пятница, 17 мая 2013 г.

ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა.

მამა თეოდორე გიგნაძე სოდომ-გომორის ცოდვასთან დაკავშირებით.
https://www.youtube.com/watch?v=buSAFFIobfU&feature=player_embedded




ეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა.


ეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს სამებაში გამართული პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

სამებაში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტაძარში მყოფ მრევლს მეუფემ ქადაგებით მიმართა.

მეუფემ დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და აღნიშნა, რომ ასეთი დღეები იშვიათია. მღვდელმთავარმა მრევლს უწმინდესის დიდი ლოცვა-კურთხევაც გადასცა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ქართველმა ერმა დღეს ზნეობრიობის, პატიოსნების დაცვის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს და ქართული სახელმწიფოს მხედრები და ღირსი ვართ უფლის იმ სიყვარულის, რომლითაც ჩვენ გვმფარველობს.

“ერი მზად არის ზნეობრიობის დასაცავად. ჩვენ ვართ ქრისტეს, ქართული სახელმწიფოს მხედრები და არავის არ მივცემთ უფლებას, კარგად იცოდნენ, რაიმე სიახლეები შემოიტანონ ერში. მსოფლიო, როგორებიც ვართ, ისეთებს მიგვიღებს. გადაგვარებული წესით მაცხოვრებელი ადამიანები თუ შეუძლიათ მიიღონ, ნორმალურად მაცხოვრებელ ადამიანებს რატომ არ მიგვიღებენ? ეს არის ტყუილი, ეს არის კონკრეტული ძალის მიერ პოპულიზმისათვის გათვლილი ქმედებები. ჩვენ პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ღვთის, ქვეყნის და ჩვენი წინაპრების წინაშე, მილიონობით დაღუპული ქართველის მიმართ, რომ არ მივიღოთ ის, რასაც თავს მოგვახვევენ. დღეს კარგად დაინახეს ხალხის ძალა, არავის არ ვემუქრებით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სასულიერო პირები ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ძლიერი სახელმწიფო და მასში მცხოვრები პირები, ძლიერი ადამიანი. ჩვენ არც რელიგიური კუთხით ვანსხვავებთ ადამიანებს და არც სხვადასხვა ორიენტაციისა და ეროვნების გამო, მაგრამ ნუ შეეცდებიან თავს მოგვახვიონ ის, რასაც არ მივიღებთ, მოვკვდებით მაგრამ არ მივიღებთ. დღეს ჩვენმა ერმა აჩვენა, რომ ღირსია იმ დიდი სიყვარულისა, რომლითაც უფალს ვუყვარვართ და გვფარველობს. თუ ხელისუფლება ამ ძალას სწორად გამოიყენებს, ქვეყანა მალე გამოვა სიძნელეებიდან და მართლაც პერსპექტივა გვექნება ნათელი მომავლის”, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სხვადასხხვა პირებს, 40-50 ადამიანის დასაცავად ასე რომ გამოდიან, უნდა მოეთხოვოთ უცხოეთიდან შემოსული მათი თანხები სად მიედინება.

“იყო საშიშროება, რომ დაპირისპირება მომხდარიყო და მაინც წავიდნენ ამაზე, იმიტომ, რომ არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. ვიღაცეები უნდათ გაახარონ, ადრე მოსკოვში, თეირანში თუ ახარებდნენ, დღეს სხვა ქალაქებში უნდათ გაახარონ. უღირსი ცხოვრებით უფლის წინაშე ვერ წარვდგებით. რომელი დამპყრობელი არ შემოვდა საქართველოში, მაგრამ ვერ გადაგვაგვარა, ეკლესია არის ქრისტეს ნათელი, აქ სიბნელე არ არის. არასდორს გავაკეთებთ იმას, რომ სახელმწიფოსთვის საშიში იყოს”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობის თქმით, აქციაზე არავინ დაზიანებულა, მან შენდობა ითხოვა, იმ პოლიციელებისაგან, რომელთა გვერდზე გაწევა მოუხდა. მადლობა შეწირა ღმერთს, რომ ხალხმა ბარიერის გავლა შეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი რამ მოხდებოდა.

მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთი და უცხოეთი დაეხმაროს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში.

“ჩვენ დაგვეხმარონ იმაში, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ტაო-კლარჯეთი და კიდევ ის ქართული მიწები, რომლებიც მრავლად აქვს უსამართლოდ წართმეული და მითვისებული ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, დღეს ქართველმა ერმა თავისი იდენტობა დააფიქსირა და ამისთვის მადლობა შეწირა ტაძარში შეკრებილებს. მან მიმართა იმ პირებს, რომლებიც დღეს საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, რომ ქრისტეს ნათელით განათლდნენ და ცხოვრების წესი შეინანონ. მან პოლიტიკოსებსაც მიმართა, რომ ფრთხილად მოეკიდნონ იმ განცხადებებს, რომლებსაც გააკეთებენ მათ მიმართ, რადგან წინ არჩევნები მოდის და მათი ქმედებები აისახება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/240055-episkoposi-iakobi-qarthvelma-erma-dghes-thavisi-identoba-daafiqsira.html
***


მამა შალვა კეკელია.


**


ლაშა ჟვანია სამღვდელოების ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს.

17/05/13

დღევანდელ აქციას, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ეხმაურება და სამღვდელოების ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს.

მისი თქმით, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას და ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა.

“სადაც საჭიროა მტკიცე ნების გამოხატულება, იქ ეკლესია მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს. ამგვარი აღვირახსნილობის და პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საჭიროა, გამოხატოს ეკლესიამ წინააღმდეგობა, ეკლესია წინააღმდეგობას გამოხატავს. ვერავითარი კანონი ვერ დაუშლის ეკლესიას მსგავს საკითხებზე მოწოდების გაკეთებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ღვთის სიტყვა და სახარება დგას. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი. დღეს ადგილი არ ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოყოფას, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას, ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ლგბტ წარმომადგენლებს პატრიარქის გუშინდელი განცხადება უნდა გაეთვალისწინებინათ.


“მისმა უწმინდესობამ გუშინ გაავრცელა სპეციალური განცხადება მოწოდებით და თხოვნით, რომ ამგვარი აღლუმი არ ჩატარებულიყო, ვინაიდან მას შეეძლო დაპირისპირების გამოწვევა. ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა სულიერი მამის ეს მოწოდება გაეთვალისწინებინა საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს და არ ჩაეტარებინა მსგავსი აქცია, რომელიც ვერც კი ჩატარდა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის პირობებში. საპატრიარქო რა არის? როცა მას ვახსენებთ, ვგულისხმობთ ინსტიტუტს, მაგრამ აქ იყო წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან, რომლის ნაწილიც არიან სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები. როცა საპატრიარქოს ახსენებთ, რაღაც მარგინალურ ინსტიტუტს გულისხმობთ, სასულიერო პირები წინ ჩაუდგნენ საზოგადოებას სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო რაიმე ისეთი დაპირისპირება, რომელიც ადამიანის კვლასა და წამებაში გადაიზრდებოდა”, – განაცხადა ჟვანიამ.

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-13-01/33601-lasha-zhvania-samghvdeloebis-qmedebas-gamarthlebulad-miichnevs.html?lang=ka-GE


https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/


Комментариев нет:

Отправить комментарий