четверг, 2 мая 2013 г.

ლიმბო.

„ლიმბო“ ლათინური სიტყვაა (limbus) და ნიშნავს: ზღვარს, საზღვარს, მოსაზღვრე ან გარდამავალ, შუალედურ მდგომარეობას, ან ადგილს იმ სულებისთვის, რომლებიც ზეცაზე ვერ მოხვდნენ, ამავე დროს ლიმბო არც ჯოჯოხეთია და არც განსაწმენდელი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კათოლიკური ქრისტიანული ეკლესიის/ფილოსოფიის წარმოდგენაა.

სქოლისტიკურ თეოლოგიაში „ლიმბუს“-ს ორი მნიშვნელობა აქვს:
1. აღნიშნავს დროებითი შებოჭვის, დატუსაღების ადგილს ან მდგომარეობას, სადაც იმყოფებოდნენ იმ მართალი ხალხის (ძველი აღთქმისეული პატრიარქები, წინასწარმეტყველები და წმინდა იოსების, ღვთიშობლის ხორციელი მეუღლის) სულები, რომლებიც ქრისტეს აღზევებამდე გარდაიცალნენ და ეს სულები მანამდე იყვნენ ლიმბოში, სანამ ქრისტემ მათთვის სამოთხის კარი არ გახსნა. ამ ვარიანტში აღნიშნულ ადგილს „მამათა ლიმბო“ ეწოდებოდა.
2. მეორე განმარტებით „ლიმბო“ ზოგადად მოუნათლავი ბავშვების და ასევე იმ მოუნათლავი ბავშვების სულების მუდმივი სამყოფელია (ან მდგომარეობაა), რომლებიც პირველყოფილ ცოდვაში (ვნებაში) მოკვდნენ, მაგრამ თავად მძიმე ცოდვა არ ჩაუდენიათ. ეს სულები მოკლებულნი არიან ზეცაში ღმერთის შეგრძნების ზებუნებრივ ნეტარებას, თუმცა თომა აქვინელიდან დაწყებული, ბევრი თეოლოგის აზრით, ეს სულები უსაზღვროდ ტკბებიან ბუნებრივი ბედნიერების სისრულით/სისავსით და თავისი ბუნებრივი შესაძლებლობების ფარგლებში ღმერთის სიყვარულით. ამ განმარტების მიხედვით, სულთა ამ მდგომარეობას, ან სამყოფელს „ჩვილთა ლიმბო“ ეწოდება.
2007 წლის 20 აპრილს ვატიკანის საერთაშორისო კომისიამ გამოაქვეყნა საბუთი: „მოუნათლავ სულთა ხსნის იმედი“, რომელმაც პაპი ბენედიქტ XVI-ის კურთხევა მიიღო. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ სწავლება „ლინბო“-ს შესახებ არის „შეუსაბამოდ შეზღუდულ წარმოდგენა ხსნის შესახებ“, მაშინ როდესაც ღმერთი მოწყალეა და „ყველა ადამიანს უსურვებს ხსნას“.
შუა საუკუნეებში ლიმბო წარმოედგინათ ადგილად, რომელიც ჯოჯოხეთის საზღვარზეა განლაგებული. დანტეს მიხედვით, ლიმბო ჯოჯოხეთის „პირველი წრეა“, სადაც მოუნათლავ ჩვილებთან ერთად, ფილოსოფოსები და წარმართული სამყაროს გმირები იმყოფებიან. მსგავსმა ნაშრომები საფუძვლად დაედო ლიმბოზე წმინდა ლიტერატურულ წარმოდგენებს, რომლებიც შორს დგანან ამ ტერმინის ღვთისმეტყველური განმარტებებისაგან.

Комментариев нет:

Отправить комментарий