среда, 15 мая 2013 г.

ევროპა და მისი ფასეულობები.

ჩვენ ომის ეპოქაში ვცხოვრობთ - კულტურათაშორის, ღირებულებათაშორის, სარწმუნოებათა შორის. ჩვენ ომის ეპოქაში ვცხოვრობთ - უხილავი, გამოუცხადებელი და, მიუხედავად ამისა, სავსებით რეალური. და ჩვენი ცხოვრებაც ღრმად წინააღმდეგობრივია:ეტყობა, რაც უფრო მეტად ვცდილობთ ჩვენი კულტურების, ღირებულებებისა და რწმენების ერთიან “სიხარულის ოდაში” შერწყმას, მით უფრო ცხადი ხდება ცხოვრების მდორე დინებაში დემონსტრატიული მოკავშირული ფასადის მიღმა მათი განსხვავებულობა.

და განა შესაძლებელია სხვანაირად ყოფილიყო, თუკი პირველი, რაზეც დისკუსიის დაწყებისას თვალს ვხუჭავთ - სწორედ ჭეშმარიტებაა? საჯარო დებატებში განსაკუთრებით, მაგრამ საზოგადოებაშიც, პოლიტიკაშიც, ფილოსოფიაშიც კი, შთაგვაგონებენ, რომ ჭეშმარიტება დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ, რომ ამგვარად თითქოს უკეთ გავუგებთ ერთმანეთს; რათა აქცენტი არ გაკეთდეს იმ განსხვავებებზე, რაც არსებობს ჩვენს შორის; რათა არავის მივაყენოთ შეურაცხყოფა; რომ..რომ…რომ… აქედან ახალი პოლიტკორექტულობა - ეს სიცრუის სიახლე; აქედან მულტიკულტურული ევროპული საზოგადოება, რომელშიც ნებისმიერ კულტურას შეუძლია შესვლა - თუმცა ერთი პირობით: სინამდვილეში იქ არ უნდა შეხვიდე. სხვანაირად ვერც შეიქმნება ეს საზოგადოება, თუ არა ჭეშმარიტების მუდმივი ამონთხევით საკუთარი წიაღიდან, რადგანაც მისი ერთი მარტივი დანამატიც კი გამოიწვევდა მისივე მოქმედების პრინციპის - სიცრუის- დანგრევას.
ამაშია მულტიკულტურული კონსტრუქციის არსი, ამაშია ევროპული პოლიტიკური კონსტრუქციის არსიც: ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და ვილაპარაკოთ ყველაფერი, ოღონდ არა ჭეშმარიტება! შეგვიძლია კი ვთქვათ, რომ ყველა რელიგია მართალია, და ყოველ მათგანს ჭეშმარიტებამდე მივყავართ? შეგვიძლია და ამისკენ მოგვიწოდებენ კიდეც. შეგვიძლია თუ არა შეურცხვყოთ წმიდათაწმინდა თავისუფლების სახელით? შეგვიძლია და ამას გვირჩევენ კიდეც! შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აბორტი - ქალის უფლებაა, მისი ღირსებისა და თავისუფლების სიმბოლო? რა თქმა უნდა! შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჰომოსექსუალიზმი - ცხოვრების ნორმალური სტილია, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც სხვა? შეგვიძლია და უნდა ვთქვათ კიდეც - წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებს დაგვაკისრებენ! შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ერთადერთი ფასეულობა - ეს ჰუმანიზმია? ო, დიახ, და ამისათვის შეგვაქებენ კიდეც , - და მხოლოდ ასე თუ შევალთ ევროპულ კლუბში!
მაგრამ ამასთანავე, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჰომოსექსუალიზმი - ეს ცოდვაა, რომ აბორტი - ეს ცამ,დე აწვდილი დანაშაულია, რომ მულტიკულტურალიზმი - ეს არაფრისმთქმელი სიტყვაა, რომ ევროპული ცივილიზაციის თავი და თავი - ქრისტიანობაა? არა, არა და კიდევ ერთხელ არა! ჩვენ შეგვიძლია მივესალმოთ ნებისმიერ მორალურ თუ ამორალურ სისტემას და ცხოვრების ნებისმიერ სტილს, მაგრამ იმას კი, რომელიც გვასწავლის, რომ “ ცოდვა კარზე გიკაკუნებს, შენ კი დაამარცხე” (1) და “თავი აარიდე ბოროტებას და ქმენ სიკეთე” (2) - არა!

ევროპული კონსტრუქციის საფუძველი - ღია თუ ფარული ანტიქრისტიანობა


აი, მაგალითად, ახალი 2011/2012 სასწავლო წლის ყოველდღიური, რომელიც გამოიცა გასული წლის სექტემბერში ევროკომისიის მიერ ევროპელი მოსწავლეებისათვის და უფასოდ გავრცელდა ევროკავშირის სივრცის სკოლებში დაახლოებით 3 მლნ ეგზემპლიარის ოდენობით. მდიდრულად გაფორმებული ყოველდღიური შეიცავს ერთდროულად რამდენიმე რელიგიის დღესასწაულთა მიმოხილვას - იუდეური, მუსულმანური, ინდუისტური და ა.შ. - და გვაწვდის ცნობებს მათ შესახებ; ევროკავშირის დღეც კი არის აღნიშნული - 9 მაისი. აი, ქრისტიანობის მოხსენიება და კალენდარში მოთავსება კი “დაავიწყდათ”, ან რომელიმე ქრისტიანული დღესასწაული მაინც მიეთითებინათ - თითქოს არც არსებობს ასეთი! თითქოს ევროპა ამ 200 წლის წინათ გაჩნდა დედამიწაზე!
პოლონეთის, იტალიისა და საფრანგეთის რამდენიმე დეპუტატის რეაქცია მძაფრი იყო! მათ დაგმეს კავშირელი ბიუროკრატების “აგრესიული ათეიზმი”. კაცმა რომ თქვას, ჩვენი, რუმინელი, ევროდეპუტატებისაგან სიტყვაც არ გაგვიგია - თითქოს ამ ქვეყანას მხოლოდ 1859 წელს მოვევლინეთ და არა დიდი ხნით ადრე…
ევროკავშირი იძულებული იყო, ბოდიში მოეხადა თავისი პასუხისმგებელი კომისრის ჯონ დალის პირით, მაგრამ უარი განაცხადა სკოლებიდან გამოეთხოვა ყოველდღიური (3).
ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არაა, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ომს, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს თავისი ფუძემდებლური ტექსტების მეშვეობით ქრისტიანული მემკვიდრეობის ხსენების წინააღმდეგ: ეს კავშირი ჩაფიქრებული, შექმნილი და გამოყენებულ იქნა სწორედ ქრისტიანული აზროვნებისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ. ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც უნდა გაითავისოს ყოველმა ევროპარლამენტარმა და ევროკომისარმა, თუკი მას უნდა წარმატებას მიაღწიოს კარიერულ კიბეზე და ევროპული კლუბის წევრი გახდეს.
თვითონ სიტყვა “ევროპული” - ასე ჯიუტად გამეორებული, რათა კარგად ჩაგვეჭედოს თავში! - ანტიქრისტიანობის სინონიმი გახდა. იგი ან ჩაჩუმების მეთოდით ხორციელდება ( როგორც ევროკავშირის ყოველდღიურის შემთხვევაში) ან ღია დაპირისპირებით.
კიდევ როგორ უნდა დავახასიათოთ ევროპარლამენტარების უმრავლესობის წინააღმდეგობა ლიტვური კანონპროექტისადმი, რომელიც ცდილობდა დაეცვა ბავშვები და ახალგაზრდობა ჰომოსექსუალური პროპაგანდისა და უწმაწური მეტყველებისაგან? 19 იანვარს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც განსახილველად შეიტანა მისმა სოციალისტურმა, ეკოლოგიურმა, ლიბერალურმა და კომუნისტურმა ჯგუფებმა (ე.წ. “ვარდისფერი ევროპა”), რომელშიც ლიტვამ მკაცრი საყვედური დაიმსაცურა იმის გამო, რომ შეეცადა გაეკიცხა “ჰომოსქესუალიზმის საჯარო პროპაგანდა” და თავისი სურვილის გამო, დაეცვა ბავშვები (4)
ლიტვური პოლიტიკური ელიტის ამ წუხილსა და მზრუნველობაზე “ვარდისფერმა ევროპამ” სხვა დარდითა და წუხილით უპასუხა - რომ ირღვევა ჰომოსექსუალების “გამოხატვისა და გამოვლენის თავისუფლება” აღლუმებსა და რეკლამაში. ევროპარლამენტარების აზრით, “ მომავალში ჰომოსექსუალისტების აღლუმები უნდა დაიშვას ყველგან, ბავშვებმა კი თავისუფლად უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ჰომოსექსუალიზმზე” (5)

ახალი ევროპული ფასეულობები


“ტოლერანტობა”, ბრძოლა “გენდერული იდენტურობის” პროპაგანდისათვის და სექსუალური ნიშნით დაყოფის წინააღმდეგ, “ტრანსფობიისა” და “ჰომოფობიის” წინააღმდეგ - ყოველივე ეს ნაწილია ევროპის ახალი ფასეულობების პანთეონისა, იმ ფასეულობებისა, რასაც თავს გვახვევენ ევროპული ინსტიტუტებისა და საფუძვლად აღიარებული ევროკავშირის ტექსტების საშუალებით. თუმცა იმ საშუალებაში, რითაც მკვიდრდება ეს ფასეულობები, აშკარად იკვეთება ტოტალიტარიზმის კვალი. ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული წარმოდგენების, დამკვიდრებების, აღზრდისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ.
ავიღოთ, მაგალითისათვის, ტერმინი “ჰომოფობია”. სიტყვათა მნიშვნელობის წინასწარგანზრახული აღრევით - homo (ადამიანი) და ჰომოსექსუალიზმი - ჰომოსექსუალურმა პროპაგანდამ მოახერხა საზოგადოებისათვის თავს მოეხვია ასეთი სოფისტური დასკვნა:ახლაც და მომავალშიც ნებისმიერი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმისა და მისი პროპაგანდის წინააღმდეგ განიხილება, როგორც თავდასხმა კაცობრიობაზე. როგორც ვხედავთ, ადგილი აქვს ტერმინების გადააზრებას და მათ გაიგივებას - უპირველეს ყოვლისა იმ ტერმინებისა, რომელიც უმნიშვნელოვანესია პიროვნების იდენტურობის განსაზღვრისათვის - რათა მოხდეს მენტალიტეტის მუტაცია და აქედან გამომდინარე, სოციალური კოდების აღრევა.
უმცირესობათა ჯგუფები, განსაკუთრებით ისინი, ვისი დისკურსი იდეურად რევოლუციურია, ახლა - იდენტურობასა და ზოგადობაზე წარმოდგენების გადატრიალების ჟამს - კაცობრიობის აღიარებულ წარმომადგენლებად ითვლებიან. ხოლო, ვინც ეწინააღმდეგება ამ მუტაციას, განსაკუთრებით ქრისტიანები, უარყოფილნი არიან, მათ სახელმწიფო სამსახურებიდან ითხოვენ, შემდეგ კი საზოგადოებიდან რიცხავენ, და საბოლოოდ, კაცობრიობის რიგებიდანაც. ეს თავისთავად იგულისხმება და სულ უფრო აშკარა ხდება.

საზოგადოების რეორგანიზაცია სექსუალური რევოლუციის გზით


ეს მუტაცია შეიძლება ჩაინერგოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში და იქ გაამყაროს აღზრდა. აღზრდა კი ნებისმიერი იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, და ე.ი. ამ ახალი იდეოლოგიისაც -ადამიანური ბუნების რევოლუციური ცვლილებისა ზოგადად სექსუალობისა და , კერძოდ, ანომალური სექსუალობის, დახმარებით. ჯერ კიდევ მარკიზ დე სადისა და ფრანგული რევოლუციიდან მოყოლებული, შემდეგ, უფრო სისტემატური სახით. ფროიდისა (ევროპაში) და ალფრედ კინსის (აშშ-ში) მიე , ბოლოს კი, 1968 წლის მაისის რევოლუციის დაგვირგვინებით, ადამიანური ბუნება განიხილებოდა ანომალიურ სექსუალობაზე აქცენტირებით. “ადამიანი - ეს მისი სქესობრივი ორგანოა და ის, თუ როგორ ექცევა მას” - თუკი თქვენს წინაშე დახლართულ ამ სიტყვიერ ბადეს მოვაშორებთ, გამოვა რაღაც მსგავსი ლოზუნგისა “თავისუფლება და ტოლერანტობა”, ასეთია შეხედულება ადამიანზე, რომელიც შეითვისა ევროკავშირმა და ყველგან და ყველას ახვევს თავს. ის ფაქტიც მეტყველია, რომ ადამიანები, აქამომდე სექსუალური რევოლუციის დროშას რომ დაატარებდნენ, დღეს ევროკავშირის გავლენიან პოლიტიკოსებად გვევლინებიან. ასე, მაგალითად, უხმაუროდ არ ჩაუვლია შემთხვევას, დაკავშირებულს ევროპელი ეკოლოგების მეთაურთან დანიელ კონ-ბენტისთან, რომელიც 2001 წელს დაადანაშაულეს პედოფილიაში, მის მიერვე 1975 წელს გაკეთებულ აღიარების საფუძველზე წიგნში “დიდი ბაზარი”. კონ-ბენდიტი აღწერს თავის ფსევდოსექსუალურ თამაშებს ბავშვებთან (6) და არ უარყოფს, რომ, იქნებ, უფრო შორსაც წასულიყო.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, სექსუალური რევოლუციის შემდეგ, მთელი ევროპა, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, სექსუალური ექსპერიმენტების არენად იქცა, ისეთის, წინათ წარმოუდგენელიც რომ იყო. საზოგადოებრივი დისკურსი მაშინ უფრო გახსნილიც იყო, ვიდრე ახლა; მაგალითად, ფრანგული გაზეთი “Le Monde” თავის ფურცლებს უთმობდა მწერალ-პედოფილებს და მათ, ვინც ცდილობდა, პედოფილია დასაშვები გაეხადა. გერმანიაში ცდილობდნენ სექსუალური რევოლუცია მთელ რიგ საბავშვო ბაღებშიც გაეტარებინათ, იქ კი ბავშვებს არა მარტო უყვებოდნენ სექსუალური ურთიერთობების შესახებ, არამედ პრაქტიკულადაც ავარჯიშებდნენ - ან ბავშვები ბავშვებთან ან უფროსები ბავშვებთან! ცდილობდნენ სექსუალური ტაბუს დანგრევასაც, უწევდნენ რა პროპაგანდას ინცესტს მშობლებსა და ბავშვებს შორის - მაგრამ წააწყდნენ იმ მშობლების ინსტინქტურ წინააღმდეგობას, რომელთაც შვილები ბაღში დაჰყავდათ. (7)
ზნეობრივი შეზღუდვები, რასაც ტრადიცია სექსუალობას უწესებს, განიხილებოდა, როგორც შემაკავებელი ინსტრუმენტები, რაც გამოიყენებოდა სოციალური კონტროლის მიზნით, ასე რომ გათავისუფლება ტრადიციისა და მისი შეზღუდვებისაგან ანუ საზოგადოების გათავისუფლება ძველი სამყაროსაგან - სექსუალური გათავისუფლების გზით უნდა მომხდარიყო. ის, რასაც ცდილობდნენ გასული საუკუნის 70-იან წლებში უხეში და დაუფარავი ხერხით, ახლა სრულდება უფრო ცბიერად, მაგრამ უფრო სისტემურად და ტოტალურად - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებისა და იმ რიტორიკის საშუალებით, რომელიც ქადაგებს თავისუფლებასა და ტოლერანტობას.

სექსუალური რევოლუცია


როგორც ყოველთვის, დიდი ბრიტანეთი ამ მოძრაობის ავანგარდშია. აქ ახალი სასწავლო გეგმით გვთავაზობენ ჰომოსექსუალიზმის თემების შეტანას სასკოლო პროგრამის ყველა საგანში. აი, პროექტი, როგორც ის წარმოუდგენიათ.: Lifesitenews “პროგრამა შეიცავს ჩანართებს ჰომოსექსუალიზმსა და ტრანსსექსუალიზმზე. მათემატკის, დიზაინისა და ტექნოლოგიის, ენების, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილების ჩარჩოებში. ენების გაკვეთილებზე მოსწავლეებს წაახალისებენ გამოიყენონ ლექსიკა, რომელიც შემუშავდა ჰომოსექსუალისტების პოლიტიკური ლობის მიერ. ბუნებისმეტყველების გაკვეთილების ჩარჩოებში მოსწავლეებმა შეიძლება შეისწავლონ ცხოველთა ის სახეობები, სადაც მამრები თამაშობენ უპირატეს როლს ნაშიერების გამოკვებაში, მაგალითად, სამეფო პინგვინები და ზღვის ცხენები, დისკუსია კი შესაძლებელი წარიმართოს “განსხვავებული ოჯახების აგებულებაზე” გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოსწავლეები თვალ-ყურს მიადევნებენ სან-ფრანცისკოს ირლანდიელი მუშებით დასახლებული კასტროს კვარტლის გადაქცევას მსოფლიოში პირველ “ჰომოსექსუალისტთა კვარტლად”
მათემატიკის გაკვეთილებისათვის ახალი სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პროპაგანდისტი, დევიდ უოტკინსი, შემდეგი სახის რეკომენდაციას იძლევა:” როცა შენს წინაშე მათემატიკური ამოცანაა, რატომ უნდა ჩაიწეროს მასში ჰეტეროსექსუალური ოჯახი ან გოგო და ბიჭი? რატომ არა ორი ბიჭი ან ორი გოგო?” და ა.შ.” ჰომოსექსუალური სწავლების პრობლემა არ დგას. ლაპარაკია გამოსახვასა და იმაზე, რომ ბავშვებს მივაწოდოთ იდეა, რომ ამქვეყნად ადამიანთა სხვა ტიპებიც არსებობენ”.
ამ უკანასკნელი შენიშვნის სოფიზმმა არ შეიძლება შოკში არ ჩააგდოს ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი: აჩვენო ბავშვებს მსგავსი გამოსახულებები და მიაწოდო იდეები - სწორედ რომ ჰომოსექსუალიზმის წახალისებაა, ხოლო მიაჩვიო ბაცშვი სამყაროზე ამ ახალ ხედვას - ნიშნავს ან ჩამოაყალიბო მისი ადეპტები ან გაანადგურო და დაბადებიდანვე ჩაახშო ყოველგვარი ანტიჰომოსექსუალისტური აზრი და პოზიცია! ეს ნებისმიერი ტოტალიტარული იდეოლოგიის ტიპიური მეთოდია - იყოს გინდ კომუნისტური, გინდ ნაცისტური ან - აგერ! სექსუალური და ჰომოსექსუალური.

(1)დაბ ტექსტის რუმ. თარგმ. 4:7 (“ცოდვა…გიზიდავს, შენ კი იმძლავრე მასზე”)
(2) ფს.33:15
(3)იხ.www.Eorupadiary.fr
(4)იხ. http://za-zhizn.ru/node/240 აგრეთვე http:77www.lifesitenews.com//news/european - parliament - attacks – Lithuanian – law – curbing – homosexsualist - propaganda
(5)იხ. www. Brusselsjournal.com2011 წლის 22 იანვარი
(6)1970-იან წლებში კონ-ბენდიტი , 1968 წლის სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა
.(7)იხ. Der Spiegel 2010 წლის 2 ივლისი.


http://faith.ge/index.php?newsid=1158

Комментариев нет:

Отправить комментарий