მოლდოვის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასულ კვირას, როდესაც მართლმადიდებლობა აღნიშნავს მენელსაცხებლე დედათა ხსენებას, მასობრივი პარაკლისი ჩაატარა კიშინიოვის ცენტრში, საკათედრო ტაძრის წინ მოთხოვნით გაეუქმებინათ რესპუბლიკაში მიღებული კანონი თანასწორობის შესახებ, რომელიც სექსუმცირესობათა უფლებებსაც ითვალისწინებს.
"ჩვენ ვითხოვთ ამ დოკუმენტის გაუქმებას, ასევე კანონის შეცვლას საეკლესიო კულტების შესახებ. თუ ისინი არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას, ჩვენ საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ", - განაცხადა პარაკლისის შემდეგ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა (კანტარიანი).
ამავდროულად გეი-აღლუმი პოლიციის გაძლიერებული კორდონის თანხლებით ჩატარდა კიშინიოვის ცენტრში. მონაწილეებმა მოაგროვეს მხოლოდ რამოდენიმე ათეული ლგბტ ორიენტაციის ადამიანი, რომელთაც ევროპისა და აშშ-ს დიპლომატებიც ახლდათ, იუწყება პორტალი "Интерфакс-Религия".
შსს-ს მონაცემებით, მარშს რამოდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა, რომლებმაც შესაძლებლობა არ მისცეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩაეშალათ მარშირება.
სექსუმცირესობათა წარმომადგენლების მარში რამოდენიმე წუთი გრძელდებოდა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა გაიარეს დაახლოებით 250 მეტრი უნივერსიტეტის შენობიდან აშშ-ს საელჩომდე, სადაც გარკვეული დროით შეჩერდნენ. საელჩოში შედგა შეხვედრა ამერიკის დიპმისიის მეთაურ უილიამ მოზერთან და ევროპის კომისართან თანამეზობლობის პოლიტიკის გაფართოების საკითხებზე შტეფან ფიულესთან. ამასთან სექსუმცირესობათა წარმომადგენლებმა დაარღვიეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი მოვალენი იყვნენ მარშირება მოეწყოთ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი პარკის მიმართულებით.
კიშინიოვის პოლიციის კომისარიატის წარმომადგენელმა ადრიან ჟოვმირმა განაცხადა, რომ პოლიციამ შეადგინა პროტოკოლი სასამართლო ინსტანციის დადგენილების დარღვევასთან დაკავშირებით.
ევროპის კომისარი კეთილმეზობლობის განვითარებისა და გაფართოების პოლიტიკის დარგში შტეფან ფიულე მიესალმა სექსუალურ უმცირესობათა აღლუმს კიშინიოვის ცენტრში. მან განაცხადა, რომ "მოლდავეთისთვის დღეს ძალზედ აუცილებელია გამოამჟღავნოს ტოლერანტობა სექსუალურ უმცირესობებთან და დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება".
იმავე დროს თვითონ ფიულე მარშირებას არ შეუერთდა, როგორც ადრე იუწყებოდნენ, თუმცა ის ამ დღეებში კიშინიოვში იმყოფებოდა.
მარშირებამდე კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა მოუწოდა ქალაქის მერს აეკრძალა გეი-აღლუმი.
"მოლდოვის ლგბტ საზოგადოების ინიციატივას დედაქალაქში მოაწყონ სექსუალურ უმცირესობათა აღლუმი პროვოკაციად მივიჩნევთ, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება კეთილზნეობას. მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესია 19 მაისს ზეიმობს მენელსაცხებლე დედათა კვირას. მოცემულ მოვლენას მორალურ-სულიერი პრიორიტეტი გააჩნია და არ შეიძლება შეურაცხყოფილ იქნეს სექსუალურ უმცირესობატა მიერ, რომელთა მსოფლმხედველობა შორსაა ქრისტეანული მორალისგან", - ნათქვამია მოლდავეთის ეკლესიის მეთაურის მიმართვაში.
მან კიშინიოვის მერს სთხოვა ესარგებლა თავისი უფლებით და "არ დაეშვა დედაქალაქში ესოდენ სამარცხვინო მოვლენა".
წყარო: http://www.newsru.com/religy/20may2013/moldova.html

Комментариев нет:
Отправить комментарий