пятница, 3 мая 2013 г.

ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.

ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ - დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები არიან ქალები და მათი ოჯახები, რომლებიც თავად გახდნენ საქართველოში განხორციელებული მასობრივი რეპრესიების მსხვერპლები. ფილმში ისტორიებს ყვებიან ადამიანები, რომლებმაც თავად გადაიტანეს რეპრესიები და მათი შთამომავლები, რომლებმაც ეს ამბები გადმოცემით იციან.
http://sovlab.ge/ka/news/cocxlad-moyolili-ambebi-mexsiereba-represirebuli-qalebis-shesaxeb-sovlab
ფილმში ისტორიებს ყვებიან: ნინო კიღურაძე, დიმიტრი ჯავახიძე, რაშიდ აჯოიანი, სედა აჯოიანი, იულია ტოლიკოვა, ლეილა მესხი, ლია ხუნდაძე. ის მიახლოებითი ციფრი, რომლითაც რეპრესირებულთა რაოდენაობას ასახავენ ვერ გამოხატავს თითოეულ ადამიანზე განხორციელებული ტერორის სიმძიმესა და მასშტაბს. თაობა, რომელმაც გამოიარა საბჭოთა ტერორი, ნელნელა ქრება. მათთან ერთად იკარგება მეხსიერება ასობით ათასი ადამიანის ტრაგედიის შესახებ. ინტერვიუერები: ნინო ბექიშვილი, მარიამ ჭაჭია, ირაკლი ხვადაგიანი მონტაჟი: ელენე ასათიანი პროექტის ხელმძღვანელი: ანა მარგველაშვილი, დავით გოგიშვილი საილუსტრაციოდ გამოყენებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივის მასალები. ფილმი შეიქმნა პროექტის „დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ ფარგლებში. გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის ოპზიციას. შესაბამისად ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. - 2012 წელს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, ორგანიზაცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) ფინანსური მხარადჭერით, განახორციელა პროექტი - „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა წიგნი და გამოფენა; ასევე დოკუმენტურლი ფილმი "ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ".
****

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
http://sovlab.ge/ka


რეპრესირებული ქალები.
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114227/

Комментариев нет:

Отправить комментарий