სამი უდიდესი ქრისტიანული სიწმნდე, რომელიც საქართველოში ინახება.მათი საკრალური მნიშვნელობა და ისტორია, თუ როგორ მოხვდა ისინი საქართველოში.
• ქრისტეს სამსჭვალი
• მაცხოვრის კვართი
• ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი
ქრისტეს სამსჭვალი
ქრისტეს სამსჭვალიდან - ლურსმანი, რომლითაც იესი ჯვარს აცვეს, ოთხიდან ერთი IV საუკუნეში გამოუგზავნა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს. ამის შესახებ ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროველი მოგვითხრობს. საქართველოში ქრისტეს ორი სამსჭვალი ინახებოდა, მათ შორის ერთი, გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსების მიერ იქნა გატანილი, ხოლო ერთი დღესაც საქართველოშია.
მაცხოვრის კვართი.
უფლის კვართი – ახ.წ. 33 წელს ქრისტეს სამსჯავროზე, სინედრიონმა ქართლიდან მიიწვია ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, მაგრამ მათ დააგვიანეს იერუსალიმში ჩასვლა და სამსჯავროზე არ მიუღიათ მონაწილეობა. მცხეთელი ებრაელები დაესწრნენ ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო შემდგომ, წილისყრით შეხვდათ უფლის კვართი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს წინ შემოეგება მისი და სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ძმისაგან ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილ სიდონიას კვართი ვერავინ მოაშორა და მცხეთელი ებრაელები იძულებულნი გახდნენ ისინი ერთად დაეკრძალათ. სიდონიას საფლავზე მალე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.
ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა. "ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, "წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა "ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა".
თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.
სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, "საელჩო პრიკაზში" გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. პირველად ეს ამბავი საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ გაცხადდა.
წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სასახლეში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი შემკობილია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და აქვს წარწერა: "...შევამკე ჻ და ფერვითა ჻ თვალითა ჻ მარგალიტითა ჻ მე ხელმწიფემან ჻ დადიანმა ჻ პატრონმა ჻ ლევან ჻ მისთვის ჻ საოხად ჻ შეგიმკვეთ ჻ ყოვლად წმიდაო ჻ ქერუბიმთა ჻ უმაღლესო ჻ სერაბიმთა ჻ უაღმატებულესო ჻ ქალწულო ჻ ყდ ჻ საგალობელო ჻ ლხინებაო ჻ ყოველთა ჻ ქრისტეანეთაო ჻ შეისმინე ჻ ვედრება ჻ ჩვენი ჻ და ჻ იხსენ ჻ და აცხოვნე ჻ განუსვენე ჻ და აკურთხე ჻ სული ჻ დედოფლისა ჻ ნესტან-დარეჯანისა ჻ და დაამკვიდრე ჻ სასუფეველსა ჻ ამინ ჻
მოიჭედა ყოვლად ჻ წმიდისა ჻ პერანგისა ჻ კუბო ესე ჻ ქკსა ჻ სამას ჻ ოცდა ჻ რვასა ჻" (ქორონიკონი უდრის 1640 წელს).
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ, სარაცინელებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინეპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.
ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.
ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია "მემატიანის" ოპერატორებმა - გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.
ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხზე: "...ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი..."
სიწმიდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.
ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შესძლეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий