понедельник, 17 июня 2013 г.

სოდომისტების მიერ გაკვალული გზით, ანუ ხუთი ნაბიჯი პედოფილიამდე.

    ხუთი ნაბიჯი სატანისკენ, ანუ რა უნდა ქნას ქრისტიანობამ .

 23/05/13

ჯონ კარტერი, 2011 წლის 17 აგვისტო (შემოკლებით)

მე ზოგადად აღვწერე თუ როგორ არის შესაძლებელი ხუთი უბრალო ნაბიჯით გაანადგურო მთელი კულტურა.
ლიბერალ-დემოკრატი, ჰომოსექსუალისტების უფლებების დამცველი დევიდ ბლანკენჰორნი გვთავაზობს შემდეგი სახის სოციოლოგიურ თეზისს: ადამიანები, რომლებსაც, როგორც სპეციალისტებს, არ მოსწონთ ჩვეულებრივი (ჰეტეროსექსუალური) ქორწინება, ყოველთვის დადებითად ეკიდებიან ჰომოსექსუალურ ქორწინებას. იდეები, რომლებიც დიდხანს გამოიყენებოდა ქორწინების ინსტიტუტის დისკრედიტაციისათვის, ახლა გამოიყენება ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად.
როგორ მოხდა, რომ ანტიქორწინების პოლიტიკა სახელმწიფოებრივ დონეზე ავიდა? როგორ მოხდა ეს ასე ჩქარა?
რომ გავერკვეთ ამ ტექტონურ კულტურულ ძვრებში, უნდა მივმართოთ ბურუსით მოცულ ერთ პოლიტიკურ თეორიას, რომელიც 10-15 წლის წინ გამოჩნდა.
თეორია, რომელსაც `ოვერტონის ფანჯარა~ ეწოდება, შემუშავებულ იქნა აწ განსვენებულ ჯოზეფ ოვერტონის მიერ. `ოვერტონის ფანჯარა~ აგებულია სოციუმის რეაქციაზე საზოგადოებაში ფართოდ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
წარმოიდგინეთ სახაზავი. მის ბოლოებზე იმყოფებიან ექსტრემალური, პოლარული მოქმედებები ანდა გადაწყვეტილებები ამა თუ იმ პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. სახაზავის ბოლებს შორის განთავსებულია პოლიტიკურ შეხედულებათა გრადაცია ერთი უკიდურესი პოლუსიდან მეორე უკიდურეს პოლუსამდე. ამდენად, სახაზავი შეიცავს ერთი პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არსებულ ორ უკიდურესობას შორის მოცემულ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. `ოვერტონის ფანჯრის~ არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მოცემულ დროში "პოლიტიკურად შესაძლებელის" ფარგლებში იმყოფება სტრატეგიული სპექტრის მხოლოდ ნაწილი. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ენერგიით ჩატარდება ამა თუ იმ პოლიტიკური გონებრივი ცენტრის მიერ დაგეგმილი კამპანია, წარმატებით მხოლოდ ის სტრატეგიული ინიციატივა დაგვირგვინდება, რომელიც `პოლიტიკურად შესაძლებელის" ფანჯარაში მოხვდება.
ნებისმიერი პრობლემა აუცილებლად ხვდება ამ სახაზავზე განთავსებულ რომელიღაც მონაკვეთში, რომლებიც ასე გამოიყურებიან: წარმოუდგენელი- რადიკალური-გონივრული-პოპულარული-პოლიტიკა.
"ოვერტონის მოდელი" შემუშავებული იქნა იმისათვის, რომ აეხსნათ პოლიტიკურ კლიმატში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას შეუძლია დაგვეხმაროს იმ ღრმა და მავნე ცვლილებების ახსნაშიც, რომელიც მიმდინარეობს კულტურაში. თუკი მიზანი იქნება კულტურის განადგურება, მთელი პროცესი - წარმოუდგენლიდან პოლიტიკამდე სულ ხუთი, მარტივი ნაბიჯით იქნება წარმოდგენილი.

ნაბიჯი 1: წარმოუდგენლიდან - რადიკალურამდე. ეს ნაბიჯი ყველაზე იოლი გახდება თუკი პრობლემას ვაქცევთ რომელიმე ჯგუფის ფეტიშის საგნად, ან აკადემიური სიმპოზიუმების თემად, რამდენადაც პროფესურა და გარყვნილები აღტაცებულნი რჩებიან ყველაფრით, რაც უაღრესად პროგრესულად გამოიყურება (ჭეშმარიტად პროგრესული, ანუ ქრისტიანობა, მათ აშინებთ). ამ შემთხვევაში რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მივიქციოთ მათი ყურადღება. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თუ რომლით დაიწყებთ, ვინაიდან საძინებლის პრობლემა და სასწავლო აუდიტორიის პრობლემა ერთმანეთს ავსებს.

ნაბიჯი 2: რადიკალურიდან - მისაღებამდე. ეს ნაბიჯი ითხოვს ევფემიზმის შექმნას და გამოყენებას. გნებავთ ბავშვი მოკლათ საშვილოსნოშივე? დაარქვით ამას `დილაქტაცია და ესტრაქცია~ და ბავშვების მკვლელობა იქცევა სამედიცინო პროცედურად. გნებავთ სოდომისტური კავშირების შექმნა `ქორწინების~ ბანერით? გადახედეთ ტერმინ `ქორწინებას~ და გამოაცხადეთ, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ დამტკიცება ორი ნებისმიერი ადამიანის კავშირისა, რომლებსაც სურთ გაიზიარონ სარეცელი და გადასახადები. აუცილებლად დაამატეთ, რომ ეს ხდება სიყვარულით. ეროსი ყველაფერს პატიობს.

ნაბიჯი 3: მისაღებიდან - გონივრულამდე. არ არის არაფერი უფრო გონივრული, ვიდრე ემონო ღმერთს, მაგრამ.Aამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მტკიცებით, ხან ალაჰს ვეთაყვანებით, ხან იეღოვას, ხან ქრისტეს, უმთავრესად მაინც ამერიკულ ხატს, ანუ ჩვენსავე თავს ვეთაყვანებით. სწორედ ამიტომ სოციალური ლიბერტანელობა იქცა ჩვენი ქვეყნის ძალიან სწრაფად მზარდ კულტად. ინდივიდუალიზმის ქადაგებამ საკუთარი თავის თაყვანისცემამდე მიგვიყვანა.

ნაბიჯი 4: გონივრულიდან - პოპულარულამდე. ამ ნაბიჯს სჭირდება პრობლემის განსახიერება. თქვენ იცნობთ ვინმეს, ვინც მიეკუთვნება ლგბტ-ს? ვინც გაიკეთა აბორტი? დარწმუნებული ვარ, იცნობთ, ისინი ჩვენ გვერდით, არიან, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სკოლებში, ჩვენს ეკლესიებში. თქვენ გძულთ ისინი? თუ არა, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეგიძლიათ მათი ქმედება არ მოწგონდეთ? (შენიშვნა: აუცილებლად ილაპარაკეთ სწრაფად, რომ ვერავინ მოასწროს ჩართოს ლოკიგა). თქვენ გსურთ, რომ ადამიანებს თქვენ უყვარდეთ? მაშინ გამოხატეთ თქვენი მოწონება ყოველივე იმის მიმართ, რაც მოსწონთ კულტურის საუკეთესო წარმომადგენლებს (მაგალითად "რეალითი შოუს" პერსონაჟებს). ასეთ შემთხვევაში თქვენ იქნებით პოპულარულები და არავინ დაგიძახებთ ფანატიკოსებს, მარგინალებს და ფუნდამენტალისტებს.

ნაბიჯი 5: პოპულარულიდან - პოლიტიკამდე. მოამზადეთ და ჩაატარეთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. აჩვენეთ გამოკითხვის შედეგები პოლიტიკოსებს და დანარჩენს თვითონ გააკეთებენ.
საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ყველა არ დაეთანხმება ამ ნაბიჯებს, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის ამა თუ იმ პრობლემას, რომ გაიაროს მთელი გზა წარმოუდგენელიდან - პოლიტიკამდე. რაც მოეთხოვება დანარჩენ საზოგადოებას, რომელიც ყველაფერ ამას მიუღებლად თვლის, ისაა, რომ საერთოდ არ გააკეთოს არაფერი, რაც ასეც ხდება.
ყველა კულტურულ-ეროზიულმა პოლიტიკამ ამერიკაში (აბორტებით დაწყებული და ჰომოსექსუალური ქორწინებებით დამთავრებული) გაიარა სწორედ ეს გზა.

ქრისტიანობა, რომელიც ყველაფერ ამას მიუღებლად მიიჩნევს, იმით რომ უარს ამბობს ამის წინააღმდეგ რამე ზომების მიიღებაზე, საბოლოო ჯამში, თანხმობის უცხადებს სოციალურ-ლიბერტარიანულ ცვლილებებს.

http://www.iveroni.com.ge/analitika/34046-khuthi-nabiji-satanisken-anu-ra-unda-qnas-qristianobam.html?lang=ka-GE#!prettyPhoto

Комментариев нет:

Отправить комментарий