среда, 3 апреля 2013 г.

ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად.

მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე)


ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად.

ეკლესიის ისტორია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად – „სხვა არს მთესვარი და სხუა არს მომკელი. მე წარგავლინებ თქვენ მკად, რომელსა თქუენ არა დაჰშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით” (იოანე 4, 37-38), – უბრძანა ქრისტემ მოციქულებს, ამიტომ ეკლესიის ისტორიკოსები საჭიროდ თვლიან, თავდაპირველად ქრისტეს, ვითარცა მხსნელისა და გამომსყიდველის მისაღებად კაცობრიობის მომზადების პროცესის გადმოცემას. საქართველოს ეკლესიის ისტორიასაც შესავლის სახით წინ უნდა უძღოდეს თხრობა ქართველი ერის სარწმუნოებრივი ყოფის შესახებ ქრისტეშობამდე, მისი მომზადება ქრისტიანობის მისაღებად. საბედნიეროდ, ქართული ეკლესიის ისტორიკოსს შეუძლია ამოკრიბოს ცნობები ძველ აღთქმასა და ქრისტიანობის პირველ მასწავლებელთა თხზულებებში ქართველი ერის ყოფა-ცხოვრების შესახებ ქრიტეშობამდე.


http://iberiana.wordpress.com/iberiana/ananiashvili/

Комментариев нет:

Отправить комментарий