ღმერთი არის ის, ვინც გვიყვარს, ჩვენი პირადი მეგობარი. არ გვჭირდება ვამტკიცოთ პირადი მეგობრის არსებობა. ღმერთი, - ამბობს ოლივერ კლემენტი, - ,,არის არა გარეგნული დადასტურება, არამედ ჩვენი შინაგანი, საიდუმლო მოწოდება”. გვწამს ღმერთი იმიტომ, რომ ჩვენ ის ვიცით ჩვენი უშუალო გამოცდილებით და არა ლოგიკური მტკიცებებით. აქ საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ,,გამოცდილება” და ,,გამოცდილებები”. უშუალო გამოცდილება შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული გამოცდილებების გარეშე. მართლაცდა, ბევრია ისეთი, რომელმაც იწამა ღმერთი იმიტომ, რომ ჰქონდა ხილვა ან ზეციური ხმა ჩაესმა, როგორც ეს პავლე მოციქულის შემთხვევაში მოხდა, როდესაც დამასკოს გზაზე მიდიოდა (საქმე 9:1-9). თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ ასეთი ტიპის განსაკუთრებული გამოცდილება, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინც აქვთ ცოცხალი ღმერთის მთელი არსებით განცდა და ეს რწმენა უფრო ფუნდამენტურია მათთვის, ვიდრე ეჭვები. თუმცა ისინი ზუსტად ვერ მიუთითებენ ადგილსა და მომენტს ისე, როგორც ეს წმ. ავგუსტინეს, პასკალს ან ვესლის შეეძლოთ, მათ სრული დარწმუნებით შეუძლიათ განაცხადონ: მე პირადად ვიცნობ ღმერთს.
ამგვარია ღვთის არსებობის ძირითადი დამადასტურებელი უშუალო გამოცდილება (მაგრამ არა აუცილებლად გამოცდილებები). და მაინც, მაშინ, როცა შეუძლებელია ღვთიური რეალობის ლოგიკური დემონსტრირება, არსებობს გარკვეული ,,გზის მაჩვენებლები”. როგორც ჩვენს გარემომცველ სამყაროში, ასევე თვით ჩვენშიც არის ფაქტები, რომლებიც ახსნას ითხოვს, მაგრამ აუხსნელი რჩება, თუ მთლიანად არ მივეცემით პიროვნული ღმერთის რწმენას. განსაკუთრებულ აღნიშვნას მოითხოვს ,,გზის სამი ასეთი მაჩვენებელი”.
პირველი ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროა. რას ვხედავთ? დიდ უწესრიგობასა და აშკარა ფლანგვას, ტრაგიკულ სასოწარკვეთილებასა და თითქოსდა, ერთი შეხედვით, უაზრო ტანჯვას. ნუთუ სულ ესაა ყველაფერი? რა თქმა უნდა, არა. თუ არსებობს ,,ბოროტის პრობლემა”, ასევე არსებობს ,,სიკეთის პრობლემაც”. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ვხედავთ არა მხოლოდ არეულობას, არამედ მშვენიერებასაც. თოვლის ფიფქში, ფოთოლში ან მწერში აღმოვაჩენთ სტრუქტურულ ნიმუშებს დახვეწილობისა და წონასწორობისა, რასაც ადამიანის მიერ შექმნილი ვერაფერი გაუტოლდება. არ უნდა გავასენტიმენტალოთ ასეთი რამეები, მაგრამ ამავე დროს ვერც უგულებელვყოფთ მათ. როგორ და რატომ გამოჩნდა ეს ნიმუშები? თუ მე ავიღებ ქარხნიდან ახლად გამოტანილი ბარათების შეკვრის ოთხ კომპლექტს, თანმიმდევრულად კოხტად დაწყობილს და შემდეგ დავიწყებ მათი ადგილების მონაცვლეობას, დავინახავთ რომ, რაც უფრო მეტად გადავანაცვლე ისინი, უფრო მეტად დაიკარგა თავდაპირველი წყობა და შეიცვალა უაზრო თანწყობით. მაგრამ სამყაროს შემთხვევაში პირიქით მოხდა. თავდაპირველი ქაოსიდან გაჩნდა მუდმივად მზარდი სირთულისა და აზრის ნიმუშები, რომელთა შორის ყველაზე რთული და აზრიანი თვით ადამიანია. პროცესი, რომელიც ბარათების შეკვრასთან დაკავშირებით ხდება, რატომ უნდა იყოს ზუსტად პირიქით სამყაროს შემთხვევაში? რა ან ვინ არის პასუხისმგებელი ამ კოსმოსური წესრიგისა და მოწყობისა? ასეთი კითხვები არ არის უგუნური. თვით გონება მიბიძგებს ვეძიო ახსნა, როდესაც ვასხვავებ სამყაროს მოწყობასა და აზრს.
აქ მოვიტანთ პრინც ვლადიმერ მონომახის, კიეველის სიტყვებს: ,,შეხედე, როგორი წესრიგითაა მოწყობილი ცა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სიბნელე და სინათლე, დედამიწა და წყლები მასზე, უფალო, შენი განგებულებით! შეხედე, როგორაა სხვადასხვა ცხოველი, ფრინველი და თევზი შემკობილი შენი მოსიყვარულე მზრუნველობით, უფალო! იმ საოცრებითაც აღფრთოვანებულნი ვართ, თუ როგორ შეჰქმენი კაცი მტვრისაგან და როგორი განსხვავებულია ადამიანთა სახეები: თუნდაც მთელს მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანი ერთად შევკრიბოთ, მაინც არავის ექნება ერთი და იგივე გარეგნობა, არამედ ყველას, ღვთის ბრძნული განგებულების თანახმად, საკუთარი გარეგნობა აქვს. მოდით, განვცვიფრდეთ იმაზეც, თუ როგორ ტოვებენ ფრინველები თავიანთ სამოთხეს: ისინი არ რჩებიან ერთ ქვეყანაში, არამედ ყველანი, ძლიერებიცა და სუსტებიც, ღვთის ბრძანებით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ტყესა და მინდორში მიფრინავს.”
სამყაროში ამგვარი თანაარსებობა საზრისისა და დაბნეულობისა, მშვენიერებისა და უსარგებლობისა გვაძლევს ღვთისაკენ ,,გზის პირველ მაჩვენებელს”.
მეორე მაჩვენებელს თვით ჩვენში ვპოულობთ. რატომ მაქვს გრძნობა მოვალეობისა და ზნეობრივი ვალდებულებისა, სიმართლისა და უსამართლობის გარჩევისა, სინდისისა, რომელიც განსხვავდება სიამოვნების მიღებისა და ტკივილის არიდების სურვილისაგან. და ეს სინდისი არ მეუბნება უბრალოდ დავემორჩილო იმ სტანდარტებს, რომელსაც სხვები მასწავლიან; ის პირადია. რატომ არის, რომ მე, ვინც ვიმყოფები დროსა და სივრცეში, აღმოვაჩენ ჩემს თავში იმას, რასაც ნიკოლას კაბასილასი ,,უსაზღვროს წყურვილს უწოდებს” ანუ წყურვილს იმისადმი,რაც უსაზღვროა? ვინ ვარ მე? რა ვარ მე?
ამ კითხვებზე პასუხი სულაც არ არის იოლი. ადამიანის პიროვნების საზღვრები უკიდურესად ფართოა; თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ცოტა იცის საკუთარი ჭეშმარიტი და ღრმა ,,მეს” შესახებ. ჩვენი აღქმის გარეგნული და შინაგანი უნარების, მეხსიერების საშუალებითა და ქვეშეცნეულის ძალით დავხეტიალობთ სივრცეში, განვიფინებით დროში და დროისა და სივრცის მიღმა მარადიულობას ვწვდებით. ,,გულში უძირო სიღრმეებია,”- ადასტურებენ წმ. მაკარის ჰომილიები, - ,,ის მხოლოდ მცირე ჭურჭელია და, მიუხედავად ამისა, მასში არიან ურჩხულები და ლომები, შხამიანი ქმნილებები და ბოროტების მთელი საგანძური; იქ არის უხეში, უსწორმასწორო ბილიკები და პირდაფჩენილი უფსკრულები. იქ ასევე არის ღმერთი, არიან ანგელოზები, იქ მათი სამეფოა, მათი ნათელი, ასევე არიან მოციქულები, ზეციური ქალაქები და მადლის საგანძური, ყველაფერია იქ”.
ამგვარად, ყოველ ჩვენგანს გულში აქვს ,,გზის მეორე მაჩვენებელი”. რა მნიშვნელობა აქვს სინდისს? როგორ აიხსნება უსასრულობის გრძნობა? ჩემში არის რაღაც, რაც განუწყვეტლივ მაიძულებს საკუთარი თავის მიღმა ყურებას. ჩემში ვატარებ ინტერესის წყაროს, მუდმივი თვითტრანსცენდენტულობის წყაროს.
გზის მესამე მაჩვენებლის პოვნა შეიძლება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. თითოეული ჩვენგანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ყოფილა მოულოდნელი მომენტები აღმოჩენისა, როდესაც ჩვენს წინაშე გახსნილა უღრმესი არსება და ჭეშმარიტება სხვა ადამიანისა და განგვიცდია მისი შინაგანი ცხოვრება ისე, როგორც საკუთარი. ჭეშმარიტ პიროვნებასთან ამგვარი შეხვედრა კიდევ ერთი სახის ურთიერთობაა მასთან, ვინც ტრანსცენდენტული და დროის გარეშეა, მასთან, ვინც სიკვდილზე ძლიერია. სხვა ადამიანს მთელი გულით უთხრა: ,,მე შენ მიყვარხარ”, იგივეა, რაც ვუთხრათ მას: ,,შენ არასოდეს მოკვდები”. ასეთ წუთებში ვიცით, რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის მიღმა, არა არგუმენტებით, არამედ უშუალო რწმენით, ამგვარად, სხვებთან ურთიერთობებში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს ტრანსცენდენტულობის განცდის მომენტები, რომლებიც მიღმური სამყაროს არსებობაზე მიუთითებენ. როგორ უნდა ვიყოთ ერთგული ამ მომენტებისა და მივცეთ მათ აზრი?
,,გზის სამივე მაჩვენებელი:” გარემომცველ სამყაროში, შინაგან სამყაროსა და პიროვნებათაშორის ურთიერთობაში შეიძლება გამოდგეს როგორც ღვთის რწმენისაკენ სავალი გზა. ამ ,,გზის არც ერთი მაჩვენებელი” არ შეიცავს ლოგიკურ მტკიცებულებას. მაგრამ აქვს თუ არა მას ალტერნატივა? შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ აშკარა წესრიგი სამყაროში უბრალო დამთხვევაა; რომ სინდისი მხოლოდ საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია; და როდესაც სიცოცხლე ამ პლანეტაზე საბოლოოდ გაქრება, კაცობრიობის მთელი გამოცდილება და ჩვენი პოტენციური შესაძლებლობები ისე გაქრება, თითქოს ისინი არასოდეს არსებობდა? მგონია, რომ ასეთი პასუხი არა მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი და არაჰუმანური, არამედ უკიდურესად არაგონივრულიცაა.
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, დამახასიათებელია, ყველაფერში აზრიანი ახსნა-განმარტებების ძიება. და თუ ამას ვაკეთებ ცხოვრების წვრილმან საკითხებშიც კი, მით უმეტეს, ასე არ უნდა გავაკეთო, როცა საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ეხება? ღვთის რწმენა მეხმარება გავიგო, თუ რატომ უნდა იყოს სამყარო ისეთი, როგორიც არის - მშვენიერი და ამავე დროს მახინჯიც; რატომ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ - კეთილშობილიცა და ამავე დროს ცუდიც; რატომ უნდა მიყვარდეს სხვები და ვადასტურებდე მათ მარადიულ ფასეულობას. ყველაფერ ამის ასახსნელად ღვთის რწმენის გარდა სხვა განმარტებას ვერ ვხედავ. სწორედ ღვთის რწმენა და რამე სხვა მაძლევს საშუალებას ყველაფერში დავინახო აზრი, ყველაფერი დავინახო როგორც ერთმანეთთან კავშირში მყოფი ერთი მთლიანი, შევქმნა ერთი ბევრისაგან.
(მიტროპოლიტი კალისტე უეარი)

Комментариев нет:
Отправить комментарий