უკრაინული საიტი „vikna.stb.ua“ თანამემამულეებს აცნობს 8 წლის გოგონას - მარია მოვჩანს.
ეს პატარა გოგონა, ვოლინში მცხოვრები მარია მოვჩანი მხოლოდ 8 წლისაა. მას კი აღდგომის მისალოცი ბარათები მოსდის მონარქებისაგან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მარიას უკვე ორი წელია მომოწერა აქვს ნამდვილ დედოფლებთან, პრინცებთან და პრინცესებთან. და ყოველ მათგანს გულწრფელად ეპატიჟება მშობლიურ კოველში.
2 წლის წინ მარიამ პირველი წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს. მისამართი იპოვა ინტერნეტში. მას აინტერესებდა, ნამდვილად არსებობენ თუ არა დედოფლები და პრინცესები რეალურ ცხოვრებაში. ახლა ის უკვე დარწმუნდა, რადგან ხელთა აქვს საბუთი - პასუხები მონარქებისგან.
„მე დავპატიჟე ჩვენთან ბეატრიქსი და ის კი მაინცდამაინც ჩემს დაბადების დღეზე გადადგა“, -ცოტათი გულს აკლია მარიას, სამაგიეროდ - „ ალბერტ ІІ-მ და პაოლამ მადლობა გადამიხადეს, აღდგომა რომ მივულოცე!”
დღესასწაულების მილოცვათა პასუხად გოგონას მიღებული აქვს ღია ბარათები 14 მსოფლიო პოლიტიკოსისა და მონარქებისაგან.
სანამ მეფეები და დედოფლები წერენ პასუხებს, მანამ მოვჩანები - ოჯახის 13 წევრი მინდვრებსა და ბაღ-ბოსტანში ირჯებიან: იმ პატარა თითებით, რომლითაც დილით მეფე-დედოფლებს წერს წერილს, მარია რგავს კარტოფილს. მამამისი დღემდე გაკვირვებულია, როგორ გაბედა მისმა გოგონამ ასეთი წერილების დაწერა:
„ვხედავ ,რაღაც წერილებს წერს, მერე მირბის საფოსტო ყუთთან და ელოდება პასუხს. სანამ მის სახელზე მოსული წერილები არ ვნახე, არც კი ვიჯერებდი.
როდესაც მარია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მოითავებს ხოლმე, უბრუნდება თავის წერილებიან საქაღალდეს; მაგრამ მარია მარტო რომანტიკოსი როდია - ის პრაგმატიკოსიც გახლავთ - სჯერა, რომ მეფეები და დედოფლები მას აუცილებლად დაეხმარებიან მშობლიურ ვოლინში უპატრონო ბავშვებისათვის თავშესაფრის დაარსებაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий