воскресенье, 7 апреля 2013 г.

არის თუ არა ყველა მსოფლიო რელიგია ერთი და იგივე? ჰინდუიზმის, ბუდიზმის, ისლამის, ქრისტიანობისა და ახალი საუკუნის რელიგიის მოკლე მიმოხილვა.

კავშირი ღვთაებრივთან.
არის თუ არა ყველა მსოფლიო რელიგია ერთი და იგივე? ჰინდუიზმის, ბუდიზმის, ისლამის, ქრისტიანობისა და ახალი საუკუნის რელიგიის მოკლე მიმოხილვა.

მერილინ ადამსონისგან.

ყველა ჩვენთაგანს სურს ამისი გაკეთება ცხოვრების მანძილზე წარმატების გარკვეული ხარისხით, გარკვეული აზრით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ეს სწორედ გავაკეთეთ. და თუ სხვები ფიქრობენ, რომ მათ იციან თუ როგორ უნდა იცხოვრონ აზრიანი ცხოვრებით, რომელიც მათ კმაყოფილებას მოჰგვრის, ეს ბოლოს და ბოლოს ღირსია იმისა, რომ შევამოწმოთ. რა შეიძლება ითქვას მთავარ მსოფლიო რელიგიებზე? არის რაიმე მათში, რაც ჩვენს ცხოვრებას გაცილებით მეტ სტაბილურობასა და ფასეულობას მიანიჭებს?

მომდევნო სტრიქონები გახლავთ ცდა იმისა, რომ თვალი მიმოვავლოთ მსოფლიოს მთავარ სარწმუნოებრივ სისტემებს... ჰინდუიზმს, ახალ საუკუნეს, ბუდიზმს, ისლამს და ქრისტიანობას.* შემოგთავაზებთ თითოეულის მოკლე აღწერას, მათ განმასხვავებელ მახასიათებლებს და იმას, თუ რა სარგებლობა შეუძლია პიროვნებას მიიღოს თითოეული მათგანისაგან. შემდეგ ავტორს თქვენს სამსჯავროზე გამოაქვს ის მახასიათებლები, რომლითაც იესოს სწავლება განსხვავდება მსოფლიო რელიგიებისაგან.

*ამ სისტემათაგან თითოეულს გააჩნია სექტები განსხვავებული რწმენა-წარმოდგენებით. აქ წარმოდგენილი აღწერილობა უმთავრეს ყურადღებას მიაპყრობს წარმოდგენილი სისტემების მთავარ არსზე. სხვა მთავარი რელიგიები, ისეთი როგორიცაა იუდაიზმი, შესაძლოა განხილულ იქნეს, მაგრამ სიმოკლის გამო, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.

ჰინდუიზმი.

 ჰინდუიზმი... ღვთაების მრავალრიცხოვანი გამოვლინებები.

ჰინდუისტების უმეტესობა თაყვანს სცემს უმაღლესი ერთობის ერთარსებას (ბრაჰმას) ღმერთებისა და ქალღმერთების უამრავი წარმომადგენლების მეშვეობით. ღმერთებისა და ქალღმერთების ეს სხვადასხვა გამოვლინებები განსხეულდება კერპებში, ტაძრებში, მოძღვრებში, მდინარეებში, ცხოველებში და ა.შ.

ჰინდუსები თავიანთ პოზიციას ახლანდელ ცხოვრებაში ხედავენ მათ წინანდელ ცხოვრებაში აღსრულებული საქმეების ჭრილში. თუ მათი წინანდელი ცხოვრება ბოროტი იყო, მათ შეიძლება თავს დაატყდეთ დიდი ძნელბედობა ამ ცხოვრებაში. ჰინდუს მიზანია გახდეს თავისუფალი კარმას კანონისგან... გახდეს თავისუფალი განგრძობადი რეინკარნაციებისაგან.

ჰინდუიზმი ღვთაების მრავალრიცხოვანი გამოვლინებები არსებობს სამი შესაძლო გზა კარმას ამ ციკლის დასასრულებლად: 1. იყო ერთგული ჰინდუს რომელიმე ღმერთისა ანდა ქალღმერთისა; 2. გაიზარდო შემეცნებაში ბრაჰმას (ერთობის) მედიტაციის მეშვეობით... გაიაზრო ის, რომ ცხოვრების გარემოებები არ არის რეალური და რომ პიროვნება მხოლოდ ილუზიაა და მხოლოდ ბრაჰმაა რეალური... 3. იყო სხვადასხვა რელიგიური ცერემონიებისა და მითითებებისადმი მიძღვნილი.

ჰინდუიზმში, პიროვნებას აქვს არჩევანის თავისუფლება, იმის თავისუფლება თუ როგორ იმუშაოს სულიერი სრულყოფის მიმართულებით. ჰინდუიზმს გააჩნია აგრეთვე შესაძლო ახსნა-განმარტება ტანჯვისა და ბოროტების არსებობის შესახებ ამ მსოფლიოში. ჰინდუიზმის მიხედვით, ის ტანჯვა რომელსაც თითქმის ყოველი ადამიანი განიცდის, შესაძლოა ეს იყოს სნეულება, შიმშილი ანდა რაიმე უბედურება, შედეგია მათივე საკუთარი ბოროტი ქმედებებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ცხოვრებაში. მხოლოდ სულიერი საგნები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გათავისუფლდებიან განსხეულებების ამ ციკლიდან,ჰპოვებენ მოსვენებას.

ახალი საუკუნე.

ახალი საუკუნე... მიაჩნია, რომ ჩვენ თავად ვართ ღმერთი.
ახალი საუკუნე ხელს უწყობს განავითაროს თავად პიროვნების საკუთარი ძალა ანდა ღვთაებრიობა. როდესაც საუბარია ღმერთზე, ახალი საუკუნის მიმდევარი საუბრობს არა ტრანსცენდენტურზე, პიროვნება ღმერთზე რომელმაც შექმნა სამყარო, არამედ საუბრობს თავისივე თავში არსებულ გაცილებით მაღალ შემეცნებაზე და გონებაზე. ახალი საუკუნის პიროვნება საკუთარ თავს განიხილავს როგორც ღმერთს, კოსმოსს, სამყაროს. ფაქტია, რომ ყოველივეს რასაც პიროვნება ხედავს, ესმის, განიცდის ანდა წარმოიდგენს უნდა განისაზღვროს ღვთაებრივად.

არის რა ძალიან ეკლექტიკური, ახალი საუკუნე თავს წარმოაჩენს, უძველესი სულიერი ტრადიციების მიმდევრად. ის აღიარებს მრავალ ღმერთსა და ქალღმერთს, როგორც ჰინდუიზმი. დედამიწა განიხილება, როგორც წყარო ყოველგვარი სულიერებისა და მას გააჩნია თავისი საკუთარი გონება, ემოციები და ღვთაებრიობა. თუმცა საბოლოო ჯამში ყოველივეზე აღმატებული საკუთარი თავია. საკუთარი თავია ყოველივეს შემქმნელი, მაკონტროლებელი და ღმერთი. არ არსებობს რაიმედაგვარი სინამდვილე გარეთ, რასაც პიროვნება არ განაპირობებს.

ახალი საუკუნე ნერგავს აღმოსავლური მისტიციზმისა და სულიერების ფართო სპექტრს, მეტაფიზიკურ და ფსიქიკურ ტექნიკას: როგორებიცაა სუნთქვითი ვარჯიშები, ხოტბა და შესხმა, დაფდაფების გუგუნი, მედიტაცია... გადამუშავებულ უნარ-ჩვევებსა და პიროვნების საკუთარ ღვთაებრიობას.

ყოველივე უარყოფითი რასაც პიროვნება განიცდის (მარცხს, წუხილს, მრისხანებას, თავკერძობას, ტკივილს) განსაზღვრულია როგორც ილუზია. ახალი საუკუნის მიმდევრები არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ ისინი სრულად განაგებენ საკუთარ სიცოცხლეს და რომ არაფერია მათ ცხოვრებაში მცდარი, ნეგატიური ანდა ტკივილის მომტანი. საბოლოო ჯამში პიროვნება აღწევს ისეთ სულიერ ხარისხს, რომელიც არ აღიარებს არანაირ ობიექტურ, გარეშე რეალობას. პიროვნება, რომელიც ღმერთი ხდება, თავად ქმნის თავის საკუთარ რეალობას


ბუდიზმი.
ბუდიზმს... სწამს, რომ არც ღმერთი და არც ღმერთები არ არსებობობენ.

ბუდისტები არ ეთაყვანებიან ღმერთებს ანდა ერთ ღმერთს. ადამიანები, რომლებიც ბუდიზმის მიმდევრები არ არიან, ხშირად ფიქრობენ, რომ ბუდისტები ბუდას ეთაყვანებიან. რეალობა კი ის არის, რომ ბუდას (სიდაჰატრა გაუტამა) არასოდეს უმტკიცებია ის, რომ ის ღვთაებრივია; მისი მიმდევრები მას ჭვრეტენ, როგორც იმისი მიღწევის მოწადინეს, რის მიღწევისაკენ თავადაც ისწრაფვიან, რაც გახლავთ სულიერი გაცისკროვნება და ამით სიცოცხლისა და სიკვდილის ცვალებადი ციკლისაგან განთავისუფლება. ბუდისტების უმრავლესობას სწამს, რომ პიროვნება განწირულია უამრავი ხელმეორე დაბადებისათვის, რასაც მოუცილებლად თან სდევს ტანჯვა. ბუდისტი ისწრაფვის თავი დააღწიოს ამ ხელმეორე დაბადებებს. ბუდისტებს სწამთ, რომ პიროვნების მძაფრი სურვილებია, ზიზღი და სიცრუეა რაც იწვევს ამ განსხეულებებს. ამიტომაც, ბუდისტების მიზანია პიროვნების გულის განწმედა მანკიერი სურვილებისაგან, რომლებიც ისწრაფვიან იმისაკენ, რომ დაეუფლონ ადამიანს.

ბუდისტები მისდევენ რელიგიური პრინციპების რიგს და ძალიან ერთგულობენ მედიტაციას. როდესაც ბუდისტი მედიტაციაშია ჩაფლული ეს არ არის იგივე რაც ლოცვა ანდა ყურადღების ფოკუსირება ღმერთზე, ეს უფრო მეტია ვიდრე თვით-დისციპლინა. პრაქტიკული მედიტაციის მეშვეობით პიროვნებას შეუძლია მიაღწიოს ნირვანას -- “კამარის შეკვრა და გასხლტომა” სურვილთა ცეცხლისაგან.

ბუდიზმი უზრუნველყოფს იმას, რაც მისაღებია მსოფლიო რელიგიათაგან უმრავლესობისათვის: დისციპლინას, ფასეულობებსა და დირექტივებს, რომელთა მიხედვითაც პიროვნებას შეუძლია იცხოვროს.


 ისლამი.
ისლამი... მიძღვნილია ერთი ტრანსცენდენტური ღმერთისადმი.

მუსლიმებს სწამთ, რომ არსებობს ერთი ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც ალაჰი ჰქვია, რომელიც უზენაესია და ტრანსცენდენტურია კაცობრიობისაგან. ალაჰია შემოქმედი სამყაროსი და არის წყარო ყოველგვარი კეთილისა და ბოროტისა (ანუ ყოველივე მისი შექმნილია. მთარგმნელის განმარტება). ყოველივე რაც ხდება ალაჰის ნებაა. ის არის ძლიერი და მკაცრი მსაჯული, რომელიც იქნება მოწყალე თავისი მიმდევრების მიმართ, რაც დამოკიდებულია მათ ცხოვრებაში აღსრულებული კეთილი საქმეების რაოდენობაზე და რელიგიური ცხოვრებისადმი ერთგულებაზე. მიმდევრების ურთიერთობა ალაჰისადმი განისაზღვრება, როგორც ალაჰის მსახური.

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები პატივს მიაგებენ რამდენიმე წინასწარმეტყველს, მუჰამედი მიჩნეულია უკანასკნელ წინასწარმეტყველად და მისი სიტყვები და ცხოვრების სტილი წარმოადგენს ავტორიტეტს მუსლიმანებისთვის. იმისათის რომ იყოს მუსლიმი, პიროვნებამ უნდა აღასრულოს ხუთი რელიგიური მოვალეობა: 1. გაიმეოროს და აღიაროს თავისი კრედო ალაჰისა და მუჰამედისადმი; 2. აღასრულოს განსაზღვრული ლოცვები არაბულად დღეში ხუთჯერ; 3. დაეხმაროს გაჭირვებულებს; 4. ერთი თვის მანძილზე ყოველ წელს, თავი შეიკავოს საკვებისაგან, სასმელისაგან, ქალთან წოლისაგან აისიდან დაისამდე; 5. თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც მოილოცოს მექა. სიკვდილის შემდეგ – ეს წარმოდგენა დაფუძნებულია პიროვნების ერთგულებაზე ამ მოვალეობებისადმი – მუსლიმი იმედოვნებს რომ შევა ედემის ბაღში. თუ ასე არ მოხდება ისინი სამუდამოდ დაიტანჯებიან ჯოჯოხეთში.

მრავალი ადამიანისათვის, ისლამი არის სწორედ ის, რასაც ისინი ფიქრობენ რელიგიასა და ღვთაებრიობაზე. ისლამი ასწავლის, რომ არსებობს ერთი უზენაესი ღმერთი, რომელსაც თაყვანს ვცემთ კეთილი საქმეებითა და მოწესრიგებული რელიგიური რიტუალებით. სიკვდილის შემდეგ კი პიროვნება ან პატივდებულია ან დასჯილია მისი საკუთარი რელიგიური ერთგულების შესაბამისად.


ქრისტიანობა – რწმენა იესო ქრისტესი.

 
ქრისტიანობა... სწამს უსაზღვრო და პიროვნული ღმერთისა.

ქრისტიანებს სწამთ მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც განგვიცხადა საკუთარი თავი და შეგვიძლია მისი შემეცნება პიროვნულად ამ ცხოვრებაში. იესო ქრისტესთან ერთად პიროვნება თავის ყურადღებას მიმართავს არა რელიგიურ რიტუალებსა და კეთილი საქმეების აღსრულებაზე, არამედ ტკბება ღმერთთან ურთიერთობით და იზრდება მის შემეცნებაში.

იესოს რწმენა თავისთავად, არა მხოლოდ მის სწავლებაშია, არამედ უფრო მეტად იმაში, თუ როგორ განიცდის ქრისტიანი სიხარულსა და აზრიან ცხოვრებას. დედამიწაზე თავისი ცხოვრების მანძილზე, იესოს არ მოუხდენია თავისი თავის იდენტიფიცირება არც წინასწარმეტყველზე, რომელიც ადამიანებს ღმერთზე მიუთითებს, არც ისეთ მოძღვარზე, რომელიც გასხივოსნებულია. არა, იესო ამტკიცებდა რომ ის ღმერთია ადამიანის სხეულით. ის ახდენდა სასწაულებს, ცოდვებს პატიობდა ადამიანებს და ამბობდა, რომ ყოველი ვინც მას ირწმუნებს საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრე იქნება. ის ამის მსგავს მტკიცებულებებს გვთავაზობდა: “მე ვარ ნათელი სოფლისა; ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.”1

ქრისტიანები ბიბლიას ღვთის წერილად თვლიან კაცობრიობისადმი. გარდა ამისა ამ წიგნში აღწერილია იესოს ცხოვრება და სასწაულები, ბიბლია დამატებით გვიმხელს ღმერთის პიროვნულობას, მის სიყვარულსა და ჭეშმარიტებას, და იმას თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ გვქონდეს ურთიერთობა მასთან.

რა ხიფათსა და თავგადასავალსაც არ უნდა წააწყდნენ ქრისტიანები თავის ცხოვრებაში, მათ მაინც შეუძლიათ პირი იბრუნონ ბრძენი და ძლიერი ღმერთისაკენ რომელსაც ისინი მაინც უყვარს. ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთი პასუხობს მათ ლოცვებს და რომ ცხოვრება აზრს იძენს მაშინ, როდესაც ისინი ღვთის პატივისცემით არიან გამსჭვალულები.

არსებობს განსხვავება?

როდესაც ვაკვირდებით ამ მთავარ სარწმუნოებრივ სისტემებს და მათ შეხედულებებს ღმერთზე, ჩვენ დიდ განსხვავებას ვპოულობთ:

ჰინდუიზმი აღიარებს მრავალრიცხოვან ღმერთებსა და ქალღმერთებს.
ბუდისტები ამბობენ, რომ არ არსებობს ღვთაებრიობა.
ახალი საუკუნის მიმდევრებს სჯერათ, რომ თავად არიან ღმერთი.
მუსლიმებს სწამთ ძლიერი მაგრამ შეუცნობი ღმერთი.
ქრისტიანებს სწამთ ღმერთი, რომელიც მოსიყვარულეა და მისაწვდომი.

ყველა რელიგია ეთაყვანება თუ არა ერთსა და იმავე ღმერთს? მოდით განვსაზღვროთ ეს. ახალი საუკუნე ასწავლის, რომ ყველა უნდა მივიდეს შეთანხმებამდე კოსმიურ შემეცნებასთან (გონებასთან) მიმართებით, ეს კი მოითხოვს იმას, რომ ისლამმა დათმოს თავისი ერთი ღმერთი, ჰინდუიზმმა კი დათმოს თავისი მრავალრიცხოვანი ღმერთები, ბუდიზმს რაც შეეხება მან უნდა აღიაროს რომ არსებობს ღმერთი.

მსოფლიოს მთავარი რელიგიები (ჰინდუიზმი, ახალი საუკუნე, ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა), თითოეული მათგანი საკმაოდ უნიკალურია. და ამათგან ერთი აცხადებს, რომ არსებობს პერსონალური, მოსიყვარულე ღმერთი, რომლის შემეცნებაც შესაძლებელია, ახლა ამ ცხოვრებაში. იესო ქრისტე ლაპარაკობდა ისეთ ღმერთზე, რომელიც გვეძახის ჩვენ, ესწრაფვის ჩვენთან ურთიერთობას და აღგვითქვამს, რომ იქნება ჩვენს გვერდით, როგორც მანუგეშებელი, მრჩეველი და ძლიერი ღმერთი; ღმერთი რომელსაც ვუყვარვართ ჩვენ.

ჰინდუიზმში პიროვნება საკუთარი ძალისხმევით ცდილობს მიაღწიოს კარმისაგან განთავისუფლებას. ახალ საუკუნეში პიროვნება მუშაობს თავისი საკუთარი ღვთაებრიობის სრულყოფისათვის. ბუდიზმში ინდივიდუალური ძიების საგანია იყო თავისუფალი სურვილებისაგან. და ისლამში, ინდვიდი იცავს რელიგიურ კანონებს იმისათვის, რათა მოხვდეს სამოთხეში სიკვდილის შემდეგ. იესოს სწავლებაში კი თქვენ ხედავთ პერსონალურ ურთიერთობებს პერსონალურ ღმერთთან – ურთიერთობას, რომელიც გრძელდება შემდეგაც, საუკუნო სიცოცხლის სახით.

შეუძლია თუ არა პიროვნებას კავშირი დაამყაროს ღმერთთან ამ სიცოცხლეში?

პასუხი დადებითია. თქვენ არა მხოლოდ შეგიძლიათ კავშირი დაამყაროთ ღმერთთან, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ იცოდეთ ის, რომ ღმერთი გიღებთ თქვენ და უყვარხართ.

მსოფლიო რელიგიათაგან უმეტესობა პიროვნებას მოუწოდებს საკუთარი ძალებით მიაღწიონ და ესწრაფონ სულიერ სრულყოფილებას. მაგალითად, ბუდა არასოდეს არ ამტკიცებდა უცოდველობას. მუჰამედიც აღიარებდა იმას, რომ მას სჭირდებოდა მიტევება. “არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბრძენი, რამდენად დაჯილდოებული და ნიჭიერი, რამდენად უფრო გავლენიანი შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა წინასწარმეტყველებზე, ბრძენებზე, და მოძღვრებზე, ყველა მათგანმა გონებით იცის, რომ ისინი არასრულყოფილნი არიან ყველა ჩვენთაგანის მსგავსად.”2

იესო ქრისტეს კი არასოდეს არ უხსენებია რომელიმე პერსონალური ცოდვა. ამის ნაცვლად, იესო პატიობდა ადამიანებს მათ ცოდვებს და მას სურს, რომ ჩვენც მოგვიტევოს ცოდვები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი სისუსტეები, ის სფეროები ჩვენი ცხოვრებისა, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი სხვებისათვის უჯეროდ იფიქრონ ჩვენზე, სფეროები სადაც ჩვენ თავად არ გვინდა ყოფნა... შეიძლება ეს იყოს მიდრეკილება რაიმე ცოდვისადმი, შეიძლება ეს იყოს ცუდი ხასიათი, მანკიერება, გესლიანი შენიშვნები და ა.შ. ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ, მაგრამ სძულს ცოდვა. მან თქვა, რომ ცოდვის შედეგი მისგან ჩვენი გამოყოფაა. თუმცა ღმერთმა გამონახა გზა იმისათვის, რომ პატიება ეჩუქებინა ჩვენთვის. იესომ, ღვთის ძემ, ღმერთმა ადამიანის სხეულით, თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები, ეწამა ჯვარზე, და თავისი ნებით მოკვდა ჩვენს მაგივრად. ბიბლია ამბობს: “ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის.”3

ღმერთი გვთავაზობს სრულ პატიებას, იესოს სიკვდილის გამო. ეს ნიშნავს ყველა ჩვენი ცოდვის პატიებას... წარსულისას, დღევანდელისას და მომავლისას. იესომ ყველა მათგანისათვის გადაიხადა. სამყაროს შემოქმედ ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ და სურს ჰქონდეს ურთიერთობა ჩვენთან. “ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათაა მისით ვიცოხლოთ.”4

იესოს მეშვეობით ღმერთი გვთავაზობს რეალურ თავისუფლებას ცოდვისა და დანაშაულის განცდისაგან. ის არ ტოვებს პიროვნების მარცხს მის საკუთარ მხრებზე, იმის გაურკვეველი იმედით, რომ პიროვნება უკეთესი გახდება ხვალ. იესო ქრისტეში, ღმერთი მიწვდა კაცობრიობას, და უზრუნველჰყო თავისი შემეცნების გზა. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”5

ღმერთს სურს, რომ მას ვიცნობდეთ

ჩვენ შექმნილნი ვართ ღმერთისგან იმისათვის, რომ ვიცხოვროთ და გვქონდეს ურთიერთობა მასთან. იესომ თქვა: “ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება... ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.”6 იესო მოუწოდებდა ხალხს, რა მარტო გაჰყოლოდნენ მის სწავლებას, არამედ გაჰყოლოდნენ მას. მან თქვა: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.”7 იმის მტკიცებით, რომ ის არის ჭეშმარიტება, ქრისტე სცილდება უბრალო წინასწარმეტყველებისა და მოძღვრების ფარგლებს, რომლებიც მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ისინი ლაპარაკობენ ჭეშმარიტებას.8

იესო თავს ღმერთს უტოლებდა, და ამისი მტკიცებულებაც მოიყვანა. იესომ თქვა, რომ ის ჯვარცმული იქნება და რომ თავისი სიკვდილიდან მესამე დღეს აღდგება ანუ დაუბრუნდება სიცოცხლეს. მას არ უთქვია, რომ ის განიცდიდა რეინკარნაციას რომელიმე დღეს მომავალში. (ვის შეუძლია იცოდეს ფაქტობრივად გააკეთა თუ არა მან ეს?) მან თქვა: დასაფლავებიდან სამი დღის შემდეგ ის ცოცხალი გამოეცხადებოდა მათ, ვინც მისი ჯვარცმა იხილა. სწორედ იმ მესამე დღეს, იესოს საფლავი ცარიელი ნახეს და მრავალმა ადამიანმაც დაამოწმა, რომ იესო ცოცხალი იხილეს. ის ახლა საუკუნო სიცოცხლეს გვთავაზობს ჩვენ.

ეს არის ორმხრივი ურთიერთობა.

მრავალი რელიგია ყურადღებას ამახვილებს პიროვნების სულიერ ძალისხმევაზე. იესო ქრისტესთან ერთად ეს ორმხრივი ურთიერთობაა თქვენსა და ღმერთს შორის. ის გვიღებს, როდესაც მასთან მივდივართ. “ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.”9 თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობა დაამყაროთ ღმერთთან, რომელიც უპასუხებს თქვენს ლოცვას, მოგცემთ გაცილებით დიდ სიმშვიდესა და სიხარულს, სწორ მიმართულებას, დაგანახვებთ თავის სიყვარულს, და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. იესომ თქვა, “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.”10 ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება სრულყოფილი გახდება და გაქრება პრობლემები. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების შუაძალზე, შენ შეგიძლია ურთიერთობა დაამყარო ღმერთთან, რომელსაც სურს რომ ჩართული იყოს შენს ცხოვრებაში და იყოს ერთგული თავის სიყვარულში.

ეს არ არის თვით-განვითარების მეთოდისადმი მიძღვნა მსგავსად რვა ღრმულის ბილიკი ანდა ხუთი სვეტი, ანდა მედიტაცია, ან კეთილი საქმეები ან თუნდაც ათი მცნება. ისე ჩანს, რომ ეს მკაფიოდ გამოკვეთილი, კარგად განსაზღვრული, სულიერების ადვილად სავალი ბილიკია. მაგრამ ისინი იქცევიან საკმაოდ მომქანცველ ძიებად სრულყოფილებისათვის, და კავშირი ღმერთთან კვლავ შორსაა. ჩვენი იმედი არ არის კანონებისა და სტანდარტების მიყოლა, არამედ არის ცნობა მხსნელისა, რომელიც სრულად გვიღებს ჩვენ, მისდამი ჩვენი რწმენისა და ჩვენდამი მისი მსხვერპლის გამო. ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ ადგილს ზეცაში ჩვენი რელიგიური ძალისხმევითა და კეთილი საქმეებით. ზეცა თავისუფალი საჩუქარია ჩვენთვის მაშინ, როდესაც ვიწყებთ ურთიერთობას იესო ქრისტესთან.

გსურთ თუ არა, რომ სრულად იქნეთ მიტევებული და პერსონალურად მიხვიდეთ თქვენდამი ღმერთის სიყვარულის შემეცნებასთან?

ღმერთთან ურთიერთობის დაწყება

თქვენ ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან. ეს ძალზე მარტივია, თქვენ შეგიძლიათ გულწრფელად სთხოვოთ ღმერთს მოგიტევოთ ცოდვები და მიიწვიოთ ის საკუთარ ცხოვრებაში. იესომ თქვა: “აჰა ვდგავარ კართან [თქვენი გულის კართან] და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.”11 გინდა რომ დაიწყო ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც შენი შემქმენლია, რომელსაც ძალიან უყვარხარ? შენ ამის გაკეთება ახლავე შეგიძლია, თუ ეს შენი გულის სურვილია: “ღმერთო, გთხოვ მაპატიო; გიწვევ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გულში სწორედ ახლა. მადლობა იესო, რომ ჩემი ცოდვებისათვის მოკვდი. მადლობა იმისათვის, რომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში ისე როგორც აღმითქვი.”

ბიბლია გვეუბნება ჩვენ, “ხოლო ვინც მიიღო იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”12 თუ თქვენ გულწრფელად სთხოვეთ ღმერთს შემოსულიყო თქვენს ცხოვრებაში, თქვენ უკვე დაიწყეთ პირადი ურთიერთობები მასთან. ეს იმას ჰგავს, რომ თქვენ მხოლოდ ახლა შეხვდით ღმერთს და რომ მას სურს დაგეხმაროთ გაიზარდოთ მის შემეცნებაში, დაინახოთ მისი სიყვარული თქვენს მიმართ, და რომ გიწინამძღვროთ სიბრძნით ყოველგვარი წინააღმდეგობის გადალახვისას. წიგნი, რომელსაც ბიბლიაში “იოანე” ჰქვია არის კარგი წყარო იმისათვის, რომ უფრო მეტი ისწავლო ღმერთთან ურთიერთობის შესახებ. შესაძლოა თქვენ გინდათ კიდევ ვინმეს უთხრათ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თქვენ მიიღეთ, როდესაც სთხოვეთ იესოს შემოსულიყო თქვენს ცხოვრებაში.

მსოფლიო რელიგიებში პიროვნებას აქვს ურთიერთობა სწავლებებთან, იდეებთან, გზებთან, რიტუალებთან. იესოს მეშვეობით, პიროვნებას შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე ღმერთთან. შენ შეგიძლია ისაუბრო მასთან და ის გიწინამძღვრებს ამ ცხოვრებაში. ის არა მხოლოდ მიგითითებს შენ გზაზე, ფილოსოფიაზე, ან რელიგიაზე. ის მიესალმება შენს შემეცნებას, ამით გამოწვეულ სიხარულის განცდას, და იმას რომ გქონდეს დარწმუნებულობა მის სიყვარულში ცხოვრების გამოწვევების წინაშე. “ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი.”13.

(1) იოანე 8:12
(2) ერვინ ფ. ლუტცერი, ქრისტე სხვა ღმერთებს შორის (ჩიკაგო: მუდის პრესა, 1994), გვ. 63
(3) 1 იოანე 3:16
(4) 1 იოანე 4:9
(5) იოანე 3:16
(6) იოანე 6:35
(7) იოანე 14:6
(8) ლუტცერი, გვ. 106
(9) ფსალმუნები 144:18
(10) იოანე 10:10
(11) გამოცხადება 3:20
(12) იოანე 1:12
(13) 1 იოანე 3:1

Комментариев нет:

Отправить комментарий