მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი საკუთარ ბლოგზე ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ქართველ ხალხს ხშირად მოვლენებისადმი ძალიან მშრალად და შავთეთრად განსჯა სჩვევია და უსაზღვროდ ვწუხვარ თუ ჩემი სტატია ასევე შავთეთრად, უმცირესობისადმი სიძულვილად შერაცხეს. მართლა გულით ვწუხვარ ოპონენტების ასეთ ცალსახა, პრიმიტიულ შეფასებებზე.ჩემი კარიერის პირველივე დღიდან ასეთი ადამიანების გვერდით ვარ, მათთან ვთანამშრომლობ, ერთად ვმღერივართ, ერთად ვიცინით, ერთად ვჭამთ, ჩემთან მსტუმრობენ, უფრო მეტიც, ძალიან ახლო ნათესავებიც მყავს უმცირესობათა რიცხვიდან რომლებიც ძალიან მიყვარს და მათ ეს იციან. ასე რომ სპეკულირება იმ თემაზე რომ არიქა თამარი ვერ იტანს მათ და მსოფლიოში ყველა მის გეი გულშემატკივარამდე მივიტანოთ ეს ამბავი….უსუსურად სასაცილოდ მეჩვენება რადგან მათ ყველამ გენიალურად იციან ჩემი მათდამი 15 წლიანი განწყობის და ურთიერთობის შესახებ. უფრო მეტიც, რამდენჯერმე მათ ქორწილშიც კი ვყოფილვარ და კარიერაშიც დავხმარებივარ მათ და ა.შ ასე რომ ამ თემით სპეკულირება სასაცილოა მათი მხრიდან და საერთოდ, ეს რომ ასე ყოფილიყო 15 წლის მანძილზე ეს გაჟონავდა და ვინმე იტყოდა ამას ჩემს შესახებ. ასე რომ ეს თემა ვწუხვარ ძალიან მცდარად იქნა ზოგიერთთაგან გაგებული.
მე ჩემს სტატიაში სულ სხვა პრობლემას შევეხე და კერძოდ იმას რომ ამ ევროპული ქვეყნების შვილებს სადაც ტერიტორიულად ისინი გენიალურ ადგილას გრძნობენ თავს, გარშემო პრობლემა არ აქვთ, სოციალურად, სამსახურეობრივად ყველანაირად «მაძღარნი»და დაცულნი არიან, სადაც რელიგია ძალიან «ლაითი» მცნებაა, სადაც არავინ არაფერში არ გედავება, როცა ყველანაირად თავი ქუდში გაქვს…ისღა დაგრჩენია რომ გაერთო და რაც გსურს და რაც მეტ სიამოვნებას მოგიტანს….ყველაფერი სცადო და გამოსცადო პირადიდან დაწყებული აღლუმით დამთავრებული.
ჩემს სამშობლოს კი ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია აქვს. ჩამორთმეული, სადაო ტერიტორიები, რომლებიც ადრე თუ გვიან მაგრამ ისევ ჩვენი დასაბრუნებელია, მუდმივი პროვოკაციები, მუდმივი შუღლი დაპირისპირებები, შიდა ომები. საქართველო მუდამ დენთის კასრზე ზის, სულ საომარ, დაპირისირებულ და თავის მართლების სიტუაციაშია. როგორც ცხოველი ცხოველს ჩასცქერის თვალებში და თუ მის თვალებში შიში ამოიკითხა….წამსვე შეუტევს და «ნადავლს» წაართმევს. სულ ასეთ სიტუაციაშია ეს ბედკრული ქვეყანა. ცოტა სისუსტე თუ შეგვატყვეს თვალებში….შეიძლება აჭარაც გამოგგვლიჯონ ხელიდან, ახალქალაქიც და კიდევ ქვეყნის სხვა ნაწილები. ტერიტორიულადაც მუდამ ასე მგელივით «თვალებშიშემომყურე» სახელმწიფოების მეზობლად ვართ ვინც ელოდება ჩვენს თვალებში შიშის ჩადგომას რომ მომენტით ისარგებლოს და კიდევ რაღაც «წაგვძიძგნოს» და სწორედ ამ დროს ვაპიარებთ თემას რომლითაც წლების მერე ჩვენს ძირითად ღერძს «ძლიერი და სამშობლოს დამცველი ქართველი მამაკაცის» სტატუსს ნიადაგს გამოაცლის და შეარყევს. ჩემი სტატიაც უშუალოდ აქციის წინაარმდეგ იყო მიმართული და არა თავად «იდენტური» ადამიანების მიმართ რომელნიც ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები და ხშირად ბევრზე მეტად გონებრივად ნიჭიერნი არიან. ნურავინ იტყვის რომ ეს რაღაც «უწყინარი აქცია» 2 დან 4 საათამდე გასტანს და უკვალოდ ჩაივლის. სამწუხაროდ, ყოველი აქცია ადამიანების მენტალიტეტში ბევრად უფრო გვიან მთავრდება ვიდრე ის რეალურად დამთავრდა. ამ ყოველივეს შემდგომ იწყება ამ თემის ტელევიზიით განხილვა, ინტერვიუები, გამოსვლების ჩანაწერების გაშვება, აგიტაცია, პროპაგანდა, ყოველ შემდგომ წელს აქციის უფრო მასშტაბურობა და ამ ყოველივეს ტელევიზიით ის ახალგაზრდა თაობა ისმენს ვინც ხვალ და ზეგ უნდა მართოს ქვეყანა, წავიდეს ჯარში, დაიბრუნოს თავისი სამშობლოს ტერიორიები, გაუმკლავდეს მეზობელი ქვეყნების შემოტევებს და ერთი სიტყვით,…უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ის «ცხოველური ძლიერი ძალა მის თვალებში» რაც არაკეთილგანწყობილ მეზობელს თუ მტერს უკან დაახევინებს. ასევე ეს ბავშვები იზრდებიან ისეთ მართლმადიდებლური სულისკვეთებით გაჟღენთილ ქვეყანაში სადაც, ხალხს სჯერა და უნდათ რომ სჯეროდეთ რომ არსებობს რაღაც დიადი ძალა მათ ზემოთ რაც მათ სუფთა ცხოვრებისკენ უბიძგებთ, რაც მარადიულია, რაც მათ სულს სიმშვიდეს მოუტანს, რაც მათ ცოდვის ჩადენისას «დასჯის» მაგრამ აძლევს მონანიების საშუალებას. სადაც ხალხი გულით მარხულობს, სადაც აღდგომას და შობას ადამიანები მართლაც ეკლესიაში ზეიმობენ და არა მხოლოდ შოკოლადის კურდღლებს და პასკებს ყიდულობენ. ვფიქრობ რომ საქართველო რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და ბევრად უფრო დიდტვირთაკიდებული ქვეყანა ვიდრე ჰოლანდია, საფრანგეთი თუ სხვა რომელიმე დასავლეთის ქვეყანა და ამ მხრივ ხალხში და უპირველეს ყოვლისა მოზარდ თაობაში პირიქით უფრო მეტი კაცური და ვაჯკაცური უნდა ვნერგოთ და არა პირიქით. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის არ ვახვევ.
რაც შეეხება თავად იმ აქციის «არადემოკრატიული დარბევის» თემით მუსირებას. ძალიან მაინტერესებს, 7 ნოემბრის თუ 26 მაისის აქციებზე საუკუთარი ხალხის «არადემოკრატიული დარბევა» დარბევა არ იყო?? თუ «დედიკო როცა გირტყამს მისი ძუძუები გლოცავენ?????» მაშინ რატომღაც არ გასმულა შეძახილები….მოგვეჭრა თავი ევროპის წინაშეო. მესმის რომ არ უნდა მომხდარიყო 17 მაისს ასეთი შეხლა შემოხლა მაგრამ ასე ცალსახად გამოყვანა რომ ეს იყო სამარცხვინო ფაქტი და მაშინდელი დარბევა ნორმალური მოვლენა, ვფიქრობ რომ ასე არ არის. თუ დარბევაა მაშინ ნებისმიერი სახის დარბევა «არადემოკრატიულია» და შესაბამისი შეფასებები უნდა მიეცეს და არა მიკერძოებული.
ამ «დარბევებზე» კი ვიტყოდი რომ ასეთი რამ,თავად ევროპაში ვცხოვრობ და იქაც ძალიან ხშირად ხდება. ქვეყანა და სახელმწიფო ერთი დიდი ორგანიზმია და მისი ყოველი აჯანყება თუ დემონსტრაციაც ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა როგორც ორგანიზმისთვის «დიარეა». მე არ დამავიწყდება თუ რა მოლოტოვის კოქტეილების და დემონსტაციის სასტიკი დარბევის ფონზე მომიწია პარიზის ოპერამდე მისვლა, არ დამავიწყდება ასევე აქციის არნახული დარბევა და მონაწილეთა დასისხლიანება ლონდონში და ასევე გერმანიაში,სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები ვეღარ აუდიოდნენ დასისხლიანებულ დემოსტრანტთა ტრანსპორტირებას მაგრამ არც ერთ ამ ქვეყნების ხელმძღვანელს თავი არ შეუწუხებიათ რომ ეთქვათ…ვაი სირცხვილო, ირანს ვემსგავსებით და არადემოკრატიულები გავხდითო. ისინი ამ ყოველივეს იღებენ საკმაოდ «ლაითად». ზედმეტად აყვირდი? -ჰოდა ჩაგარტყეს! პრინციპით.
ასე რომ იმის ძახილი რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალის მზე 17 მაისს ჩაესვენა და ხალხის დაზაფრვა რომ ფსკერზე ვეშვებით ძალიან გადამეტებულია. ვფიქრობ, 17 მაისს საქართველოს «მამრმა» საზოგადოებამ თავისი ქვეყნის და შვილების მომავალი დაიცვა რომ ისინი უფრო სასახელოდ გამოადგნენ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს.
მაპატიეთ რომ მომღერალ ქალს ასე გამიგრძელდა ჩემი «არასამუსიკო» სათქმელი და საერთოდ ასეთ თემებზე ვმსჯელობ მაგრამ ვთვლი რომ ჩვენ ყველა, ჯერ ჩვენი ქვეყნის საზოგადო მოღვაწეები ვართ და მხოლოდ შემდეგ მუსიკოსები. მხოლოდ «იქ ვიმღერე-აქ ვიმღერე» ინტერვიუები ქვეყნის რთულ სიტუაციებში ძალიან შავთეთრად წარმოგვაჩენს.მართალია ამ პროცესში მავანთ თავსაც ვალანძღინებ მაგრამ, ჩემი ქვეყნის ცოტა უკეთესი მომავლისთვისაც კი ყველანაირ შეურაცყოფას ავიტან.“
თქვენი თამარი.
*************
*************
"ბატონო ელჩო– მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის, ვინც მაიძულებს ამ ყოველივეს შევეგუო "
Комментариев нет:
Отправить комментарий