пятница, 5 апреля 2013 г.

საინტერესო ფაქტები ბიბლიაში.

1. ბიბლია ნებისმიერ წიგნზე პოპულარულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკებსა და მაღაზიებში ყველაზე ხშირად ბიბლიას იპარავენ, ხოლო ყოველ წუთს მსოფლიოს მასშტაბით 50 ბიბლია იყიდება.
2. ბიბლიის წიგნებს წერდა 40 სხვადასხვა ავტორი 1600 წლის მანძილზე ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ის 66 წიგნისგან შედგება – 39 ძველი აღთქმის, 27 – ახლისა.

3. ძველი აღთქმა იწერებოდა ებრაულად, ახალი – ბერძნულად. ამჟამად კი ბიბლია 6000 სხვადასხვა ენასა და დიალექტზეა ნათარგმნი.

4. ბიბლიაში ორი ადამიანია ნახსენები, რომლებიც არ გარდაცვლილან: ენოქი და ელია. ისინი ღმერთმა ცოცხლად აიტაცა ზეციურ სასუფეველში.

5. ყველაზე ძლიერ მეომრად ბიბლიაში გედეონია ნახსენები. მან 300 კაციანი არმიით 120 000 მიდიანელი დახოცა და 15 000 ტყვედ აიყვანა.

6. სოლომონ მეფეს 700 ცოლი, 300 საყვარელი და 12 000 ცხენი ჰყავდა.

7. ყველაზე მაღალი ადამიანი ბიბლიაში არის გოლიათი, რომელიც დავითმა დაამარცხა. გოლიათის სიმაღლე 2 მ და 90 სმ იყო.

8. ფრაზა "ნუ შეშინდები” ბიბლიაში 365-ჯერაა ნახსენები.

9. სიტყვა "სამება” არცერთხელ არაა ბიბლიაში ნახსენები. ის დაახლოებით მეოთხე საუკუნიდან გამოჩნდა.

10. ნოეს ოჯახმა წარღვნის დროს კიდობანში თითქმის ერთი წელი გაატარა.

11. სიტყვა ‘ღმერთი’ ნახსენებია 4370-ჯერ, ‘უფალი’ – 7736-ჯერ, ‘იეჰოვა’ – 6855-ჯერ. იეჰოვა ღმერთის ერთ-ერთი სახელია და გაშიფრულად ნიშნავს ‘მე ვარ, რომელიც ვარ’ (ეჰიე, აშერ ეჰიე). ქართულ ბიბლიაში იმიტომ არაა ნახსენები, რომ მთარგმნელებმა თარგმნეს "უფლად”.

12. ყველაზე გრძელი სიტყვა ბიბლიაში არის ‘მაჰერშალალჰაშბაზ’ , რაც ნიშნავს: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
ბიბლიაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები სიტყვები: ღირსება (ფსალმუნი 111:9), მარადიული (ესაია 57:15), ბებია (II ტიმოთეს 1:5).

13. აშშ-ში დღეში 168 000 ადამიანი ან ყიდულობს, ან საჩუქრად იღებს ბიბლიას.

14. ბიბლიაში ანგელოზებიდან სახელებით მოიხსენიებიან მხოლოდ გაბრიელი, მიქაელი, რაფაელი და ლუციფერი.

15. ბიბლია იესო ქრისტეს შობის თარიღზე არაფერს ამბობს.

16. იესო ქრისტეს გვერდით ჯვარცმულ ავაზაკებს ერქვათ დისმასი და გესტასი.

17. ერთადერთი შინაური ცხოველი, რომელიც ბიბლიაში არაა ნახსენები, არის კატა.

18. მას შემდეგ, რაც მოსემ 10 მცნება გამოუცხადა ებრაელებს, ჩადრით დადიოდა: მისი სახე ისე ბრწყინავდა, რომ შეიძლებოდა ვინმე დაბრმავებულიყო .

19. იესოს შემდეგი წოდებები და ეპითეტები ჰქონდა: ემანუელი, ალფა და ომეგა, მბრწყინავი ვარსკვლავი, მწყემსი კეთილი, ეჰიე (მე ვარ), მეფეთმეფე, უფალი, ღვთის ძე, კაცის ძე.

20. იმ დროს როცა იესო ჯვარზე აღესრულა, წმინდანები მკვდრეთით აღსდგნენ და ქალაქში სიარული დაიწყეს.

21. ადამიანს, რომელიც იესოს ჯვრის წაღებაში დაეხმარა, სიმონი ერქვა და წარმოშობით აფრიკიდან იყო. მოციქულთა საქმეებში ის ნახსენებია როგორც "ნიგერი”. ნიგერი ბერძნულად ‘შავს’ ნიშნავს.

22. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღეს თითქმის იგივეა, რაც დავითის ფსალმუნებში: 70 წელი, მაქსიმუმ 80.

23. ყველაზე მოკლე მუხლი ბიბლიაში არის იოანეს 11:35 – "მაშინ აცრემლდა იესო.”

24. ბიბლიის სრულად წაკითხვას დაახლოებით 70 საათი სჭირდება.

25. ძველი აღთქმის მიხედვით, საწოლები სიგრძეში 4 მეტრი და სიგანეში 2 მეტრი იყო.

26. მოსეს კანონების თანახმად, ქალები გათხოვებამდე თმებს იპარსავდნენ და ფრჩხილებს იჭრიდნენ.

27. დაბადების 6:2 გვეუბნება, რომ ღმერთის შვილები ადამიანებზე ქორწინდებოდნენ.

28. ძველ აღთქმაში, მეოთხე მეფეთა წიგნში აღწერილია ქალი, რომელმაც შიმშილისას საკუთარი შვილი მოხარშა და შეჭამა.

29. იოანე ნათლისმცემლის საზრდო კალია და ველური თაფლი იყო.

30. ესაიას 38:8-ში ღმერთმა თითქმის ჩასული მზე უკან დააბრუნა 10 საფეხურით, ისუ ნავეს ძეს 10:13-ში კი მზეც და მთვარეც მთელი დღე ერთ ადგილას გააჩერა.

Комментариев нет:

Отправить комментарий