четверг, 16 мая 2013 г.

ანტიქრისტე გრანდიოზული მისტიფიკაციისთვის ემზადება (ანტიქრისტეანული ძალები ფანტასტიკური აუდიო და ვიზუალური ეფექტებისთვის ემზადებიან)

ჩვენი საიტის მკითხველი უკვე ინფორმირებულია იმ უცნაური მოვლენის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მასალები, რომლებიც იმ თანამედროვე მეცნიერულ ტექნოლოგიებს ეხება, რომლებიც მაგიას ესაზღვრება და მსოფლიო მთავრობა, ანუ ანტიქრისტეს მსახურები კაცობრიობის დასამორჩილებლად გამოიყენებენ, რათა ყველამ თაყვანი სცეს მტარვალს, წარწყმედის ძეს - ანტიქრისტეს.

ეს ტექნოლოგიებია HAARP, BLUE BEAM და სხვა. მათი დახმარებით შესაძლებელი ხდება ცაში სამგანზომილებიანი ჰოლოგრამების შექმნა. სახარებაში ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ სამყაროს აღსასრულის შესახებ ბრძანებდა: "და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ" (ლუკა 21:11).

ანტიქრისტეს მსახურებმა ისწავლეს ცაში "კინოს" გაშვება, რისთვისაც ისინი უკვე ცის კამარას იყენებენ (პროექტიBLUE BEAM). სწორედ მისი მეშვეობით იხილავენ მსოფლიოს ხალხები ხელოვნურ ვიზუალურ ეფექტებს და ანტიქრისტეს "ღვთაებრიობის" გრანდიოზულ მისტიფიკაციას, რომელიც ზეცაში გამართული საშინელი და დიდი სასწაულებით აცთუნებს მრავალთ.

მაგრამ მისი სატანური "კინო" მუნჯი არ იქნება. ამიტომაც, როგორც ჩანს, ანტიქრისტეს "კინოოპერატორები" სწორედ ახლა უმოწმებენ ხმას თავიანთ აპარატურას, რომელიც გრანდიოზული ვიზუალური და აუდიო ეფექტის მომხდენი იქნება. ზეწარმოდგენა რეპეტიციის პროცესშია. ანტიქრისტეანული ძალები ხმის უშუალოდ ზეციდან გარდამოსვლის ეფექტის მოხდენას ცდილობენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომელთაც ეს უცნაური, ზოგჯერ კი შემაძრწუნებელი ხმები ესმით, ვერ საზღვრავენ საიდან ისმის ეს ხმა. ის ყველა მხარეს ისმის და ძნელია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელის განსაზღვრა.
http://simartlee.ucoz.com/news/ant_39_ikrist_39_e_grandiozuli_mist_39_ipik_39_atsiistvis_emzadeba_ant_39_ikrist_39_eanuli_dzalebi_pant_39_ast_39_ik_39_uri_audio_da_vizualuri_epekt_39_ebistvis_emzadebian/2013-01-06-60

***


მომაკვდავი მასონის აღსარება

ეს არის ერთ-ერთი ნავთობმაგნატის აღსარება, რომელიც მისი თქმით მასონი იყო… შეიძლება ცოტა დაუჯერებელია, შეიძლება დამაჯერებელიც, მაგრამ არავის ვაძალებ დაიჯეროს ეს ყველაფერი,
რადგან არც მე ვარ ამაში 100%-ით დარწმუნებული. თუმცა ინტერნეტში ასეთ მასალასაც წავაწყდი, ბევრი წავიკითხე და ბევრიც დაემთხვა, თქვენ თვითონ შეაფასეთ.
სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა ნავთობბარონმა და “თავისუფალმა ქვისმთლელმა” ერთ პასტორს 2011 წლის დასაწყისში აღსარება ჩააბარა. ის ამბობს, რომ ჩინეთი დაიკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოში და უახლოეს მომავალში აშშ-ს ჩაენაცვლება. მსოფლიოს ჭეშმარიტი მმართველები დღემდე გასაიდუმლოებული ილუმინატები არიან, სანამ ჩინეთი ახალ პოზიციას დაიკავებდეს მთელს მსოფლიოში. მან პასტორს უთხრა, რომ ზოგიერთ მოვლენას ბიძგი უკვე 2012 წელს მიეცემა და განაცხადა, რომ ჩინეთი გახდება ახალი ზესახელმწიფო, რომლის უკან “ილუმინატები” დგანან და წინ წამოსწევენ ჩინეთის ფუნქციას, ხოლო თვით მასონები ისევ ჩრდილში დარჩებიან.

ქვემოთ პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული მომაკვდავი მასონის აღსარება, რომელშიც მოცემულია დამატები ინფორმაცია ზოგიერთი ფაქტის შესახებ, რომელსაც ამზადებს გლობალური მასონობა. მასალა გამოქვეყნებულია ინტერნეტით, მასობრივი საინფორმაციო საშუალების ამ ალტერნატიული წყაროთი, რომელსაც, საბედნიეროდ, მასონები მთლიანად ვერ აკონტროლებენ.
http://ucnauri.com/213714/მომაკვდავი-მასონის-აღსარ/

Комментариев нет:

Отправить комментарий