ახალი კველევის მიხედვით, 15 000 წლის წინათ ევროპასა და აზიაში მაცხოვრებლები შესაძლოა ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ამ ენის გავრცელების არეალად საქართველო სახელდება. Live Science აღნიშნულს ვრცელ სტატიას უძღვნის.
მკვლევარებმა აღადგინეს ისეთი სიტყვები, როგორებიც არის „დედა“, „კაცი“, „ზიდვა“(თრევა), რომლებიც გავრცელებული ყოფილა კავკასიაში, უფრო კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე და რომელზეც უძველესი მონადირე-შემგროვებლები ლაპარაკობდნენ. სიტყვების სია, რომელიც ორშაბათს ამერიკის „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ ჟურნალმა წარმოადგინა, მკვლევარებს შესაძლოა უძველესი მიგრაციის და პრეისტორიულ კულტურებს შორის ურთიერთობის გაგებაში დაეხმაროს.
ევოლუციური ბიოლოგი მარკ პაგელი, აცხადებს, რომ ენის ევოლუცია ბიოლოგიური ევოლუციის მსგავსად მიმდინარეობას. თუ ასეა, ის სიტყვები, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებენ, შედარებით ნელა უნდა შეცვლილიყო - ასკვნის მეცნიერი.
პაგელმა და მისმა მეგობრებმა შეისწავლეს თუ რა სისწრაფით იცვლება სიტყვები თანამედროვე ენებში. მკვლევარებმა შეძლეს იმის წინასწარ თქმა, რომ 23 სიტყვა, მათ შორის „მე“, „დედა“, „კაცი“, „ცეცხლი“, „ხელი“, „მოსმენა“ იმის მსგავსად გამოითქმის როგორც უძველეს ენებში 15 000 წლის წინ გამოიყენებოდა.
როგორც პაგელი ამბობს, თანამედროვე ადამიანი ქვის ხანის წინაპარს რომ შეხვდეს რამდენიმე მარტივი ფრაზით ერთმანეთის გაგებას შეძლებენ.
ამ კვლევამ შესაძლოა შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ მკვლევარებმა ლინგვისტიკური მონაცემები არქელოგიურთან და ანთროპოლოგიურთან გააერთიანონ, რათა „ადამიანის პრეისტორიის ისტორია დაადგინონ.“
კაცობრიობის ერთიანი ენის შესახებ ცნობები ბიბლიიდან მოდის, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა ერთ ენაზე მეტყველებდა, თუმცა როდესაც მათ ბაბილონის გოდოლის აგება მოინდომეს, ისინი ღმერთმა დასაჯა და მას შემდეგ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ იზიარებს იმ აზრს, რომ ენებს საერთო წარმოშობა გააჩნიათ და აღნიშნავენ, რომ ენის წარმოშობის ფესვები 3000-4000 წლის წინ უნდა ვეძებოთ. თუმცა, ბოლო პერიოდში მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ბევრი ევრაზიული ენისათვის საერთო ენის ფესვები 8000-9500 წლის წინათ ანატოლიიდან მოდის, რომელიც ახლა თურქეთის ნაწილია.
news.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий