понедельник, 17 июня 2013 г.

ჰასან რუჰანი.ირანის ახალი პრეზიდენტი.

  ჰასან რუჰანი (სპარს. ‌حسن روحانی, ასევე ტრანსლიტერირდება რუჰანი, როჰანი, როუჰანი; სახელი დაბადებისას: ჰასან ფერიდონი; დ. თარიღი 12 ნოემბერი 1948) — ირანელი პოლიტიკოსი, შიიტი ღვთისმეტყველი,იურისტი, აკადემიკოსი და დიპლომატი, რომელიც ამჟამად არჩეულია ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1999 წლიდან იყო ექსპერტთა საბჭოს წევრი,1991 წლიდან მიზანშეწონილობის საბჭო წევრი,1989 წლიდან ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წევრი  და 1992 წლიდან სტრატეგიული კვლევების პრეზიდენტი.

რუჰანი ასევე მე-4 და მე-5 ვადის ისლამური საკონსულტაციო საბჭოს (მეჯლისის) სპიკერის მოადგილე და 1989-2005 წლებში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. ახლო წარსულში, ის ასევე ირანის ყოფილი ბირთვული მოლაპარაკების გუნდის ხელმძღვანელი და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამ წევრ ქვეყანასთან გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ქვეყნის პირველი მომლაპარაკებელი იყო:138.

2013 წლის 7 მაისს რუჰანი საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა, რომელიც 2013 წლის 14 ივნისს ჩატარდა. მან განაცხადა, რომ თუ მას აირჩევდნენ , ის მოამზადებდა „მოქალაქეთა უფლებების ქარტიას“, ასევე აღადგენდა ეკონომიკას და განაახლებდა გაქვავებულ ურთიერთობებს დასავლეთთან. როგორც კი დაიწყო არჩევნების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება, ცხადი გახდა რომ რუჰანი დიდი უპირატესობით უსწრებდა თავის კონკურენტებს. რუჰანი ირანის პრეზიდენტად, მისი მთავარი კონკურენტის მოჰამედ ბაგერ გალიბაფის დამარცხების შემდეგ, 15 ივნისს გამოცხადდა. ჰასან რუჰანი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2013 წლის 3 აგვისტოდან შეუდგება.

წინამორბედი    მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი.

ირანის პრეზიდენტი — ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. იგი ქმნის მინისტრთა კაბინეტს და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმყოფება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის (ამჟამად აიათოლა ხამენეი) კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველად მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი და მისი ბევრი ფუნქცია პრეზიდენტს დაეკისრა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს.


****


президент Ирана: кто он?
http://www.bbc.co.uk/russian/international/2013/06/130615_iran_rouhani_profile.shtml


****

ცოტა რამ ირანის ისლამური რევოლუციის ისტორიიდან


Комментариев нет:

Отправить комментарий