пятница, 5 апреля 2013 г.

სექტა და სექტები.

„სექტა" ლათინური სიტყვაა და მას აქვს ორი შესაძლო წარმომავლობა, სიტყვა sectare - მოკვეთა, გაყოფა; და სიტყვა sequi - ვინმესადმი მიმდევრობა, დამორჩილება, მსახურება. სიტყვა „სექტა" ქართულ თარგმანში ნიშნავს: 1) ცხოვრების წესს, 2) მეთოდს (ფილოსოფიურ მეთოდს), 3) მოძღვრებას, მიმდინარეობას, სკოლას, დაჯგუფებას, 4) მწვალებლობას (ძირითადი სარწმუნოებრივი მიმდინარეობისაგან გამოყოფას, განშორებასა და გამოცალკევებას).

სიტყვა „სექტა" არის ლათინური სინონიმი ბერძნული სიტყვისა „ერესი" - 1) დაპყრობა, მიტაცება, 2) არჩევა 3) ცხოვრების ან აზროვნების არჩეული წესი, 4) მოძღვრება, მიმდინარეობა, სკოლა, 5) მწვალებლობა. შესაბამისად, სიტყვა „სექტა" გამოიყენებოდა ლათინურენოვან დასავლეთ რომში, ხოლო ბერძნულენოვან აღმოსავლეთ რომში იგივე მნიშვნელობას ღნიშნავდა „ერესი".

წმიდა წერილში სიტყვა „სექტა" გვხვდება მხოლოდ ლათინურ ბიბლიაში - ვულგატაში, კერძოდ, აქ რამდენჯერმე სიტყვა „ერესი" არის ნათარგმნი, როგორც „სექტა" და რამდენჯერმე - სიტყვა „მოძღვრება".

სიტყვა „სექტამ", როგორც ტერმნიმა, თავისი შინაარსი მნიშვნელობის მიხედვით გარკვეული ისტორიული განვითარება განვლო, კერძოდ:

ა) ანტიკური (ლათინურენოვანი) მწერლები „სექტას" უწოდებდნენ იმ ფილოსოფიურ სკოლას (და მის მოძღვრებას), რომელსაც ეპყრა არატრადიციული, იმ დროს საყოველთაოდ მიღებული მოძღვრების საწინააღმდეგო სწავლება (ამ მნიშვლნელობით უწოდებს ციცერონი ანტონიონის მიმდევრებს სექტანტებს; ხოლო ძველი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი საუბრობს სტოიკოსთა და ცინიკოსთა სექტაზე, აქვს რა მხედველობაში მისი თანამედროვე ფილოსოფიური სკოლები და მათი მოძღვრება);

ბ) პირველი საუკუნეებიდან ტერმინი „სექტა", ისევე როგორც „ერესი", უკვე გამოიყენება ქვეყნის, რეგიონის ისტორიულად ძირითადი რელიგიური მიმდინარებობისგან სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით გამოყოფილი, ახლად დაარსებული რელიგიური საზოგადოებისა და მისი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის აღსანიშნავად. ასე მაგალითად, პლინიუს უმცროსი საუბრობს „ქრისტიანთა სექტაზე", რომელიც, მისი თქმით, წარმოიშვა იუდეველთა შორის;

გ) როგორც უკვე ითქვა, თავდაპირველად ტერმინი „სექტა" ისევე როგორც „ერესი", აღნიშნავდა როგორც (ფილოსოფიურ-რელიგიურ) ცრუ მოძღვრებას, ასევე ცრუ მოძღვრების მიმდევარ საკრებულოს. მაგრამ რეფორმაციის შემდეგ (XVIIს.) თანდათანობით უფრო ვიწროვდება ტერმინ „სექტის" მნიშვნელობა, კერძოდ ტერმინ „სექტას" აღარ უწოდებენ ცრუ სარწმუნოებრივ სწავლება-მოძღვრებას, არამედ მხოლოდ ცრუ სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების მიმდევარ დაჯგუფებას და ტერმინ „ერესისაგან" განსასხვავებლად ეკლესიაში მკვიდრდება ტერმინ „სექტის" შემდეგი საღვთისმეტყველო განსაზღვრება: „სექტა" არის რელიგიური თვალსაზრისით ერთმანეთთან ერთობაში მყოფი ადამიანების ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც არ არის სარწმუნოებრივ ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თავის სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის არასაეკლესიო განმარტებებს და ამახინჯებს არათუ ცაკლეულ დოგმატებს (როგორც ერესი), არამედ ძირეულად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას.

ტერმინი „სექტა" იძენს ნაწილობრივ განსხვავებულ მნიშვნელობას, როდესაც იგი გამოიყენება რომელიმე არაქრისტიანული რელიგიებისაგან (იუდაიზმი, ისლამი, ინდიზმი, ბუდიზმი) ჩამოყალიბებულ-გამოყოფილი სექტების მიმართ, ამ შემთხვევაში ამ სექტის სახელწოდებას უნდა დავუმატოთ მისი რელიგიური წარმომავლობის მიმანიშნებელი სიტყვა (მაგ.: კრიშნაიტთა ინდუისტური სექტა, ვაჰაბიტთა მუსლიმური სექტა, ბუდისტური სექტა აუმ სინრიკე და სხვა);

დ) XX ს-ის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (მაგ.: საფრანგეთი, იტალია) მკვიდრდება სიტყვა „სექტის" კანონმდებლობითი განსაზღვრება.

ტერმინ „სექტის განსაზღვრების შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიტყვა „სექტა" თავის თავში არ შეიცავს ლანძღვას, დაცინვას ან სხვა რაიმე შეურაცხმყოფელ შინაარსს, ამასთან ერთად, ეკლესიისთვის იგი არის საღვთისმეტყველო შინაარსის მქონე სიტყვა.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ რა გრძნობას ბადებს ეს სიტყვა (შინაარსიდან გამომდინარე) მისი მნიშვნელობის მცოდნე ადამიანში (სექტანტია თუ არასექტანტი იგი), რას შეიგრძნობს იგი ამ სიტყვის გაგონებისას: უპირობოა, რომ იგი მხილებასა და მკაცრ გაფრთხილებას გრძნობს. ისტორიულად ცნობილია, რომ ადამიანებს სჩვევიათ შეცდომების დაშვება და თავის მოტყუება; სამწუხაროდ, მსგავსი რამ არცთუ იშვიათად ხდება ღმერთთან მიმართებაშიც, ამიტომ ეკლესია ამ სიტყვით (სექტა) ამხელს და მიანიშნებს ღმერთთან მიმართებაში ადამიანთ გარკვეული ჯგუფის მიერ დაშვებულ ერთ-ერთ უდიდეს, მეტად სახიფათო და დამღუპველ შეცდომაზე. ეს გაფრთხილება მკაცრია, ამიტომ ეპყრობა ეკლესია ძალზედ სერიოზულად ღმერთის რწმენისა და ადამიანთა ცხონების საკითხს.

მსოფლიოში ძალიან ბევრი სექტა არსებობს, მათ შორის რამდენიმე ისე მომძლავრდა რომ მილიონობით ადამიანია მასში გაწევრიანებული. ახლა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე სექტის შესახებ.

მეთოდისტები

ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობის მიმდევრები, ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტში 1729 წელს. მიზანი – ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების დაუფლება. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.

დუხობორები (სულიასათვის მებრძოლნი)

უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის II ნახევარში ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფალნი. უსამართლო მსაჯულნი, მდიდრები. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა, და აქვთ სპეციალური ფსალმუნები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებებზე.

1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დუხობორებს მელიტოპოლის მაზრაში დასახლების უფლება მისცა, ხოლო 1841 წელს ისინი ამიერკავკასიაში, ახალქალაქის მაზრაში, გადაასახლეს. 1898-1900 წლებში დუხობორების ნაწილი გაასახლეს კანადაში, სადაც დღემდე არსებობს მათი თემები.

საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები (უტოპიური სოციალიზმის საწყისებზე), მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა.

მალაკნები

ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს ტამბოვის გუბერნიაში და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა რაიონებში. სექტის დამაარსებლად ითვლება სემიონ უკლეინი.

მალაკნები უარყოფენ ეკლესიას, საეკლესიო იერარქიას, მარხვებს, ხატებს და მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ლოცულობენ სამლოცველო სახლებში, სადაც გალობენ ბიბლიურ ტექსტებს. მალაკნების ნაწილი ბაპტისტებს შეუერთდა. XX საუკუნის დასაწყისში მალაკნების რაოდენობა 1,2 მლნ. აღწევდა. ყოფილ სსრკ-ში მალაკნების პატარა ჯგუფები შემორჩენილია ამიერკავკასიაში, (საქართველოში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში), უკრაინაში, რუსეთის ზოგიერთ რაიონში.

აბადიტები

აბადიტები ხარიჯიტების მუსლიმანური სექტის ზომიერი ფრთის მიმდევრები. აბადიტების სექტა აღმოცენდა ერაყშისახალიფოს, შექმნეს თავიანთი იმამატები, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში – ტაჰირთის იმამატი (761-909). ამჟამად აბადიტები შემორჩნენ ომანში, კუნძულ ზანზიბარზე და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში (ალჟირი, ტუნისი, ლიბია). VII საუკუნეში, სახელმწოდება მიიღო აბდ ალ-ლაჰ იბნ იბადისაგან, რომელმაც ჩამოაყალიბა აბადიტების მსოფლმხედველობა. აბადიტები ებრძოდნენ

ხსნის არმია

„ხსნის არმია" თავს უწოდებს ზეკონფესიალური გამოღვიძებისა და ხსნის მოძრაობას. ეს მათი სახელწოდებიდანაც ჩანს (მათ, როგორც შემდეგ ნახავთ, თავი უკვე გადარჩენილებად მიაჩნიათ და ზრუნავენ სხვათა გადასარჩენად). ეს მოძრაობა მომდინარეობს ვინმე უილიამ ბუთისგან (William Booth). იგი დაიბადა 1829 წელს ინგლისში, ნოტინგემში, გარდაიცვალა 1912 წელს ლონდონში. არავითარი აღზრდა მას არ მიუღია, საკმაოდ მძიმე ახალგაზრდობა ჰქონდა, რომლის შემდეგაც იგი აღმოჩნდა მეთოდისტების სექტაში. მან ადრეული პერიოდიდანვე შეითვისა ამ სექტის სწავლების პრინციპები და, პრაქტიკულად, ცდილობდა მათი განხორციელებას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო „ხსნის არმიას".

„მთავარი ის კი არ არის, ადამიანი ქრისტეს გზაზე დააყენო, – ამბობდა ბუთი, – არამედ მთავარია, შეაყვარო მას მოყვასი; ამის მიღწევა კი შეიძლება ადამიანისათვის უკეთესი საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების შექმნით". ამასთანავე, იგი მიიჩნევდა, რომ ქრისტიანულ რწმენას დაცილებული ადამიანის მოსაქცევად საკმარისი არ იყო მანამდე არსებული ფორმები. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბუთი თავის მეგობრებთან ერთად დადიოდა ქუჩებში და ქადაგებდა სახარებას, რამაც მას მეთოდისტთა სექტაში მქადაგებლის ადგილი დაუმკვიდრა. მან დაამთავრა ერთწლიანი მეთოდისტ-მქადაგებელთა სასწავლებელი და 1854 წელს მიიღო მთავარი მქადაგებლის ადგილი – დაევალა ერთ-ერთი თემის ხელმძღვანელობა. ერთჲ თემის ხელმძღვანელობას იგი არ დასჯერდა; შემდგომში დაუკავშირდა კატერინ მამფორდს და რამდენიმე თემის ევანგელიზაციას მიუძღვნა თავი, რასაც მოჰყვა მეთოდისტების სექტასთან კავშირის გაწყვეტა.

1865 წელს უილიამ ბუთი გადასახლდა ლონდონში და დაიწყო ლონდონის ღარიბ უბნებში მისიონერული (მქადაგებლური) სამსახური. მეგობრებთან ერთად აარსებს „აღმოსავლეთ ლონდონის მისიას", რომელიც 1869 წლიდან „ქრისტიანულ მისიად" იწოდება.

ქალაქის ღარიბ უბნებში მისიონერობისა და „ქრისტეს გზაზე მოქცეულთა" „სიწმინდის დაცვის" მიზნით, მცირე ხნის შემდეგ ბოთმა „მისიის" ორგანიზაციებში მიიღო სამხედრო ფორმები და დააწესა მკაცრი კანონები; თვითონ მას კი, როგორც ამ „მისიის" გენერალ სუპერ-ინტენდანტს, ამავე კანონების საფუძველზე მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები. 1875 წლიდან „მისიას" ეწოდა „ხსნის არმია", შემოღებული იქნა ოფიცრის წოდებები, დროშები, მუსიკალური კაპელები და ა.შ. და ამ დღიდან ყოფილი „ქრისტიანული მისია" გასამხედროებული სექტა ხდება.

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან „ხსნის არმია" ამერიკის ფარგლებს სცილდება და ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობებია; ეს გასაგებიცაა, რადგან მათი საქმიანობის მიზანს შეადგენს უმეტესად მშიერ, მწყურვალ, სასოწარკვეთილ ადამიანებთან ქადაგება. საამისოდ ხალხის მოზიდვა-დაინტერესება ხდება სხვადასხვა სახის დახმარებით (საკვები, ახალი თუ ნახმარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საერთოდ ყველაფერი ის, რასაც დღეს ჰუმანიტარულ დახმარებას ეძახიან).

„ხსნის არმიის" სწავლების ძირითადი საფუძვლები დაფუძნებულია ადამიანის მოცქევისა და განწმენდის მეთოდებზე, ე.ი. იმაზე, თუ რა გზებით, რა საშუალებებითა და რა სახის მოქმედებებით შეიძლება მიიპყრო ადამიანის ყურადღება, რომ მან მოგისმინოს და შენთან მოვიდეს.

ხალხთა ტაძარი

"ხალხთა ტაძარი” – სექტა დაარსდა გაიანეში და აღჳქარებულია მსოფლიოში ყველაზე საშიშად მსოფლიოში. 18 ნოემბერს 1978 წელს, გაიანეს ჯუნგლებში, დაახლოებით 1000 აშშ-ს მოქალაქემ თავი მოიკლა. სექტა დაარსდა ვინმე ჯიმ ჯონსის მიერ – იგი მორჩილებას მუქარით, ფიზიკური და მორალური შეირაცყოფით. როგორც იხსენებენ თვითმხილველები, მისი ქადაგება უფრო გავდა პოლიტიკურ მიტინგს. წირვის დროს, ჯონსი მიუბრუნდა ზურგს უკან ჩამოკიდებულ ამერიკის დროშას, მუშტი დაუქნია და თქვა: "ო, მოიცა ფანატიკოსთა, რასისტთა, იმპერიალისტთა და კუკლუქსკლანელთა ნაციავ! მოვა შენს მიერ ჩადენილ ბოროტებებზე პასუხსგების დრო!”ჯონსი აშენებდა "კოოპერატიულ სოციალიზმს” ცალკე დასახლებაში. თავისი კომუნა ოფიციალურ დოკუმენტებში მათ "სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო კოოპერატივი "ხალხთა ტაძარი” დაარქვეს. დასეხლების ერთ-ერთი ქუჩა ლენინის სახელობის იყო, ხოლო დილით კი ჯონსტაუნზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჟღერდა. აქამდე დასახლებაში მცხოვრებთა სიკვდილზე დაზუსტებული ინფორმაცია არარის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დასახლების დარბევის მცდელობისას ყველა მოსახლემ თავი მოიწამლა. თუმცა "Независимая газета” 1998 წელს წერდა იმაზე, რომ ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მასიური მკვლელობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий