среда, 29 мая 2013 г.

ორგანიზაციები, რომლებიც ტერორისტულად ითვლება.

  • განსაკუთრებულ საფრთხედ მსოფლიოსათვის იქცნენ ისლამისტურ-ტერორისტული ორაგანიზაციები:

  • "ალ-ხარაკატ ალ-ისლამი"-იდეოლოგია-ისლამიზმი;
  • "ალ-ქაიდა"-იდეოლოგია-პანისლამიზმი;
  • "ანსარ ალ ისლამი"-იდეოლოგია-ისლამიზმი;
  • "ხუდამ-ულ-ისლამი"-იდეოლოგია-ისლამიზმი;
  • "ხიზბულ მოჯახედივ"-იდეოლოგია-ისლამიზმი;



მთავარ, ტერორისტულ დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან:


  • "ჰესბოლაჰი"- ლიბანის რადიკალური ორგანიზაცია, რომლის ტერორისტული აქციები მიმართულია არა ამარტო ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ, არამედ ხშირ შემთხვევაში მუსლიმანი სუნიტების წინააღმდეგაც.
  • "ჯიჰად ალ ისლამია" და "ჰამასი" -მნიშვნელოვან ტერორისტულ ორგანიზაციებადაა მიჩნეული. პალესტინის ამ სუნიტურ, რადიკალურ, სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციების საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული ისრაელთან და მის მხარდამჭერებთან.
  • "თალიბანი"- უკიდურესად კონსერვატიული, რადიკალური, ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც მმართველი ძალა იყო ავღანეთში და აქტიურად უჭერდა მხარს ისლამისტურ-ფუნდამენტალისტთა ტერორისტულ დაჯგუფებებს.
  • "ჯამაათ ალ ისლამია"-ისლამისტური ორგანიზაცია, რომლის მიზანიაცენტრალური აზიის ისლამური სახელმწიფოს შექმნა."ალ ქაიდა"- ტერორისტულ-ისლამურ ორგანიზაციათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. მისი მეთაურია უსამა ბენ ლადენი. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები,რამაც აიძულა აშშ და საერთოდ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ საერთო ღონისძიებების შედეგი იყო ავღანეთში ტალიბანისა და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დახობა, თუმცა ამ მოვლენას ტერორიზმის ფაქტები არ შეუმცირებია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий