пятница, 12 апреля 2013 г.

ცნობები უკანასკნელ ჟამზე.

მსოფლიოს ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო ჩვენს თანამედროვეებს სინანულისთვის აქვთ მიცემული, როგორც ღირსი მამები გვაფრთხილებენ, რათა მომავალ ცთუნებებს გაუძლონ და ანტიქრისტეს საშინელი დღეების შემდეგ ღირსეულად შეხვდნენ უფლის დიდებით დაბრუნებას.

დღევანდელობა ქვეყნის აღსასრულის მრავალ ნიშანს ავლენს და ამჟამად, როგორც არასდროს, ახლოსაა მოციქულის გაფრთხილება: ყრმანო უკანაისკნელი ჟამი არს… და ანტიქრისტე მოვალს (1 იოვანე 2, 18). ჟამი ესე განისაზღვრება ადამიანთა ღვთისადმი ლტოლვის შენელებითა და საზოგადოებაში ბოროტის ძალთა გაძლიერებით.
http://www.ambioni.ge/cnobebi-ukanasknel-jamze




ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი

ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე

მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:

- საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ, რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არცერთი მომდევნოზე! იქნებ იმიტომაც, რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ, როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ. თავდაპირველად იტყვიან, რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნები. უფალი მოითმენს-მოითმენს და მერმე იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა!

როდესაც განკითხვის დღე დადგება, იგი იმდენ ხანს გაგრძელდება, რაც სჭირდება ექვსფსალმუნის გალობას... ახლა ყველას სული სხეულით აქვს დაფარული, სამსჯავროზე კი სხეული იქნება სულით დაფარული.

ერში ყველა როდი წარწყმდება, ისევე როგროც მონასტერში ყველა არ ცხონდება! მონასტრის მონაზვნები და სამონაზვნეები მეშვიდე ცაში იქნებიან, მაგრამ რა ელოდებათ ქალწულებს, რომლებიც ერში იქნებიან? აი, ამ სქემონაზვნებს ეტყვის უფალი, რომ ამ ფარულ ქალწულებს ადგილი დაუთმონ და ეს უკანასკნელნი მათზე ბევრად უფრო წინ წარდგებიან! ეს ფარული ქალწულნი, რომელნიც ერში არიან, ღვთის წინაშე მონასტრისებზე მაღლა დადგებიან!

უკანასკნელ ჟამს ბევრი ადამიანი დაავადდება თავით, მაგრამ თუ ბოლომდე დაითმენენ, ცხონდებიან!

ერთხელ ლავრენტი ჩერნიგოველმა ტირილით თქვა, რომ მღვდელმთავრები ცოტა გვყავსო. დედებმა საეკლესიო კალენდარი გადაშალეს და თავიანთ მოძღვარს უთხრეს:

- აი, მამაო რამდენი მღვდელმთავარი გვყავს.

- არა, - უპასუხა ლავრენტიმ, - მე მხოლოდ ოთხს ვხედავ; იქნება მეხუთეც. დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებს ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე: ექნებათ მანქანები და აგარაკები, ივლიან კურორტებზე, წაერთმევათ იესუს ლოცვა! ისინი სულაც დაივიწყებენ მას! შემდეგ ისინი თვითონ გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც არ უნდა იარებოდნენ და სულმოკლეებსაც აიყოლიებენ! თქვენ კი ბრძენნი და განმსჯელნი იყავით. მათ ლამაზ სიტყვებს უსმინეთ, ხოლო მათსავე საქმეებს ნუ მიჰბაძავთ!

უკანასკნელ ჟამს ცხონება ძნელი არაა, მაგრამ ბრძნული. ვინც ყველა ამ ცდუნებას გადალახავს, ცხონდება! პირველთა შორის იქნება. უწინდელნი იქნებიან ვითარცა მნათობნი, ხოლო უკანასკნელნი - როგორც მზე.


http://www.orthodoxy.ge/tserilebi/chernigoveli.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий