среда, 29 мая 2013 г.

”მაგნუმ კრიმენ” ანუ მართლმადიდებელთა გენოციდი.

1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობისას პაპისტების მიერ ჯვაროსნებმა ცეცხლსა და მახვილს მისცეს კონსტანტინოპოლი; ცემდნენ და მუსრს ავლებდნენ მართლმადიდებელ ბერძნებს განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ასაკისა. წმინდა სოფიის ტაძარში ”კეთილშობილმა” რაინდებმა თავისი ხელით დაჩეხეს და ერთმანეთში გაინაწილეს ოქროთი და ძვირფასი ქვებით ჩამოსხმული წმ. სოფიის ტაძრის წმინდა საკურთხეველი. ბიზანტიის ამ უდიდეს წმინდა ტაძარში ჯვაროსნები ღრეობდნენ და მკრეხელობდნენ გარყვნილ ქალებთან ერთად, სვამდნენ ღვინოს ტაძრის სამსახურებელი წმინდა ჭურჭლებიდან, ცეკვავდნენ ტაძრის სამღვდელოების შესამოსელში გამოწყობილები, აგინებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებს, ანადგურებდნენ და იტაცებდნენ წმინდა წიგნებს და ხელნაწერებს, აუპატიურებდნენ კეთილშობილ ქალებს, მონაზვნებსა და ქალწულებს, იტაცებდნენ მოქალაქეთა ქონებას. კათოლიკე პაპისტი ეპისკოპოსები რომის უმკაცრესი ინსტრუქციების თანახმად იკავებდნენ ბერძენთა მართლმადიდებელ ტაძრებს და იქ ამკვიდრებდნენ კათოლიკურ წეს-ჩვეულებებს, მართლმადიდებელი საზოგადოება და ბერ-მონაზვნობა მასიურად რეპრესირებულ იქნა. მართლმადიდებლური ეკლესიები იკეტებოდა.

1278 წელს, ეგრეთ წოდებული ლიონის უნიის დადების შემდეგ პაპისტები შეიჭრნენ ათონის მთაზე, ყველა საცხოვრებელი და სენაკი ათონელი ბერებისა დაანგრიეს და ცეცხლს მისცეს. ათონის ივერთა ქართულ მონასტერში ყველა მოხუცებული ბერი ყელზე თოკით ქვამოკიდებული ზღვაში ჩაახრჩვეს, ხოლო ახალგაზრდა ბერები იტალიაში გაიყვანეს და მონებად გაყიდეს. ვატოპედის მონასტერში ყველა ავადმყოფი და მოხუცებული ბერი მოკლეს, ხოლო ისინი, ვინც ვერ შეძლო მიმალვა, მოძებნეს და ჩამოახრჩვეს. იმ ადგილს, სადაც ეს ბოროტება იქნა ჩადენილი, ახლაც სახრჩობელის მთა ჰქვია. ზოგრაფის მონასტრის 26 ბერი კოშკში ცოცხლად გამოწვეს. აქ მოხდა ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის უდიდესი სასწაული. ზეციდან ხმა მოესმათ ბერებს: ”გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა”. ქსიროპოტამის მონასტრის ბერებს შეეშინდათ და გადაწყვიტეს შეერთებოდნენ პაპისტებს - გაკათოლიკებულიყვნენ და მონასტრიდან გამოსულები ხის ტოტებით ხელში მიეგებნენ, მაგრამ საშინელი სასჯელი მიიღეს ღვთისგან - მოხდა საშინელი მიწისძვრა და მონასტერი მთლიანად დაინგრა. შეშინებულმა პაპისტებმა სწრაფად მიაშურეს თავის გემებს და დატოვეს ათონის მთა. ზოგმა მათგანმა მიიღო მართლმადიდებლობა და ბერად აღიკვეცა.

ტრაგიკული შედეგებით დასრულდა პასპოლიტო რეჩში მართლმადიდებლებისათვის ვატიკანის მიერ თავსმოხვეული 1596 წლის ბრესტის უნია. აქედან მოყოლებული 300 წელიწადი მართლმადიდებელი მოსახლეობა საშინელ გენოციდს განიცდიდა. ძარცვა-გლეჯა, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, ცემა-ტყება, წამება და მკვლელობანი მართლმადიდებლებისა პაპისტების მხრიდან აღემატებოდა ყველაზე უფრო საშინელი ველურების ბარბაროსობას. პაპის სამღვდელოება ტრიუმფით გადადიოდა მცირე რუსეთის ტერიტორიაზე თორმეტი და უფრო მეტი მართლმადიდებლით შებმული ოთხთვალებით. პაპისტი სამღვდელოების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა მართლმადიდებელთა საწამებელ ბორბლებზე დაკვა, ძარღვების გაჭიმვა, ნელ ცეცხლზე შეწვა, მათ შორის პატარა ბავშვებისა. ყველაზე საშინელი კაცთმოძულეობა ამ მხრივ კათოლიკე ეპისკოპოსმა იოსაფატ კუნცევიჩმა გამოავლინა პოლოცკში, მოგილევოში, ვიტებსკში და სხვა ქალაქებში. ის სტაცებდა მართლმადიდებლებს ტაძრებს, რეპრესიებს უწყობდა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და გაჩაღებული ჰქონდა მასიური ხოცვა-ჟლეტა, 1623 წლის 12 ნოემბერს ვიტებსკსა და პოლოცკში მან ამოათხრევინა მიცვალებულ მართლმადიდებელთა ცხედრები და ძაღლებს შეაჭამა. აღშფოთებულმა ხალხმა იგი მოკლა, რომის პაპმა ამასთან დაკავშირებით სიგიზმუნდ III მისწერა: ”წყეულიმც იყოს ის, ვინც თავის მახვილს სისხლისღვრისაგან დააკავებს”. რომის პაპმა ეს მკვლელი ეპისკოპოსი წმინდანად შერაცხა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასაფლავა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა იუგოსლავიას გამოსტაცა ხორვატია, რომელსაც რომის პაპის დავალებით სათავეში ჩაუყენა რომიდან სპეციალურად გამოგზავნილი კათოლიკე პაველიჩი, და ხორვატია გამოაცხადა რომაულ-კათოლიკურ სახელმწიფოდ. პაპისტური ანუ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ხორვატიაში, ზაგრების მთავარ ეპისკოპოსმა ალიოზ სტეპინაცმა განაცხადა, რომ ხორვატიაში არ დაედგომება მართლმადიდებელს. დაიწყო მართლმადიდებელთა მასიური ჟლეტა. მართლმადიდებლების მკვლელობებში და ყოველგვარ მხეცობაში პაპის ასობით სასულიერო პირი მონაწილეობდა. მართლმადიდებლები ნადგურდებოდნენ სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში, მათ ყელს სჭრიდნენ სპეციალური დანით, რომლებსაც „სერბოსეკი“ ეწოდებოდა. მსხვერპლს სთხრიდნენ თვალებს, უჩეხავდნენ თავს, როგორც კაცებსა და ქალებს, ასევე ბავშვებს. მთიან ადგილებში აღმოჩენილი იქნა ასობით „ორმო“ - ღრმა ჭები, რომლებშიც ეყარა ათასობით მართლმადიდებელი, ხშირად სოფლების მთელი მოსახლეობა. განადგურდა მილიონამდე მართლმადიდებელი სერბი. სერბეთის ძალზე დიდი ტერიტორია გაიწმენდა კათოლიკებისათვის. 1941 წლის 12 მაისს ქალაქ გლინაში აღსრულდა 1200 მართლმადიდებელის გენოციდი, მათ ნაჯახით გაუჩეხეს თავი მართლმადიდებელი ტაძრის საკურთხეველში და ამის შემდეგ გვამებით ავსებული ეს ტაძარი ცეცხლს მისცეს. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს კლავდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და მათ სხეულებზე ჭრიდნენ სატანისტური რიტუალის ნიშნებს. 300 ათასი ადამიანი მუქარის ქვეშ იძულებით გააკათოლიკეს. 100 ათასობით მართლმადიდებელი გააძევეს სერბეთიდან, ხოლო დარჩენილებს მკლავზე უნდა ეტარებინათ ლურჯი ლენტი, წარწერით „მართლმადიდებელი“. ასეთივე წარწერა უნდა გაეკეთებინათ თავიანთ სახლებზე, რათა უკიდურესი დამცირებისა და დევნილობის ქვეშ ყოფილიყვნენ. თითქმის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი ან დაინგრა, ან დაიწვა, ან გადაკეთდა კათოლიკურ ეკლესიად. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები და სამღვდელოება დახოცეს ან განდევნეს ხორვატიიდან.

1991 წელს ვუკოვარში წამებით მოკლეს 40 მართლმადიდებელი ბავშვი. ხორვატიაში შესასვლელად იუგოსლავიის მოქალაქეებს აუცილებელია ჰქონოდათ დოკუმენტი არამართლმადიდებლობის შესახებ, სხვა შემთხვევაში მათ ხორვატიაში არ უშვებდნენ.

კათოლიკეთა მხეცობა იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ თვით ფაშისტებმაც პროტესტი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მართლმადიდებლების ასეთი განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა არის მთავარი მიზეზი იუგოსლავიაში პარტიზანული მოძრაობის გაძლიერებისო (გერმანიის სდ-ს მოხსენება, გერმანიის სამხედრო წარმომადგენლის გენერალ გლაიზე ფონ ხორსტენაუს მოხსენება).

მთელ ხორვატიაში იყო საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი, რომელშიც გაიჟლიტა ასი ათასობით მართლმადიდებელი. განსაკუთრებით სასტიკი იყო იასნოვაცის საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 70 ათასამდე მართლმადიდებელი განადგურდა. ეს ბანაკი თავად ფაშისტებსაც შიშის ზარს სცემდა.

ამერიკელმა მკვლევარმა ედვარდ პრაისმა სპეციალურად გამოიკვლია კათოლიკე სასულიერო პირების „მოღვაწეობა“ ამ საკონცენტრაციო ბანაკებში. მან მოიძია დოკუმენტები, რომლებიც ასახავდნენ ექვსი ფრანცისკანელი ბერის ხელმძღვანელ მონაწილეობას იასნოვაცის საკონცენტრაციო ბანაკის მართლმადიდებელი პატიმრების ხოცვა-ჟლეტაში. ამ ექვს ბერს შორის ზარდამცემი იყო „მამა“ მიროსლავ ფილიპოვიჩ-მაისტროვიჩი, რომელსაც შეარქვეს ფრა სოტონა (ძმა ეშმაკი). მის სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებით ის გარეგნულად ჩანდა კეთილი და ზრდილობიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღასრულებდა მკვლელობას, მაშინ ის ემსგავსებოდა საშინელ მხეცს. იგი იყო ორგანიზატორი მართლმადიდებლების ყველა მასიური ხოცვა-ჟლეტისა. ის აღასრულებდა მათ ხოცვა-ჟლეტას ყოველ ღამე და ყოველ დილით ბრუნდებოდა სისხლში მოთხვრილი ტანსაცმლით. მოწმეთა ჩვენებით ერთმა კათოლიკე მონაზონმა ქალმა მთლიანად სისხლში ამოთხვრილმა, მოახსენა „მამა“ მიროსლავს (ანუ ძმა ეშმაკს), რომ იმ წუთებში ამ მონაზონმა ქალმა თავის ხელით მოკლა შვიდი მართლმადიდებელი, რის შემდეგაც ეს „მამა“ გადაეხვია ამ ქალს და უთხრა „აი ახლა კი მიყვარხარ, ახლა უკვე ვიცი, რომ ნამდვილი კათოლიკე ხარ“. და ყველა ეს კათოლიკე მონაზონი-მკვლელები აღასრულებდნენ „წირვა-ლოცვას“ და აგრძელებდნენ ქადაგებას კათოლიციზმის ბატონობის შესახებ.

ვატიკანში ხორვატიის კათოლიკური სახელმწიფოს ელჩის ნიკოლა რუსინოვიჩის დოკუმენტები ცხადყოფენ: - „ფრანცისკანელი ბერები უსაშინლეს საქმეებს სჩადიან. „მამა“ სიმიჩი რევოლვერით ხელში მეთაურობდა შეიარაღებულ ბანდას და ანგრევდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს“.

1945 წლის აპრილში, როდესაც პარტიზანები მიუახლოვდნენ ზაგრებს, კათოლიკე მთავარეპისკოპოსი სტეპინაცი და მისი ფრანცისკანელი ბერების რაზმები სასწრაფოდ ანადგურებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენილ მართლმადიდებელ პატიმრებს, კათოლიკე მთავარეპისკოპოს სტეფინაცის ამ გვარდიამ დაიმსახურა ყველაზე საშინელი მკვლელების რეპუტაცია. ცნობილი ინგლისელი მწერალი ივლინ ვო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიაში სადაზვერვო-დიპლომატიურ მოვალეობას ასრულებდა, კათოლიკე მთავარეპისკოპოს სტეპინაცს და მის ფრანცისკანელ მონაზონ-გვარდიას შეარქვა სპეციალური ტერმინი „ფრანცისკანული უსტაშიზმი“ (უსტაშები იყვნენ ხორვატი ესესელები, რომლებიც თითქმის ყველანი კათოლიკები იყვნენ). როდესაც პარტიზანებმა აიღეს ხორვატია მთავარეპისკოპოსი სტეპინაცი და მისი მკვლელების ხროვა ვატიკანში გაიქცნენ ცნობილი „ვირთხების ბილიკით“. ხოლო ბოროტმოქმედი „მამა“ მიროსლავი, - ძმა ეშმაკი, პარტიზანებმა შეიპყრეს, გაასამართლეს და თავისი კათოლიკური ანაფორით ჩამოახრჩვეს. იუგოსლავიაში გამოვიდა დოკუმენტების კრებული კათოლიკური ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელების ბოროტმოქმედებაზე. ამ დოკუმენტების კრებულის სახელწოდებაა - „მაგნუმ კრიმენ“, რაც ნიშნავს - „უდიდესი ბოროტმოქმედება“.

რომის პაპმა იოანე პავლე II სამხედრო დამნაშავე - მკვლელი კათოლიკე მთავარეპისკოპოსი სტეპინაცი წმინდანად შერაცხა.

რომის კათოლიკე პაპისტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში სიკეთე და ჭეშმარიტება არის მხოლოდ იქ, სადაც არის რომის კათოლიკური ეკლესია და სადაც უსიტყვოდ აღიარებენ პირველობას რომის პაპისას, სხვა ყველაფერი მიდის არასწორი გზით, არის სიბნელეში და ერესში, და ადრე თუ გვიან უნდა გახდეს კათოლიკური. ყოველივე არაკათოლიკური მსოფლიოში უნდა გაქრეს, ისინი აცხადებენ: „ღმერთი თავისი რკინის ცოცხით გახვეტს მართლმადიდებლობას, იმისათვის რომ გამეფდეს ერთიანი პაპისტურ-კათოლიკური ეკლესია“.

პაპის პრელატი მიშელ დერბინი, ვატიკანის აღმოსავლეთ კათოლიკური პროპაგანდის ხელმძღვანელი ორჯერ 1926 და 1928 წლებში ჩამოსული იყო მოსკოვში, ბოლშევიკებთან „კონკორდატის“ ანუ ხელშეკრულების დასადებად მართლმადიდებლობის დევნასა და კათოლიციზმის გაძლიერებაზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიშელ დერბინმა აღასრულა რამოდენიმე ეპისკოპოსის ხელდასმა, რათა ჩამოეყალიბებინა საბჭოთა ხელისუფლებისათვის მისაღები კათოლიკური სამღვდელოება. მათი აზრით ბოლშევიზმი ანადგურებს სამღვდელოებას, ბილწავს ტაძრებსა და სიწმინდეებს და ეს არის არარელიგიური ბოლშევიზმის რელიგიური მისია, რითაც იგი გადააშენებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მოამზადებს „სუფთა მაგიდას“ კათოლიციზმისთვს.

პაპისტები ახორციელებენ მართლმადიდებლური ხატებისა და სიწმინდეების მასიურ შესყიდვას.

კათოლიციზმი ყველასა და ყველაფერში ეძებს ხელისუფლებას, როგორც საეროსა და სასულიეროს, ისე ქონებრივსა და პიროვნულს.

რომის პაპები და მათი კარდინალები ყოველთვის ეძებდნენ საერო ხელისუფლებას მეფეებსა და იმპერატორებზე, ხოლო ხელისუფლება დედამიწაზე ყოველთვის ითხოვს კომპრომისს, ეშმაკობას, სიცრუეს, მოტყუებას, ინტრიგას, გამცემლობას, და ხშირად დანაშაულს, ამიტომაც გამოიგონეს კათოლიკებმა - „მიზანი ამართლებს საშუალებას“.

კათოლიციზმის იდეოლოგები: იეზუიტი ესკობარ-ა-მენდოზე, სოტი, ტოლეტი, ვასკოცი, ლესსი, სანკეცი, ლანკული, სუარეცი, ბუზენბაუმი, ლაიმანი, ალაგონი და სხვები აცხადებენ, „მიზანი ამართლებს საშუალებას“, რომ სიცრუე, ვერაგობა და მკვლელობა ადამიანს შეიძება ცოდვად არ ჩაეთვალოს. მაგალითად, იეზუიტი პეტრე ალაგონი, ბუზენბაუმი და სხვები აცხადებენ: „ ღვთის ბრძანებით შეიძლება მოკლა უდანაშაულო, იქურდო და იმრუშო“ - აქედან ჩანს, რომ კათოლიკებს ჭეშმარიტი ღმერთი არ ჰყავთ და ისინი თაყვანს სცემენ ეშმაკს.


„სიძულვილი მართლმადიდებლობის მიმართ, ფანატიზმი და დევნა მართლმადიდებლობისა, მკვლელობანი - წითელ ზოლად გასდევს კათოლიციზმს მთელი მისი არსებობის მანძილზე“ (წმ. იოანე კრონშტდატელი). ეს სიძულვილი და ფანატიზმი შედეგია რომის უბოროტესი ერესისა - მსოფლიო ეკლესიაზე პაპის მეთაურობისა და მთელს კაცობრიობაზე პაპის აბსოლუტური ძალაუფლების დოგმატისა.

(მართლმადიდებელთა დევნა პოლონეთში XX საუკუნის 30-იან წლებში)



„გახსოვდეს რომ რუსეთი - შენი პირველი მტერია, ხოლო მართლმადიდებელი არის ერეტიკოსი, სქიზმატი, და ამიტომ ნუ იფარისევლებ და ნუ იტყვი, თითქოს ისინი შენი ძმები არიან და რომ თითქოს მათი საწინააღმდეგო შენ არაფერი გაქვს.

(პოლონური კათოლიკური კატეხიზმო 1866 წ.).




(მოკლე ისტორიული ცნობები) მასალა მოამზადა

დეკანოზმა გრიგოლ აბულაძემ.

გაზეთი "მრევლი"

qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий