вторник, 9 апреля 2013 г.

მიირთვით ყავა.

შვიდი არგუმენტი ყავის სასარგებლოდ.

 ყავა არა მარტო გათბობს და ტონუსს გაძლევს, არამედ შესაძლოა საკმაოდ საჭიროც იყოს ორგანიზმისთვის. ბოლო ათწლეულში მეცნიერებმა გამოიკვლიეს ყავის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და გასაოცარი შედეგები მიიღეს. ქვემოთ ჩამოთვლილია შვიდი მიზეზი, რომლის გამოც ყავა შესაძლოა არსებულ სასმელელებს შორის ყველაზე სასარგებლოდ მივიჩნიოთ.


1. ყავა ააქტიურებს ადამიანის გონიერებას

ეს სასმელი არა მარტო ამხნევებს ადამიანს, არამედ ბუკვალური გაგებით გონიერებასაც მატებს.

ყავის აქტიური ინგრედიენტია ნივთიერება, რომელსაც კოფეინი ეწოდება. ის ახდენს ადამიანის შრომითუნარიანობის პოტენცირებას და ყველაზე გამოყენებადი ფსიქოსტიმულატორია მთელს მსოფლიოში.

კოფეინი თავის ტვინზე მოქმედებს ადენოზინის ნეირომედიატორის ბლოკირების მეშვეობით, რის შედეგადაც ძლიერდება ტვინის ნეირონების აქტივობა და თავისუფლდება ისეთი ნეირომედიატორები, როგორიცაა დოფამინი და ნრადრენალინი.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კოფეინის ზემოქმედების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია გამოაკეთოს ადამიანის განწყობილება და რეაქცია, მოახდინოს მეხსიერების სტიმულაცია, ყურადღების კონცენტრაცია და შეთვისების უნარი.

შეჯამება: კოფეინი გარკვეული ნეირომედიატორის ბლოკირების გზით ახდენს მასტიმულირებელ ეფექტს. გამოკვლევებმა დაადასტურა მისი უნარი გააუმჯობესოს ადამიანის განწყობა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირება.


2. ყავა "წვავს" ცხიმოვან გამონაყოფს და აუმჯობესებს ფიზიკურ ფორმას.

სწორედ ამიტომაც შედის ის ცხიმის საწინააღმდეგო ბიოდანამატების შემადგენლობაში. თავისი მასტიმულირებელი ეფექტის გამო კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ახდენს ცხიმოვანი მჯავების დაჟანგვის პოტენცირებას. კოფეინის ზოგიერთი მექანიზმი აუმჯობესებს ფიზიკურ ფორმას, ნაწილობრივ ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციის გზით, რომელიც ორგანიზმის ქსოვილებიდან გამოიყოფა.

ორმა დამოუკიდებელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ კოფეინი 11-12%-ით აუმჯობესებს სპორტულ მონაცემებს

შეჯამება: კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას და ახდენს ქსოვილების ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციას. კოფეინის მიღება აუმჯობესებს სპორტულ მიღწევებს.


3. ყავა მნიშვნელოვანწილად ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების შესაძლებლობას.

მეორე ტიპის დიაბეტით დაავადება დამოკიდებულია ცხოვრების წესზე. ამ სნეულების გავრცელებამ ამ ბოლო დროს ლამის ეპიდემიური ხასიათი მიიღო, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობის ათჯერადი ზრდა შეიმჩნევა. სადღეისოდ ამ სნეულებით ავად არის დაახლოების 300 მილიონი ადამიანი.

დიაბეტის ამ სახეობას ახასიათებს შაქრის დიდი შემცველობა სისხლში. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ინსულინისადმი მდგრადობით ან ორგანიზმის უუნარობით დამოუკიდებლად გამოიმუშაოს ინსულინი.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინი მნიშვნელოვნად (კერძოდ, 23%--ით) ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მონაცემი 67%-საც აღწევს.

გაანალიზებულ იქნა 18-მდე სამეცნიერო გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 457 922 ადამიანი. შედეგად გაირკვა, რომ ყოველი დამატებითი ფინჯანი ყავა დღეში ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს მთელი 7%-ით. რაც უფრო ხშირად მიიღება ყავა, მით უფრო მცირეა დიაბეტით დაავადების რისკი.

შეჯამება: ყავის რეგულარული მიღება ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას. ადამიანები, რომლებიც დღეში რამოდენიმე ფინჯან ყავას სვამენ ნაკლებად არიან დაქვემდებარებულნი დიაბეტის ამ სახით დასნებოვნებას.



4. ყავა ამცირებს ალცჰეიმერისა და პარკინსონის სნეულებებით დაავადების რისკსაც

ყავა არა მარტო ახდენს უმაღლესი ნერვული სისტემის ცხოველმოქმედების სტიმულაცია, მას ტვინის დაბერებისგან დაცვაც შეუძლია. ალცჰეიმერის დაავადება - ყველაზე გავრცელებული ნეიროდგენერატიული დაავადებაა მთელს მსოფლიოში. სხვა დაავადებებთან შედარებით, მას ყველაზე ხშირად მიჰყავს ადამიანი გონების სიჩლუნგესთან და მის პროგრესირებასთან.

პერსპექტიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მოყვარულებში ალცჰეიმერის და გონების დაქვეითებით დაავადების რისკი 60%-ით ნაკლები აქვთ.

პარკინსონის დაავადებას ტვინის იმ უჯრედების კვდომა ახასიათებს, რომელსაც დოფამინი გამოიმუშავებს. ნეიროდეგენერატიულ დარღვევათა შორის ამ დაავადებას, გავრცელების მიხედვით, მეორე ადგილი უკავია.

ყავის მიღება ამ სნეულებით დაავადების რისკს 32-დან 60%-მდე ამცირებს.

შეჯამება: ყავის დალევა ამცირებს გონებაჩლუნგობისა და ნეიროდეგენერატიული სნეულებებით დასნებოვნების შესაძლებლობას.


5. ყავას შეუძლია სიკვდილიანობის შემცირებას

მრავალი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყავა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ეს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი აშკარა წინააღმდეგობაშია მეცნიერთა დასკვნებთან.

ორი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავის გამოყენება ამცირებს სიკვდილიანობას მიზეზისდა მიუხედავად.

განსაკუთრებით სამართლიანია ამის თქმა მეორე ტიპის დიაბეტზე. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ყავის მოყვარულებში რაიმე სნეულებით გარდაცვალების რისკი ოცწლიან პერიოდში 20%-ით მცირდება.

შეჯამება: ყავის გამოყენება ამცირებს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტითაც.


6. ყავა მდიდარია მკვებავი ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით

ყავა - უბრალოდ მუქი ფერის სასმელი არ გეგონოთ. ის შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს და ვიტამინებს. ერთი ფინჯანი ყავის შემადგენლობაა:

პანტოტენური მჟავის (ვიტამინიВ5) დღიური ნორმის 5%.

რიბოფლავინის (ვიტამინიВ2) დღიური ნორმის 11%.

ნიაცინისა და ტიამინის (ვიტამინებიВ3 და В1) დღიური ნორმების 2%.

კალიუმისა და მაგნიუმის დღიური ნორმის 3%.

ეს ციფრები ერთის შეხედვით შესაძლოა შთამბეჭდავად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ დღის განმავლობაში ყავის დალევის რაოდენობასთან ერთად ეს პროცენტებიც იზრდება.

და ეს მთლიანი სურათი როდია, რადგან ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც.

ფაქტობრივად, ყავა გახლავთ ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდარი პროდუქტი, რაც კი შეიძლება თანამედროვე დიეტებში იქნას გამოყენებული. ამ მიმართებით ის ბევრად უსწრებს ხილს და ბოსტნეულს ერთად აღებულს.

შეჯამება: ყავა შეიცავს გარკვეული ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სერიოზულ მოცულობას. ეს არის ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდარი პროდუქტი თანამედროვე დიეტებში.


დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დოზებით ყავა სასარგებლოა, მისმა არაზომიერმა მიღებამ შესაძლოა ავნოს ორგანიზმს.

ზემოთ ნახსენები გამოკვლევებიდან (ეპიდემიოლოგიური, ზოგადსამედიცინო და სხვა - რედ.) ცხადი ხდება, რომ ყავისგან სარგებლობა რომ მივიღოთ, არ არის საჭირო მასში ჩაქრის ნატეხის ან სინთეტური შემცვლელის ჩაგდება. კოფეინის მასტიმულირებელი ეფექტი დაძინების საშუალებას თუ არ გაძლევთ, დღის ორი საათის შემდეგ არ ღირს მისი მიღება.

ამრიგად, აშკარაა, რომ ყავა სულაც არ არის ისეთი მავნე, როგორი ჭორებიც არის გავრცელებული მის შესახებ.

სრულიად სავარაუდოდ, ყავა ყველაზე სასარგებლო სასმელია მთელს პლანეტაზე.









Комментариев нет:

Отправить комментарий