среда, 15 мая 2013 г.

საპატრიარქო რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს.


http://www.ambioni.ge/sapatriarqo-religiuri-gaertianebebis-ertobliv-gancxadebas-avrcelebs

****


ბიძინა ივანიშვილი 17 მაისის აქციის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, ჟურნალისტ თამარ კვარაცხელიას („ივერონი“) კითხვებს უპასუხა.

- რამდენიმე დღეში სექსუალური უმცირესობის აღლუმი იგეგმება რუსთაველის პროსპექტზე. ასევე იგეგმება იმ ადამიანების აქცია, რომლებიც აპირებენ, მათ ხელი შეუშალონ. სოციალური ქსელებით ვრცელდება მოსაზრებები, მსგავსი აღლუმის ჩატარების შემდეგ დღის წესრიგში ხომ არ დადგება ერთსქესიანი ქორწინების საკითხიც…

- მრავალჯერ განმიცხადებია, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ და ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს. ჩვენი საზოგადოება ამას ნელ-ნელა შეეჩვევა. მე ვიცი, რომ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ ღებულობს. ჩვენ სახელმწიფოში ამისთვის არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.


რაც შეეხება ერთსქესიან ქორწინებებს, დღეს ეს საკითხი აქტუალური არაა, საზოგადოებაში ეს კითხვები არ ისმის და შესაბამისად, დროს ნუ გავუსწრებთ… ეს ისეთი საკითხია, საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე დღეს კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ყველას პატივი ვცეთ და ანგარიში გავუწიოთ – ეს არ დგას დღეს დღის წესრიგში. როდესაც საფრანგეთში ამ კანონს ღებულობდნენ, ჩემი ოჯახი საფრანგეთში იყო და იქაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამან და ლამის გახლიჩა საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა ვცეთ პატივი, ზედმეტად ნუ გავამძაფრებთ ამ დამოკიდებულებას, თუმცა ჩემი დამოკიდებულება, როგორც პირველსავე პრესკონფერენციაზე მოგახსენეთ, მარტივია, ეს ასე უნდა იყოს და ამაში ვერაფერს ვხედავ უჩვეულოს. ყველა უმცირესობას პატივი უნდა ვცეთ და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მათი უფლებები.

კონკრეტულად არ ვიცი, როგორ მოხდება ორი აქციის უსაფრთხოების დაცვა, ალბათ პოლიცია ჩადგება შუაში, ხელის შეშლის უფლებას არ მისცემს და დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

www.identoba.com

Комментариев нет:

Отправить комментарий