ქართველი ხალხის წარმომავლობის და მონათესავეობის საკითხი ჯერ კიდევ ძველ ბერზნებს აინტერესებდათ. ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ქრ.შ-მდე V ს.) ფიქრობდა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმომავლობის იყვნენ. უფრო ადრე ბერძნებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ქართველთა ანუ იბერთა წინაპრები გადმოსახლებულნი იყვნენ ესპანეთიდან, რომელსაც ასევე იბერია ეწოდებოდა. ძველი ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (ქრ.შ-დან Iს.) ქართველტა წარმომავლობას უკავშირებდა ბიბლიურ პერსონაჯებს.ასევე ძველი ქართველი ისტორიკოსებიც ქართველებს ბიბლიური ნოეს მესამე შვილის-იაფეტის შთამომავლებადთვლიდნენ. უძველეს ქართულ საისტორიო თხზულებაში-"მოქცევაი ქართლისაი"-ს ქრონიკაში კი მოთხრობილია საქართველოსტერიტორიაზე ქართველთა გადმოსახლება სამხრეთიდან , ე.წ. არია ქართლიდან. მეორე ქართული წყარო-"ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგან მამათა"(ქრ.შ-დან XI ს.) განსხვავებულად წარმოადგენს ქართველთა წარმომავლობას. მისი ავტორის (ლეონტი მორველის) მტკიცებით კავკასიის ხალხები ერთიანი წარმომავლობის არიან და "ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს ...", რომელიც ბაბილონის მშენობლობისა და ენათა აღრევის შემდეგ თავის ცოლ-შვილთა და მრავალ რიცხოვანი ნათესავებით კავკასიაში დასხლდა , მისმა შვილებმა მისცეს დასაბამი აქ მცხოვრებ ხალხებს: ქართველებს, სომხებს და სხვ. ეს უკანასკნელი თვალსაზრისი ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული იყო თვით XIX საუკუნემდე, როდესაც წინა აზიაში ფართოტ გაიშალა არქეოლოგიური სამუშაოები და არაერთი აღმოჩენა მართლაც სენსაციური გახდა. გამოჩნდა მანამდე უცნობი ქვეყნები და ხალხები, განსხვავებული კულტურითა და ენით წინ წავიდა ენათმეცნიერება , ე.წ. "მკვდარი ენების" შესწავლა. მეცნიერებმა შეძლეს ზოგიერთი ამ ენის დაკავშირება, მანამდე ცნობილ ენათა ოხაეტან, ზოგიერთის კი ვერა. მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მირე აზიილ უძველეს მცხოვრებთა (ვიდრე აქ ინდოევროპელები გამოჩნდებოდნენ) ენები მანამდე ცნობილ არცერთ ნათა ოჯახს არ ეკუთვნოდა. ასევე,კავკასიური ენების დაკავშირებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ენათაოჯახთან, ამიტომ წარმოიქმნა ვარაუდი< რომ კავკასიური (ქართული) და წინარე ინდოევროპული "მკვდარი" ენების ერთი წარმომავლობის იყვნენ. ამას თითქოს ეთანხმებოდა მითოლოგიური გადმოცემები, ეთნოლოგიური და კულტურის კვლევებით დადგენილი სხვადასხვა ფაქტი. მაგალითად, ცნობილიმა ენათმეცნიერმა ნიკო მარმა, რომელიც წარმოშობით გურიიდან იყო, ბასკების ქვეყანაში მოგზაურობისას, იმდენი სიახლოვე დაინახა ბასკურ და გურიის ცხოვრების წესს შორის , რომ თავის ნაშრომს უწოდა "მოგზაურობა პირენეის გურიაში". მაგრამ ეს ჰიპოთეზა სათანადოდ დასაბუთებას მოითხოვდა. ამას სჭირდებოდა დიდი მუშაობა როგორც ენათმცოდნეების ხაზით, ისე არქეოლოგიური, ეთნოლოგირი, ანთროპოლოგიური და სხვა დისციპლინების თანამედროვე მეთოდით კვლევა. მეცნიერულად სწორი დასკვნის გამოსატანად ენადმეცნიერებმა უნდა შეძლონ და აღადგინონ ის თავდაპირველი ანუ წინარე ენები, რომელთა დაშლითა და განვითარებით წარმოიქმნა თანამედროვე ენები. დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველური ენები: ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური ერთი ძირიდან, საერთო ქართველურიდან მოდიან. სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისერთმანეთისგან გამოყოფა და ცალკე განვითარება. მათი ენებიც დაშორდა ერთმანეთს . არქეოლოგიური ფაქტები მტკიცდება, რომ საქართველოს ტერიოტრიაზე ადამიანი მუდმივად ცხოვრობდა კაცობრიობისდასაბამიდან. აქ განვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი წყვეტილი არ შეინიშნება. რა თქმა უნდა , სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ ტომის შემოღწევას და ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილაციას, უთუოდ ექნებოდა ადგილი, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივი კულტურული, ეკონომიკური და სხვა ხასიათის კონტაქტები ჰქონდა ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან, ხალხებთან. ეს Yველაფერი აისახებოდა ადგილობრივ ენბსა და კულტურაზე. უძველესი ლექსიკის საშუალებით შეიძლება აღვადგინოთ ბუნებრივი გარემოც , რომელშიც ადამიანს უხდებოდა ცხოვრება, დავადგინოთ ის ხალხები, რომლებიც ემეზობლებოდნენ ჩვენს ჭინაპრებს და ა.შ. ამ საკითხეების გარკვევაში მეცნიერებს დიდ დახმარებას უწევს როგორც ენათმენიერება, ისე არქეოლოგია. დადგენილია, რომ ნეოლითის ხანაში მეურნეობის ახალ სისტემაზე გადასვლამ(ნეოლითურმა რევოლუციამ) დიდი გავლენა იქონია დემოგრაფიულ პროცესებზე, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი, რომელიც სულ უფრო ფართო ტერიტორიებს ითვისებდა. საქართველოს რელიეფის თავისებურებამ ხელი შეუწყო მისი მოსახლეობის განმხოლოებას, ცალკეული ეთნიკური ჯგუფების განცალკევებით განვითარებას. თუმცა შეინიშნება ამ ტომების დიდი კულტურული სიახლოვე, კულტურული და ეთნიკური ერთობა. ადრებრინჯაოს ხანაში საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის ე.ჭ. "მტკვარ-არაქსის კულტურა" სვრცელდება. ქრ.შ-მდე III ათასწლეულის მეორე ნახევაღი აღმოსავლეთ საქართველოში შემოიჭრნენ ჩრდილოეთის სტეპებში მომთაბარე, "ყორღანული კულტურის" მატარებელი ტომები, რომლებიც შესაძლებელია ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ. როგორც ჩანს ისინი ერთხანს "მტკვარ-არაქსის კულტურის" მატარებელ ტომებთან თანაარსებობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალმოსულებმა ადგილობრივ მოსახლეობის კულტურა აითვისეს, მაგრამ თვითონაც გავლენა მოახხდინეს ცხოვრების ადგილობრივ ჭესზე, დაკრძალვის რიტუალზე და ენაზეც. ადრეყორღანული კულტურის ხანაში დასავლეთ საქართველოში განსახლებული იყვნენ სვანურ ენაზე მოლაპარაკე ტომები, ხოლო ქართულ-ზანური ერთობის მატარებელი მოსახლეობა ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიონის ბორცვოვან ძოლში, თრიალეთის ზეგანზე, სადაც ახალი კულტურის ჩამოყალიბების Pროცესი მიმდინარეობდა. ამ კულტურის ფორმირებას და აღზევებას ხელი შეუწყო ჭინააზიურ ხეთურ-ხურითულ სამყაროსთან ურთიერთობამაც. ეს ფაქტები არქეოლოგიუ მასალაშიც კარგად ჩან. ქ.რ.შ-მდე II ათასწლეულის შუა ხანებში დაშლას იწყებს ქართულ-ზანური ერთობა. ზანურ (ანუ მეგრულ,კოლხურ) ენოვან ეთნოსი თანდათან დასავავლეთ საქართველოში ვრცელდება და ავიწროებს სვანურენოვან მოსახლეობას, რომელიც ჩრდილოეთით, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებს იკავებს. ზანური(კოლხური) ენის მატარებელი ეთნიკური ჯგუფი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს და სამხრეთიტ მდებარე მხარეებს იკავებს. ქართულ-ზანური ერთობის დაშლის, მისგან ზანურენოვანი მოსახლეობის გამოყოფის და დასავლეთ საქართველოში განსახლების შემდეგ, საერთო ქართველური ენის დარჩენილი დიალექტების საფუძველზე თანდათან ჩამოყალიბდა ქართული ენა, რომელის მატარებელი ეთნოსი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში და მიმდებარე მხარეების მიწა_წყალზე ვრცელდება. მის სამხრეთ ნაჭილში წინა აზიიდან ჩამოსახლდნენ ხეთური კულტურას ზიარებული მესხური ტომები. უფრო გვიან, ქართულის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ქართული ენა იქცა ამ ახლადშექმნილი ქართული სამეფოს სახელმწიფო ენად, რომელმაც თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც. ამრიგად, ქრ.შ-მდე II ათასწლეულიდან ქართველური ენების და ქართული კულთურის მატარებელი ტომები აქტიურად იწყებენ მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის რთული კულთურის მატარებელი ტომები აქტიურად იწყებენ მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის რთულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დგება უძველესი ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების ეპოქა.
საქართველოს ისტორია
საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 600 000 – 1 800 000 წლის არის. უფრო ძველი ჩონჩხები ნაპოვნია აფრიკაში. შეიძლება ითქვას რომ დმანისელი ადამიანი უძველესია მოსახლეა ევრაზიის. პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა. კაცობრიობის ისტორიაში იმ პერიოდს როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლითი. თავის მხრივ პალეოლითი იყოფა : ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად. ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალ მთიან რეგიონებსაც აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები. ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკსიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ. ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმად პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც კავკასიაში დათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული. ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითი. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და კლიმატი რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის ნეოლითის ხანა ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : ხუცუბანში, ანასეულში. ქობულეთში, თერამიწაში. ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა. ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითრებული. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტელურგია, მიწათმოქმედება. ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატი. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით 1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი. ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები. ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათსწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ. თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.

Комментариев нет:
Отправить комментарий