მირიან გამრეკელაშვილი.
2013.04.25
ის, რასაც წლების განმავლობაში ეკლესიის შიგნით ინტენსიურად და დიდი მოცულობით ვისმენდი, უკვე კარგა ხანია საჯარო სივრცეში ინტესიურად წარმოდგინდა კოკაში ჩაგუბებული ნიაღვარივით. საქმე ეხება მთელ რიგს აქციებისა, რომელთა მთავარი მიზანი ელექტრონული ჩიპების მქონე დოკუმენტების ანტიქრისტიანულად გამოცხადება და სახელმწიფოს მხრიდან მათი დანერგვის შეჩერებაა.
ვინაიდან თემა მრავლისმომცველი და ფართოა, შევეცდები მხოლოდ ცალკეულ დეტალებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, მით უმეტეს, რომ ფრანგული ანდაზის მიხედვით, ეშმაკი სწორედაც რომ დეტალებში იმალება (Le diable est dans les détails).
სახელმწიფო რელიგიური ინსტრუმენტების მსურველი
ბუნებრივია, მოქალაქეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ არჩევანი, დაუტოვონ, მაგალითად, პოლიტიკურ ძალებს შანსი, გააყალბოს მათი ხმები, მაგრამ სამაგიეროდ, არ დაირღვეს მისი ჩვეულებრივი მოქალაქობრივი მყუდროება. სამართლებრივი არჩევანის საკითხი რომ უნდა არსებობდეს, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ დაუშვებელია ამ არჩევანის არსებობა გამართლებული იყოს დოკუმენტის დემონურობით. ერთია სამართლებრივი სივრცე, მეორეა საჯარო, სამოქალაქო დისკურსი. თუ ალტერნატიული დოკუმენტის არსებობა დაეფუძნება რელიგიური ტიპის ნარატივს, მაშინ ამ აქტით სრულიად არაკომპეტენტურ მოსაზრებებს ერთგვარი ლეგიტიმაცია ენიჭება. თუ საკითხის მოგვარებას წმინდა იურიდიული ტიპის არგუმენტაცია არ უდევს საფუძვლად, მაშინ იგი უკვე წარმოადგენს არათანმიმდევრულ ქმედებას, ფუნქციურ აღრევას და აზიანებს უკვე საზოგადოების იმ წევრთა აზროვნებასაც, რომელთაც საკითხზე ჯანსაღი მოსაზრებები გააჩნიათ. დარმწუნებული ვარ, რომ მიუხედავად არქაული მეტყველებისა და ცნობიერებისა, საფრანგეთში მიღებული უმაღლესი განათლება რაღაც დონეზე მაინც უზრუნველყოფს საკითხის ამგვარად გაანალიზების შესაძლებლობას. მაშ, რატომ ახდენდა თვეების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ამ თემის განვრცობას?
უპირვილესი მიზეზი, თუ რატომ გაააქტიურა სახელმწიფომ აიდიბარათების თემა, გახლავთ ერთგვარი შეჯიბრი, რომელიც წინა მთავრობასა და კოალიცია ქართულ ოცნებას შორის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა. დაანონსებული სტრატეგია, რომლის პრაქტიკაში გატარებასაც ეს პოლიტიკური გაერთიანება გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა, მდგომარეობდა ეკლესიასთან და მის წიაღში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათთვის ყველაფრის სათანადოდ ახსნას და საკითხებზე შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა. ყველაზე კონცეპტულურად ეს ხედვა იუსტიციის მინისტრმა გაახმოვანა სოფელ ნიგვზიანში წარმოქმნილი რელიგიური კონფლიქტის დროს. მისივე სიტყვებით, ეს იყო თვისობრივად ახალი ერა ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობაში. სქემა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით გადაათამაშა, ემსახურებოდა შეგრძნების გამყარებას, თითქოს ახალი სტრატეგია შედგა. წინა განსხვავებათა ხაზგასასმელად ქალბატონმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და საჯარო რეესტრის მმართველი გუნდი აპირებდა მოქალაქეების მოტყუებას და მართლაც გეგმავდა ჩიპებში დამატებითი ინფორმაციების შეყვანას, რომელთა გამოყენებაც პოლიტიკური მიზნებით იგეგმებოდა. მინისტრი იმ ვიდეოს გამომზეურებასაც კი დაგვპირდა, რომელიც ამ მზაკვრულ - სატანურ გეგმას გამოაშკარევებდა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მოწმობების გაცემა საეკლესიო კანონიკის დაცვით მოხდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ჭაბუკის მონაწილეობით შექმნილმა განმანათლებლური ფუნქციის ვიდეო-რგოლმა სწორედ რომ საპირისპირო რექაცია და ანტი-ID მოძრაობის ახალი ძალით აფეთქება გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრებები, რომ ახალი მთავრობის მხრიდან ასეთი მოვლენების ერთგვარი პროვოცირება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანას ემსახურება.
გამომდინარე მთავრობის კრიზისისა საგარეო ურთიერთობებისა და სოციალ-ეკონომიკური სახის დაპირებების კუთხით, ეს მოსაზრება საკმაოდ რეალურად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ, ვფიქრობ, საქმე კიდევ უფრო ღრმა პრობლემას ეხება. თომას ჰობსის მიერ შექმნილი თეორიის ინტერპრეტაციისა, კარლო გინძბურგი გვთავაზობს საინტერესო ახსნას, თუ რატომ ცდილობს თანამედროვე სახელმწიფოთა ნაწილი რელიგიურ თემატიკაში შეჭრას. მისი მოსაზრების მიხედვით, სახელმწიფოს საკუთარი თავის კანონიერად წარმოდგენისათვის ესაჭიროება რელიგიური ინსტრუმენტები. შესაბამისად, ახსნადია თანამედროვე ტენდენცია იმისა, რომ სახელმწიფოს ფენომენის თანამედროვე განაზრებები პოლიტიკურ თეოლოგიას ეფუძნება. იგივე მოსაზრებიდან აიხსნება თავისებური სეკულარიზმიც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რელიგიისაგან თავისუფალი, ავტონომიურ სივრცეს კი არ ამკვიდრებს, არამედ პირიქით, იჭრება რელიგიის სფეროში(გინძბურგი კარლო, ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია, გვ.412).
საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო ინტენსიურად დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას მოქმედი ხელისუფლებაც წინამორბედების სულისკვეთებით აგრძელებს და რელიგიური თემატიკის სათავისოდ ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს. სამწუხაროდ, ამ მცდელობებისას ხდება მნიშვნელოვანი ასპექტების იგნორირება. შეუძლებელია რელიგიურ ობსკურანტიზმთან (სიბნელესთან) დაზავება, რადგან ამ აზროვნების უმთავრესს კონცეპტში სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად დასახულია მონორელიგიურობის ტოტალური დამკვიდრება ნებისმიერი გზით. მეორე მხრივ, რელიგიურ გაერთიანებებს დაუგროვდათ საკმაო გამოცდილება საამისოდ, რომ სახელმწიფოს არათუ ბრმად არ გამოაყენებინოს თავი, არამედ პირიქით, მოქალაქეთა ცნობიერებაში თავად იქცეს სახელმწიფოს, როგორც ასეთის, ალტერნატივად. ასეთი აღრევა კი უპირველეს ყოვლისა თავად რწმენასა და რელიგიურობის არსობრივ ხასიათს აზიანებს, რომლის გამოსწორებასაც ხშირად თავად ეკლესიაც ვეღარ ახერხებს.
ინი და იანი - სინოდის ორი ფრთა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, ილია II-ის პოლიტიკური ავტორიტეტი და გავლენა ქვეყანაში ეკლესიის შიგნითაც შესაბამისად უზომოდ დიდია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაინც სინოდზე მამათა თანხმობით (consensus patrum) ხდება. წმინდა სინოდის წევრებს წარმოდგენს უკლებლივ ყველა ეპისკოპოსი, რომელთა რიცხვი დღეისათვის 37-ია. შესაბამისად, საჭირბოროტო საკითხების განხილვისას არსებობს ამდენივე მოსაზრება და ხმა. თუმცა ძალიან უხეში კატეგორიზაციით მაინც შეგვიძლია იერარქთა შორის გამოვყოთ ორი ფრთა. ეპისკოპოსთა გარკვეული რაოდენობა საკითხების განხილვისას თეოლოგიური მიდგომებით სარგებლობს, ხოლო მეორე - უფრო იდეოლოგიურით და ემოციურით. ეს უკანსკნელი ბანაკი გაერთიანებულია მეუფე იობ აქიაშვილის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე სპირიდონ აბულაძის ირგვლივ. ხოლო საჯარო სივრცეში ამ იდეოლოგიის რეპრეზენტაციას ახდენენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა, ანჩისხატის მლოცველთა გაერთიანება, მართლმადიდებელთა კრებული, შავფაროსნები, კარატის სკოლა წმინდა გიორგი და ა.შ.
პატრიარქი ილია II უკვე თითქმის 20 წელია ყველანაირად ცდილობს დაიცვას ბალანსი და არ გააღიზიანოს რადიკალური ფრთა. უფრო მეტიც ხშირად პიროვნულ დონეზე ემხრობა კიდეც მათ მოსაზრებებს, მაგრამ სინოდის სხვა წევრთა უმრავლესობა ახერხებს გადაწყვეიტილებათა დაბალანსებას, რაც შესაბამისად სხდომის ოქმებში აისახება. თუმცა ასეთ შემთხვევებში ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები სინოდის გადაწყევტილებებს უმართებულოდ მიიჩნევს და უარყოფს კიდეც მას, რაც, წესით, მართლამდიდებელი ეკლესიის წიაღიდან საკუთარი თავის ავტომატურად განყენებას ნიშნავს. მაგრამ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ტერორი, როდესაც შედარებით მცირერიცხვოვანი ადამიანები ცდილობენ საკუთარი მოსაზრებები აქციონ ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად, თუნდაც ძალადობის გზით. ის, რომ წმინდა სინოდი ფორმალურად, დეკლარირებულ დონეზე მაინც, ემიჯნება ამ მოვლენას, სწორედ სინოდის მოაზროვნე წევრების დამსახურებაა. თუმცა სინოდის მსგავსმა ქმდებებმა ვერ მოახერხეს შეეჩერებინათ თავად ეკლესიის თეოლოგიური სწავლების დაზიანებისა და დამახინჯების შეუქცევადი პროცესი.
შებრუნებული პრესპექტივები - ანტიქრისტე მოლოდინის ცენტრში
უკანასკნელ დროს პოპულარული და გავრცლებული თეორიები ელექტრონული ჩიპებისა და მარკირების სხვა საშუალებების სატანურობის შესახებ ძირითად ეყრდნობა ახალი აღთქმის წინგის „გამოცხადების“ თავისუფალ (და არა თეოლოგიურ) ინტერპრეტაციებს. ახალი აღთქმის ეს წიგნი, რომელიც სხვებთან შედარებით გვიან და რიგით ბოლო წიგნად შეიტანეს ახალი აღთქმის შემადგენლობაში, ნამდვილად იმსახურებს დაწვრლიებით ანალიზს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სტატიის ფარგლებში ეს ვერ მოხერხდება. სამაგიეროდ, საინტერესო იქნება რამოდენიმე დეტალის დაზუსტება, რომლებიც ამ წიგნის მთლიანი ხასიათის გაგებაში დაგვეხმარება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის ავტორი ტექსტში საკუთარ თავს მართალია იოანეს უწოდებს, მაგრამ იგი აშკარად არ არის იოანე მახარობელი. გარდა ძველი მამებისა (იუსტინიანე ფილოსოფოსი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ეუსები კესარიელი, დიონისე ალექსანდრიელი), ამაზე მიუთითებს თავად ტექსტი, რომელშიც ავტორი არ უწოდებს საკუთარ თავს მოციქულს, არამედ იხსნებს 12 მოციქულის დროს განყენებული პოზიციიდან (გამოცხ.21,14). ტექსტის ყველაზე ძველი ფრაგმენტია მესამე საუკუნის პაპირუსი, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ვერ დაიწერებოდა ქრისტეს აქეთ პირველი საუკუნის ბოლომბდე, ვინაიდან მის მიზანს წარმოადგენდა წინააზიის პროვინციაში არსებული 7 იუდაური შტოდან გამოსული ქრისტიანული თემის გამხნევება მომავალ სამართლიანობაზე ფოკუსირებით. თავად ქრისტიანული თემების სავალალო მდგომარეობა კი გამოწვეული იყო რომის იმპერატორ დომიციანეს (81-96) და მისი წინამორბედების რელიგიური პოლიტიკის აგრესიული დანერგვით, რომელიც იმპერიის ყველა ქვეშევრდომს იმპერატორის კულტის აღიარებას აიძულებდა.
სწორედ ამ გამამხნევებლმა მიზნებმა განსაზღვრეს ტექსტის ხასიათი, რომლის ენაც მართალია ბერძნულია, მაგრამ აზროვნების მხრივ სემიტური აგებულებისაა. სწორედ ეს ენობრივი ბუნდოვანება ტოვებს ამ ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას. იგი წარმოადგენს ქრისტიანული ესქატოლოგიის (მოძღვრება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ) ერთ-ერთ მთავარ წყაროს, მაგრამ უმთავრესი ბაზისი ამ მოძღვრებისა სახარებებსა და პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ემყარება. ტექსტის უაღრესად სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, სერიოზული შესწავლისა და აკადემიური ლიტერატურის გაცნობის გარეშე ამ წიგნის არასწორი ინტერპრეტირება ყოველთვის იწვევს ადამიანების ფსიქოლოგიურ ტრავმირებას, მათ დაავადებას ეგზისტენციალური შიშითა და ტექნოფობიით. ეს პრობლემა გაცილებით მწვავე ფორმებს იძენს საზოგადოებაში, სადაც არსებობს განათლების დეფიციტი და სოციალურად მწვავე ფონი.
ტექსტში აღწერილი მონაკვეთები მხეცის ნიშანის და ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ ძირითადად მისდევენ ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტალურ სქემას: ნიშნები არის შინაგანი ნებელობითი აქტის, არასწორი არჩევანის შედეგი და არა პირქით, ანუ ნიშნები მაგიური თვალსაზრისით არ ზემოქმედებს ადამიანის სულიერ გადაწყვეტილებაზე. ასეთი ტიპის დამახინჯებული შეხედულება ეწინააღმდეგება ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტურ პრინციპებსა და მამათა შეხედულებებს, რის შესახებაც უკვე აღინიშნა რუსეთისა და საბერძნეთის ეკლესიების სინოდალურ გადაწყვეტილებებში.
თუმცა ქართველი სასულიერო პირები ამ დასკვნებს არად დაგიდევენ და ადამიანში წინასწარ მოცემული მომავლის მიმართ ეგზისტენციალური შიშის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. სწორედ ამის გამო მათი ქადაგებები და საგანგაშო გამოსვლები უკვე დიდი ხანია შეიკრა ჩამოყალიბებულ შეხედულებად, რომელიც არსობრივად ანტიქსრიტიანულია და უფრო შავ მაგიას წარმოადგენს.
ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი შეიქმნა მოაზროვნე, შემოქმედ, თავისუფალი ნებისა და არჩევანის მქონე, უაღრესად ინდივიდუალურ არსებად. შესაბამისად, ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ საქმეებზე იმდენად, რამდენადაც ისინი მის არჩევანს წარმოადგენს. მეორე მხრივ, დემონები წარმოადგენენ მოქმედ სულებს, რომელთაც თავისთავად არსი კი არ გააჩნიათ, არამედ ღვთის მიერ შექმნილი დაცემული ანგელოზები არიან და მუდმივად ცდილობენ აცდუნონ ადამიანი, შეაცდინონ და მოხიბლონ ისინი იმგვარად, რომ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე არჩევანი გააკეთოს ბოროტების სასარგებლოდ. შესაბამისად, ცოდვა არის საკუთარი არჩევანით გაკეთებული ბოროტება. დემონებისა და ბოროტი ძალების განივთება, ციფრებში, სიმბოლოებში და ვერბალური ფორმულებში მათი ჩაბუდება, ან ამ გზით მათი მოქმედების არეალის გაფართოება მხოლოდ მაგიური მოძღვრებებისთვის არის დამახასიათებელი. ქრისტიანობისათვის სიმბოლურ გამოსახულებებსა და ნივთებს აქვთ აზრობრივი გზავნილების ასოციაციის ფუნქცია, რომელიც მორწმუნე ადამიანებისათვის წარმოადგენს ერთგვარ სარკმელს მიღმიერ, სულიერ სამყაროში, მაგრამ რადგანაც მაგიური წარმოდგნები ადამიანებისათვის უაღრესად ორგანული იყო დიდი ხნის განმავლობაში, მათი მთლიანად განდევნა ჩვენი ცნობიერებიდან ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, მან სხვადასხვა ფორმით ქრისტიანობაშიც შეაღწია და ავთენტური მოძღვრებები ჩაანაცვლა. ეს ფნემონი კიდევ უფრო მძაფრად პრობლემურია საქართველოში, სადაც შეხედულებები დემონების შესახებ დუალისტური სპარსული რელიგიების, მათ შორის ზოროასტრიზმის გავლენით ჩამოყალიბდა. გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ცნებები: ეშმაკი, ჯოჯოხეთი, დევი - შინაარსობრივადაც და ჟღერადობის მხრივაც კი პირდაპირ იქნა გადმოტანილი.
და მაინც რატომ არის ბევრი ადამიანისათთვის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი? ნუთუ მხოლოდ ქადაგებებით ფსიქოლოგიურ დამუშავებას - „დაბოლებას“ აქვს ადგილი?
ID-ბარათებთან დაკავშირებული ნიუანსები, ძირითადად საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მართლაც არის არასასიამოვნო ადამიანებისათვის. კონკრეტულად კი ასეთი ტიპის საბუთების ქონის შემთხვევაში ხდება მოქალაქის აქტივობების მაქსიმალურად ეფექტურად აღნუსხვა და ერთგვარი ფიქსაციური კონტროლი. ანუ საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით სწრაფად მოძებნიან მონაცემებს იმ მოქალაქეების შესახებ, ვინც მათი ინტერესის ფოკუსში მოხვდება. შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოსგან კონტროლდები და მთელი შენი აქტივობები წარუშლელად ფიქსირდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, უამრავი ადამიანისათვის არის შემაწუხებელი და არასასიამოვნო.
მეორე საკითხია მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში შუღწევლობის 100%-ანი გარანტიის არარსებობა. სწორედ მოქალაქეთა მხრიდან ამგვარი მოსაზრების მასობრივად არტიკულირების საფუძველზე მოხდა მსგავსი დოკუმენტების მოქმედების შეზღუდვა ევროპის რამოდინიმე ქვეყანაში. თუ ევროპის ქვეყნებშიც კი ადამიანებს მსგავსი შეგრძნება გაუჩნდათ, წარმოვიდგინოთ, კონტროლისა და ფიქსაციის შეგრძნება რამდენად არასასიამოვნო იქნება იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, სადაც სახელმწიფოებრიობის მხოლოდ ფრაგმენტული გამოცდილება არსებობს და კრიმინალი ცხოვრების წესად, თვითაღქმის ერთგვარ ფილოსოფიად არის ქცეული. მაგრამ საკითხის ამგვარი დაყენება მხოლოდ მცდელობაა დაკანონდეს ადამიანების დაშინების მექანიზმები, რომლებიც საშუალებას აძლევს სასულიერო პირებს შიშის ზემოქმდებით მუდმივ მორჩილებაში ყავდეთ მრევლი.
თეოლოგიური საკითხების მაგიისა და ჰოლივუდური ექშენების სტილში მასობრივად გაშუქებამ დააზიანა თავად ეკლეესიისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი - ქრისტეს მოლოდინი. ახალი აღთქმის მიხედვით მთელი ის მოვლენები, რომლებიც დღესდღეობით ID-ბარათებს დაუკავშირეს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანის მაუწყებელი დროის ნიშნები უნდა იყოს. სამწუხაროდ, მთელი ინფორმაციული ნაკადი იმდენადაა ამ ნიშნებზე ფოკუსირებული, რომ ადამიანების მოლოდინი მხოლოდ ანტიქრისტესკენაა მიმართული. იმის ნაცვლად, რომ ელოდებოდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლას, რომელსაც თავის მხრივ მოაქვს სიხარული, რადგან იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ელიან ანტიქრისტეს. ის, რაც წესით მეორეხარისხოვანი, წინმსწრები დეტალები უნდა ყოფილიყო დიადი მოვლენისა, ისე გაიჩხირა და გაიხიდა მთავარ მოლოდინთან მისასვლელ გზაზე, რომ ეკლესია არა ქრისტეს, არამედ ანტიქრისტეს მოსვლას ელოდება გულისფანცქალით. ასეთ მდგომარეობაში მორწმუნე ადამიანისათვის ესქატოლოგიური მოლოდინის ცენტრში ქრისტე კი არა, პირიქით ანტქრისტე დგას. სამყაროს დასასრული, ქრისტეს მოსვლა, ახალი ცისა და ახალი მიწის დამკვიდრება მრევლს სიხარულით უნდა აღავსებდეს, რადგან დასრულდება მიწიერი შეზღუდვების ხანა და უფალს ვიხილავთ. თუმცა სწორედ სულიერი სიხარულითა და სილაღით აღვსილი მრევლია ობსკურანტი იერარქებისათვის მიუღებელი. სამწუხაროდ, ქრისტეს სასიხარულო გზავნილი (სწორედ ასე ითარგმნება სახარების ბერძნული შესატყვისი εὐαγγέλιον eu-angelion) არ აღმოჩნდა ასე ადვილი მისაღები კაცობრიობისათვის, რომლის რელიგიური გრძნობები ძირითადად შიშითა და სასჯელით იყო ნასაზრდოები.
ამას გარდა, შიშზე დაფუძნებული თეოლოგია ძალიან მოსახერხებელია ინსტიტუციონალური რელიგიების ელიტისათვის ძალაუფლებისა და უბრალო მორწმუნეების მანიპულირების საკითხში. საქართველოში შიშისა და საჯელის თეოლოგიის განვითარებას მთელი რიგი ისტორიული ფაქტორები განსაზღვრავდა და დღემდე პოლიტიკური თეოლოგიის პარადიგმაში რჩება. საინტერესოა, რომ სულხან საბა ორბელიანი როდესაც განსაზღვრავს სიტყვა შიშის მნიშვნელობას, იგი 6 ქვეკატეგორიად ყოფს ამ მოვლენას. ხოლო მისი ბუნების უკეთ გასაგებად კონოტაციის სახით უთითებს იოანე მახარებლის პირველი ეპისტოლის სიტყვებს: "შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი " (1 იოანე 4,18)(სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, 1993 წ. გვ.303)
სამწუხაროდ, 2000 წელზე მეტი გავიდა ქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან და ეკლესიათა უმრავლესობა გმანავს მის სასიხარულო გზავნილამდე მისასვლელ გზებს და ცდილობს სამყარო ისევ შიშისა და სასჯელის პარადიგმაში ამყოფოს. სწორედ დაშინების ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისებში აღრეული ისტერია იმის შესახებ, თითქოს ბოლო ჟამის, მეორედ მოსვლის მომსწრენი ვართ, თითქოს მთელი ეს კულტურული და ტექნიკური სიახლეები, რომელიც კულტურათა ცვლასა და მეცნიერულ პროგრესს თან ახლავს, ანტიქრისტეს გამეფების გამო ხდებოდეს. როგორც მერაბ მამარდაშვილი სამართლიანდ შენიშნავდა, ადმაიანთა დიდი რაოდენობა სინქრონულად მოქმედებაში მოჰყავს არა მოსაზრებებსა და ფილოსოფიურ ტრაქტატებს არამედ სწრაფად აღქმად სიმბოლოებს. ID-ბარათებისაგან სწროდ ადვილად აღსაქმელი, დემონური სიმბოლოს შექმნას ისახავს მიზნად მთელი ეს რელიგიური ისტერია, რომლის ორგანიზატორები და სულის ჩამდგმელები თავად ყოველდღიურად იყენებენ ჩიპიან გასაღებებს საკუთარი ჯიპებისათვის, ჩიპიან მართვის მოწმობებს და სატელიტებთან მიერთებულ, ბოლო მოდელის ჩიპიან მობილური ტელეფონის აპარატებს. ამ ფონზე კი ადამიანებს, ვინც მათ ბრმად ენდობა, ტყეში და გამოქვაბულებში გახიზვნისაკენ მოუწოდბენ.
იმისათვის, რომ ანტიქრისტეს მიერ მოქსოვილ ბადეში არ გავეხვეთ და მისი ხრიკების გამოცნობა შევძლოთ, უნდა დავეუფლოთ საფუძვლიან ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გვწამს სინამდვილეში. ასეთი ცოდნა საშუალებას მოგვცემს ნათლად გავერკვეთ და ღრმად ჩავწვდეთ დეტალებს, რომელთა უკანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ეშმაკი მოგვეჩვენება.
ავტორის შესახებ
მირიან გამრეკელაშვილი
დაიბადა 15.08.1983. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“(http://ycpdgeo.wordpress.com/).
2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,კულტურული მეხსიერება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იდენტობა“.
http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/19008/

Комментариев нет:
Отправить комментарий