понедельник, 15 апреля 2013 г.

რა დაემართა გოლფსტრიმს?

უკანასკნელი თანამგზავრული მონაცემების მიხედვით გოლფსტრიმი უკვე აღარ არსებობს. ჩრდილოეთ ატლანტიკის ზღვის დინებათა მთელი სისტემა პლანეტის სითბური რეგულაციის საკვანძო ელემენტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ირლანდიას და ინგლისს თავისუფალნი იყვნენ გამყინვარებისგან, ხოლო სკანდინავიურ ქვეყნებს იყონ არც ისე ცივი. გოლფსტრიმი იცავდა მთელს მსოფლიოს ახალი გამყინვარებისგან. ცირკულაციის თერმოჰალინური სისტემა სადღეისოდ მთელ რიგ ადგილებში მოკვდა და კვდება სხვა უბნებშიც. გოლფსტრიმი - ეს არის თბილი "მდინარე", რომელიც მოძრაობდა ატლანტიკური ოკეანის გავლით, აღწევდა მურმანსკამდე, ათბობდა მთელს ევროპას და ერთდროულად იცავდა მას პოლარული ქარებისგან.

თვალსაჩინოებისთვის, თუ რა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე გოლფსტრიმთან დაკავშირებით, იტალიელმა ფიზიკოსებმა გამოიყენეს ცივი წყლით სავსე აბაზანა, სადაც ჩაუშვეს თბილი წყლის დინება და ნაკადს შეფერილობა მისცეს. შესაძლებელი გახდა ცივი და თბილი ნაკადების დანახვა. როდესაც აბაზანაში ზეთი ჩაასხეს, წყლის ფენების საზღვრები დაირღვა. ეს არის ის, რაც ამჟამად ხდება მექსიკის ყურესა და ატლანტიკის ოკეანეში გოლფსტრიმთან მიმართებაში. "თბილი წყლის" მდინარე, რომელიც კარიბის აუზიდან მოედინება ვერ აღწევს დასავლეთ ევროპამდე, ის კვდება კორექსიტის გამო, რომელიც არის ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენების უფლება ბრიტიშ პეტროლიუმს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მისცა, რათა დაეფარა გასული წლის აპრილში საბურღი პლატფორმის აფეთქებით გამოწვეული ზარალი.

დაახლ. 2 მლნ. გალონი კორექსიტი, ასევე 200 მლნ. გალონზე მეტი ნედლი ნავთობი რამოდენიმე თვის განმავლობაში იღვრებოდა BP-ს ჭაბურღილიდან მექსიკის ყურეში. ასე ეფექტურად დაფარეს ნავთობის უდიდესი ნაწილი, ჩაუშვეს ის ფსკერზე და იმედოვნებდნენ, რომ კონცერნი BP მოახერხებდა ფედერალური ჯარიმის ზომის შემცირებას, რომელიც ნავთობკატასტროფის ზომებზეა დამოკიდებული. დღეისთვის მექსიკის ყურის ფსკერის ეფექტური "გაწმენდის" არანაირი მეთოდი არ არსებობს. გარდა ამისა, ნავთობმა უკვე ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირომდეც მიაღწია და ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილშიც გამოჟონა. ნავთობის ეფექტური გაწმენდის საშუალება არც იქ არის, რომელიც ფსკერზეა ჩაწოლილი...

გოლფსტრიმის გაჩერების შესახებ მსოფლიოს პირველად ამცნო იტალიელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა ფრასკატის ინსტიტუტიდან, დოქტორმა ჯანლუიჯი ზანგარიმ (Zangari), რომელიც მონიტორინგს აწარმოებდა მექსიკის ყურეში. მისი ინფორმაცია მოცემულია 2010 წლის 12 ივნისის სტატიაში და ეფუძნება თანამგზავრ CCAR კოლორადოს მონაცემებს, რომელიც შეთანხმებულია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების NOAA-ს (National Oceanic and Atmospheric Administration) მონაცემებთან. მოგვიანებით, CCAR-ის სერვერზე ეს მონაცემები შეცვალეს, ანუ მეცნიერის თქმით, გააყალბეს. ზანგარი მიიიჩნევს რომ ამ უბედურების გამო "ახლო მომავალში ევროპის გამყინვარება გარდაუვალი იქნება".

დ-რი ზანგარის მტკიცებით ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც მუდმივად ფართოვდება მოცულობაში, ისეთ უზარმაზარ ოლქებს იპყრობს, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს პლანეტის მთელს თერმორეგულაციაზე, რადგან ირღვევა თბილი წყლის ნაკადის ფენები. კონვეიერმა მექსიკის ყურეში თავისი არსებობა შეწყვიტა გასული წლის შემოდგომით. თანამგზავრთა ბოლო მონაცემების მიხედვით, სადღეისოდ გოლფსტრიმი ნაწილებად იშლება და კვდება ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროდან დაახლოებით 250 კმ-ს დაშორებით.
იმ ინტერესის გამო, რაც გოლფსტრიმის "გაქრობის" თემამ გამოიწვია ინტერნეტში, რუსმა მეცნიერმა, პროფესორმა სერგეი ლოპატნიკოვმა თავის ბლოგში დაწერა სტატია, სადაც ამტკიცებს, რომ "თერმოჰალინური სისტემა, სადაც თბილი წყლები მიედინებიან უფრო ცივ წყლებში, უდიდეს ზეგავლენას ახდენს არა მარტო ოკეანეზე, არამედ ატმოსფეროს მაღალ ფენებზეც შვიდი მილის რადიუსში. ჩრდილოეთ ატლანტიკის აღმოსავლეთ ნაწილში გოლფსტრიმის გაქრობამ გასული წლის ზაფხულში დაარღვია ატმოსფერული დინებების ნორმალური სვლა, რის შედეგადაც, დედამიწის სხვადასხვა არეალში ჩამოყალიბდა არნახულად მაღალი ტემპერატურები, დაიწყო გვალვები და წყალდიდოებები ცენტრალურ ევროპაში, ტემპერატურა ამაღლდა აზიის მრავალ ქვეყანაში, დაიწყო მასობრივი წყალდიდობები ჩინეთში, პაკისტანსა და აზიის სხვა ქვეყნებში".

რას ნიშნავს ეს ყოველივე? ეს ნიშნავს, რომ მომავალში, პლანეტის სხვადასხვა ადილას მოხდება სეზონთა ძალდატანებითი აღრევები, ხშირი მოუსავლიანობა, გვალვების გახშირება და წყალდიდობები. შეგახსენებთ, რომ კონცერნ BP-ს მიერ მექსიკის ყურის ფსკერზე "ნავთობვულკანის" წარმოქმნამ მოკლა პლანეტის მსოფლიო კლიმატის კარდიოსტიმულატორი. აი, რას ბრძანებს დ-რი ზანგარი: "მე კარგად ვიცი ჩვენი ატმოსფეროს ისტორია და კლიმატი, და ისიც, როგორ იყო ის, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში წარმოება მეტად ინსტენსიურად მოქმედებდა გარემოზე, გამონაბოლქვები ქმნიდნენ სითბური გაზების უზარმაზარ რაოდენობას, რომლებმაც, უდავოდ, თავისი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინეს კლიმატზე; ანუ ანთროპოგენული მიზეზი კლიმატის ცვლილებისა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კლიმატი საკმაოდ ფაქიზი მოვლენაა. დედამიწაზე მაღალი ტემპერატურების გარდა გამყინვარებებიც იყო. ისინი კი სითბური გაზების კონცენტრაციის დროს წარმოიქმნებიან. მაშინ ჩნდება ე. წ. "თეთრი დედამიწა". მოკლედ, ჩვენ ახლა სწორედ ამგვარ ვითარებას უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ცხელ ანომალიებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის ისტორიაში ადრეც ყოფილა. ყველაფერი, რაც მოხდა, ადამიანთა ცივილიზაციას შესაბამის შედეგებამდე მიიყვანს, კერძოდ, ეს იქნება ეკოლოგიური კოლაფსი, გლობალური შიმშილი, სიკვდილიანობა და მოსახლეობის მასობრივი მიგრაციები იმ ზონებიდან, რომლებიც ადამიანის საბინადროდ უვარგისი აღმოჩნდება...

ახალი გამყინვარება შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ მომენტში (ჩრდილოეთის ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ აპრილია, გაზაფხული ჯერაც არ დამდგარა). ის დაიწყება ჩრდილოეთ ამერიკის გამყინვარებით, ევროპით და აზიით. ახალი გამყინვარება, სწრაფი დადგომის შემთხვევაში, გაანადგურებს დედამიწის მოსახლეობის 2/3; ხოლო მოვლენების თანდათანობითი განვითარების პირობებში დაიღუპება ამ ციფრებს მიახლოებული რაოდენობა, და ეს ყველაფერი მოხდება რამოდენიმე წელიწადში!

დ-რ ზანგარი შეშფოთებულია იმით, რომ თუ უახლოეს მომავალში არ დაიძვრება წრიული დინება მექსიკის ყურეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს გლობალური შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან ამინდს პლანეტაზე. როგორც მეცნიერი ამბობს "რეალურ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, ბუნებრივი და მოქმედი სისტემა შეეცვალა უმოქმედო, ადამიანის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილ სისტემას". და რაც ყველაზე ცუდია - თანამგზავრებიდან რეალურ დროში მიღებული მონაცემები ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მექსიკის ყურეში წარმოიქმნა სწორედ ხელოვნურად შექმნილი სისტემა. ამ ახალი და არაბუნებრივი სისტემის ჩარჩოებში რადიკალურად შეიცვალა ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ზღვის წყლის სიბლანტე, ტემპერატურა და მარილიანობა. ამან შეაჩერა მექსიკის ყურის დინება. დ-რი ზანგარი მათემატიკური სიზუსტით იტყობინება (რასაც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების დინამიკაც ადასტურებს), რომ "დღეისთვის გოლფსტრიმის ტემპერატურის გაზომვა 76-ე და 47-ე მერიდიანებს შორის გვიჩვენებს, რომ ის 10 გრადუსით უფრო ცივია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. შეიძლება ვთქვათ, რომ მექსიკის ყურეში თბილი წრიული დინების შეჩერება გოლფსტრიმის ტემპერატურის დაცემასთან პირდაპირ არის დაკავშირებული".

იტალიელი მეცნიერის აზრს დავუმატებთ სხვა მკლევართა შეხედულებებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ "ნავთობისა და კორექსიტის ამ ჯოჯოხეთურ კოქტეილს" შეუძლია გაანადგუროს ყოველგვარი სიცოცხლე ატლანტიკაში.

დიდი მადლობა ВР-ს და ბარაკ ობამას!...

დღემდე არსებობდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. თუ კლიმატი შეიცვლება, ეს უკვე მსოფლიო სისტემური კრიზისი იქნება.

წყარო: http://earth-chronicles.ru/news/2013-04-03-41609

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий