრაობა" ეწევა წითელი ხბოების განაშენიანებას, რომელთა ფერფლი იუდეველთა რიტუალური განწმენდის აღსასრულებლად აუცილებელია, ანუ იმ დროისთვის, როდესაც მოვა ჟამი ტაძრის მთაზე სოლომონის მესამე ტაძრის აღმართვისა. ხბოს ფერი უნდა შეესაბამებოდეს წითელი ფერის ერთ-ერთ ელფერს 60-დან. 2001 წლის იანვარში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ცნობა, რომ ასეთი ხბო ისრაელში უკვე დაიბადა; მისი პატრონის მიერ გამოძახებულმა რაბინებმა განაცხადეს, რომ ის სრულიად გამოსადეგია განწმენდის რიტუალის ჩასატარებლად, ეს კი ტაძრის აშენების წინაპირობაა და ებრაელთა რწმენით მაშიაყის (ანუ მესიის) მოსვლა მოახლოვდა".

ნიშნების მიხედვით, რომლებზეც იუდეველი რაბინები უთითებენ, დადგა ჟამი, როდესაც რეალიზებულ უნდა იქნას წინასწარმეტყველება სოლომონის მესამე ტაძრის მშენებლობის შესახებ! და ეს აბსოლუტურად მთელმა ებრაულმა სამყარომ აღიარა.

იუდაიზმის ტრადიციის მიხედვით, ებრაელთა განთესვის დასრულების შემდეგ მათ დაუბრუნდებათ თავიანთი მიწა: "გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე" (ეზეკ. 36:24). მაგრამ მიწის დაბრუნების მიზანი მსოფლიოსთვის ებრაელი ერის ღვთივრჩეულობის უწყება გახლავთ, და ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სოლომონის ტაძრის მშენებლობას ენიჭება. სწორედ მასში, ანუ ტაძარში უნდა იკურთხოს "მეფე დავითის მოდგმიდან", რომელიც მსოფლიოს მბრძანებელი გახდება. უკვე არა ძველაღთქმისეული, არამედ იოანე ღვთისმეტყველის სახარებისეული წინასწარმეტყველებისა და ქრისტეანული ტრადიციის მიხედვით, ეს იქნება სწორედ ანტიქრისტე, რომლის მისაღებად თითქმის ყველაფერი მზადაა დღევანდელ პლანეტაზე.

ისრაელში წარმოქმნილი პრობლემის მთელი სერიოზულობა რომ აღვიქვათ, საკმარისია გავიხსენოთ ჩვენს დროში თვით ისრაელის სახელმწიფოს წარმოშობა. ებრაელთა სახელმწიფო კვლავ გაჩნდა თითქმის ორიათასწლოვანი არარსებობის შემდეგ. დაფიქრდი მკითხველო: სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ადგილზე, რომელზეც საუკუნეებია ცხოვრობენ სხვა ტომები, უცებ ჩამოდის ბიბლიური ხალხი, აგდებს იქიდან პალესტინელებს და ქმნის რეგიონის ზემძლავრ სახელმწიფოს, რომელსაც მსოფლიოში კოლოსალური ზეგავლენა გააჩნია.

იერუსალემის დაყოფის ნებისმიერ ვარიანტში ისრაელის სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ ტაძრის მთაზე სუვერენიტეტი და კონტროლი მხოლოდ ისრაელს ექნება. ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების აღსრულებისადმი რწმენის დემონსტრირება სახელმწიფოებრივ დონეზე ხდება. გამოკითხვების მიხედვით ებრაელთა მხოლოდ 1,8% არ სჯერა მესამე ტაძრის მშენებლობისა, შესაბამისად, 98,2% მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, რომ სოლომონის მესამე ტაძარი აუცილებლად აშენდება.

მოსამზადებელი სამუშაოებიც სრული სვლით მიმდინარეობს. დღეში სამჯერ ყველა რაბინი კითხულობს ლოცვას: "დე ვიხილავდეთ საკუთარი თვალებით, როგორ დაგვიბრუნებ სიონს". ანუ: დე, მალე აშენდებოდეს ტაძარი, და მაშინ საკუთარი თვალებით ვიხილავთ, რომ უზენაესი დაგვიბრუნდა და სიონში იმყოფება.

ტაძრის ზომებისა და არქიტექტურის შესახებ აზრთა სხვაობა არ არსებობს. მიიჩნევა, რომ ტაძრის არქიტექტორი თვით უფალია, და არსებობს პროექტი, რომელიც ეზეკიელის წინასწარმეტყველების 40-43-ე მუხლებში აღწერილი ტაძრის ზუსტი ასლია. პროექტების გარდა უკვე ამზადებენ სარიტუალო საგნებსაც, ტაძრის ინვენტარს, კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლშეწირვის დასაწყებად.

ასე, მაგალითად, "გეულას" (რიტუალებისა და კანონების კრებული) მიხედვით, უკვე გამოყვანილია წითელი ფერის ძროხების სპეციალური ჯიში, რომელიც ამ რიტუალისთვის აუცილებელია. ამ ცხოველთა დაწვის შედეგად მიღებული ფერფლი განწმენდს ებრაელებს მათი წარსული მდგომარეობიდან, მანამ, სანამ ისინი ტაძარში შევლენ. დღეისთვის ამგვარ ძროხების ფერმა ლუიზიანას შტატშია (აშშ) განთავსებული და მათ ებრაელები მწყემსავენ. ნეტეფის იერუსალიმური ოჯახი სარიტუალო ჭურჭელს ჭედავს; ნეჰევის ქვისსატეხზე ალპის ოჯახი მზად არის ათასობით სამშენებლო ქვა მიაწოდოს ტაძრის მშენებლობას. ეს ის ქვებია, რომელთაც "გეულას" მიხედვით, ქვის მტეხელთა საჭრეთელი ჯერაც არ შეხებია. ტაძრის მისამართით უკვე შემოდის შემოწირულობანი. მაგალითად, იუწყებიან, რომ მთავარი დარბაზისთვის უკვე მზად არის შვიდსანთლიანი სასანთლე (მენორა), რომელიც იწონის 700 კილოგრამს, დამზადებულია სუფთა ოქროსგან, რომელიც ისრაელს სრულიად უკრაინის ებრაული კონგრესის, უკრაინის მედია-მაგნატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უსახსოვრა.

დეტალურად არის აღწერილი, ვინ და როგორ ჩაატარებს ტაძარში მსახურებას. მღვდლებს, რომლებიც ძველ ტაძარში მსახურობდნენ, კოენები (სხვაგვარად - კოჰენები) ეწოდებოდათ. ცნობილია, რომ შეშა სრულიად დასაწველი მსხვერპლისთვის მატლებისგან სრულიად განწმენდილი უნდა იყოს, - ეს ამოცანა, ძველი რიტუალის მიხედვით, დაეკისრებათ ფიზიკური ნაკლის მქონე კოჰენებს, რომელთაც ამ ნაკლის გამო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.

დეტალების ჩამოთვლა, რომელიც ტაძრის მშენებლობის სერიოზულ და ღრმა სამზადისზე მეტყველებს, შორს წაგვიყვანს. ერთი რამ უდავოა - მთელი ერი, რომელიც მთელს დედამიწაზეა გაბნეული ამ მოვლენისთვის სერიოზულად ემზადება, და მისი სახელმწიფოს მთელი ძალები სწორედ ამ მიზნის რეალიზაციას ემსახურება. დღეს მიმდინარე პალესტინურ-ებრაული კონფლიქტი ამ ჭეშმარიტების მკაფიო დადასტურებაა.

... მესამე ტაძრის მშენებლობაზე ასე აშკარად ასი წლის წინათ რომ ყოფილიყო მსჯელობა, მთელი ქრისტეანული სამყარო ფეხზე დადგებოდა, რათა არ დაეშვა ეს და რაზეც არსებობს იესუს გამაფრთხილებელი სიტყვები მოციქულთა ეპისტოლეებსა და სახარებაში! მხოლოდ ახლა ვხვდებით, რა დონის მუშაობა ჩატარდა იმისთვის, რათა ქრისტეანობა ჩამქრალიყო და იმდენად დაეკარგა თავისი სიმკვირცხლე, რომ თვით რელიგიის საკრალური ღერძი დაკარგული აღმოჩნდა.

მესიის მესამე ტაძარში გამოჩენის იუდაური რწმენა ადასტურებს მათდამი ნათქვამ ქრისტეს სიტყვებს: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43)

მკითხველი უნდა ჩასწვდეს თუ რაში მდგომარეობდა და მდგომარეობს ქრისტეანთა სამყაროს დესაკრალიზაციის პლანეტარული ძალისხმევა, რაში მდგომარეობს იმ უზარმაზარი სამუშაოს აზრი სულიერ ცოდნათა შერყვნისა და ნათელღებული მსოფლიოს მრავალგვარ ცთომილებებში გათქვეფვისა. მას უკვე რამდენი საუკუნეა აზავებენ; აზავებენ "დემოკრატიზმსა" და ლიბერალიზმში, ეკუმენიზმსა და ათეიზმში, გლობალიზმსა და ინდივიდუალიზმში. საჭიროა იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ქრისტეანული სარწმუნოების თანამედროვე მდგომარეობა სწორედ ამ გლობალური მუშაობის შედეგია.

რელიგია და წმიდა წერილი დღეს იმგვარ მეტაფორებად აღიქმება, რომელთაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ ჩვენს მიწიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან. სულიერი მსოფლშეგრძნების მთელი სისტემა, რომელიც კაცობრიობამ მთელი ათასწლეულების განმავლობაში გამოიმუშავა, ფოლკლორის, კულტურის და ტრადიციისა სფეროში გადაეშვა.

ჩვენს დროში კაცობრიობა იმგვარი მსოფლიო მოვლენების მოწმე ხდება, რომელთა ახსნას ის თავისი მატერიალისტური ლოგიკით ცდილობს. არადა, ეს მოვლენები დაქვემდებარებულია სხვა იმპულსებს, ენერგიას ის სხვა ეგრეგორიდან ხაპავს.

ჩვენი სამყარო განყენებულ იქნა ამ ეგრეგორიდან, უფრო სწორედ თვითონ გადადგა. ის მოტყუებით გაიყვანეს უდიადესი რელიგიური მემკვიდრეობიდან. ჩვენ ბნელ ოთახში ჩამწყვდეულები აღმოვჩნდით. როგორც ერთმა ებრაელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ განაცხადა, "ღმერთი დასავლეთში მოკვდა, ცოცხალი ის მხოლოდ ისრაელშია". და ეს შემთხვევითი შედეგი როდია. როგორც არ არის შემთხვევითი ის, რომ სწორედ ახლა აღწევს თავის აპოგეას იუდაიზმის მძვინვარება, რომლის სისასტიკესაც მსოფლიოს ყველა ხალხები გრძნობენ.

მესამე ტაძრის მშენებლობის შემდგომი ეტაპი იქნება ღმრთის განწყობის დაბრუნება ისრაელისთვის და ებრაელთა ღვთივრჩეულ ერად გამოცხადება. ამ შემთხვევაში მსოფლიოზე იუდეველთა მეფის გაბატონება, რომელსაც ისინი მაშიაყს უწოდებენ, სრულიად განხორციელებადი ამოცანა გახდება.

ამრიგად, მესამე ტაძრის აშენების ჟამი ახლოვდება. დანიურ გაზეთში "მოწოდება" ნათქვამია, რომ ისრაელმა აშშ-ს 60000 ტონა ონიქსი (ძვირფასი ქვა) შეუკვეთა, რომელიც ქალაქ ბენფორდში მოიპოვება და გადაგზავნილ იქნა ისრაელში სოლომონის ტაძრის ასაშენებლად. ამერიკის ხმამ ერთ-ერთ თავის გადაცემაშიც განაცხადა, რომ აშშ-ში შეგროვილია მილიონობით დოლარი და გადარიცხულია ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობისთვის, რომლის პროექტები მზად არის და დასამტკიცებლად გადაეცემა "მესიას", რომელიც მალე მოვა.
.............................

ისმაიტელნი     - აბრაამის და მისი ხარჭის აგარის ძის ისმაილისაგან წარმომდგარი ხალხი (2004 წ. ქრ. შ-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ დედაკაცზე და ითვლება მამათ-მთავრად ისმაიტელთა, ანუ არაბთა (შესაქ. 16, 9-16; 25, 12-18). ისმაიტელნი მეორენაირად იწოდებიან აგარიანებად .
...............

ისააკი, ბიბლიური პერსონაჟი, აბრაამისა და სარას ძე. ებრაელთა ერთ-ერთი  მამამთავარი. იაჰვეს ბრძანებით, აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთმა ისააკის ნაცვლად მას სამსხვერპლო ვერძი მიუვლინა (დაბადება, თ. 22). 
...........................................

მუსულმანებსა და იუდეველებს  საერთო წინაპარი ჰყავთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий