понедельник, 8 апреля 2013 г.

წულუკიანი ID ბარათებზე წმიდა სინოდს უახლოეს დღეებში მიმართავს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ID ბარათების შესახებ ისაუბრა:

“ახალი პირადობის მოწმობებიის საკითხზე მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებრივ კვლევაში და დავადგინე, ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დაცულია ID ბარათის ჩიპზე, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი, მეტი არაფერი ამ ჩიპზე დღეს შენახული არ არის. ჩემი და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ID ბარათზე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ უნდა შეინახოს.

მე შესაბამის ვიდეორგოლს გამოვაქვეყნებ, ეს ალბათ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება რომ მიება ID ბარათის ჩიპზე. ის ინფორმაცია, რაც დღეს ინახება ამ ბარათზე საკმარისია.

ამ კვლევის შედეგებით, თუ რას მოიცავს დღევანდელი აიდი ბარათი, რა ჰქონდა დაგეგმილი წინა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ მოასწრო, მომავალ დღეებში მივმართავ წმიდა სინოდს და მათგან მოვითხოვ რელიგიურ შეფასებას და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს და ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენას.

იგივე შეკითხვით მინდა მივმართო რელიგიურ უმცირესობებს, თუ მათ სურთ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრიც მიაწოდონ სახელმწიფოს. მას შემდეგ რაც მიღებული იქნება პასუხი, ჩვენ პარალელურად დასრულებული გვექნება მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მოქალაქეების განწყობების შესახებ აიდი ბარათთან დაკავშირებით და შეგვეძლება ზაფხულისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება,”-აღნიშნა თეა წულუკიანმა.


http://www.ambioni.ge/wulukiani-id-baratze-wmida-sinods-uaxloes-drebsi-mimartavs

Комментариев нет:

Отправить комментарий