суббота, 22 июня 2013 г.

შემზარავი ამბები გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ.

  იმ საკვებს, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, ფალსიფიცირებული კი არა, მომწამვლელი, ან მსუბუქად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰქვია.

ვიცით კი, რითი ვიკვებებით?

ამ საჭირბოროტო თემაზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, სპეციალობით კვების ტექნოლოგი, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

ირანში ვიყავი მიწვეული. ვხედავ, პამიდვრის მოსავლისთვის ერთ პატარა მონაკვეთზე დარგულია პამიდორი, გაყვანილია სარწყავი სისტემა, ყველაფერი მოწესრიგებულადაა, ერთ ძირს 9-10 კილო მაინც ესხა, თუ მეტი არა, მაგრამ მწვანე იყო ყველაფერი. გამიკვირდა, მყიდველი რომ მოვიდეს, რას მიჰყიდი, ეს ხომ კაი ხანს არ დამწიფდება-თქო. მე შეკვეთას მივიღებ, 3 ტონა უნდა თუ 10 ტონა, მნიშვნელობა არ აქვს, ჩავასხამ ამ სარწყავ სისტემაში ქიმიკატებს და ზეგ ყველა წითელი იქნებაო, _ ასეა ყველაფერი, რაც გარედან შემოდის საქართველოში.

გენმოდიფიცირებული საკვების ბაზარზე გამოჩენა პირველად 1991 წელს მოხდა, აფრიკის ქვეყნების, კულტურულად _ დასაპურებლად, სინამდვილეში _ გადასაშენებლად, მაგრამ ახლა იქ კი არ აგზავნიან, ჩვენ გვიგზავნიან, ჩვენც ხომ ისეთივე განვითარებადი ქვეყანა ვართ...

როგორ მიიღება, ვთქვათ, გვალვაგამძლე სიმინდი? იღებენ მორიელის და შხამიანი გველის დნკ-ს, ძალიან ცოტა რაოდენობაა საჭირო, შემდეგ აუზში განსაზღვრული რაოდენობის წყალთან აზავებენ და სიმინდის თესლს დაამუშავებენ ამ სითხეში. ამ პროცედურის შემდეგ სიმინდის თესლი იცვლის საკუთარ დნკ-ს და ხდება გვალვაგამძლე. გაიაზრეთ, მოსავალი კი ძალიან კარგი მოდის, მაგრამ ამ სიმინდს და მისგან დამზადებულ საკვებს რომ ჭამს ადამიანი, მის დნკ-ს რა მოსდის, უცვლელი რჩება? ფაქტიურად, ადამიანი იმ სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ ღომს რომ ჭამს, ამ დროს მოხარშულ მორიელს ჭამს თუ გველს, იმის თქმაც არ შეუძლია. ადამიანის ორგანიზმში, ცენტრი, რომელიც განაგებს მის დნკ-ს, ის ირევა, რაც თავისთავად იწვევს იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას, ხოლო ფსიქო-ნერვული თვალსაზრისით, რა სახით გამოვლინდება უკვე რეალურ ცხოვრებაში, მოდი და იმკითხავე...

გენმოდიფიცირებული კარტოფილი რომ გამოიყვანეს, იმას კოლორადოს ხოჭო არ ჭამს, მაგრამ განა იმიტომ, რომ სუნით ან რამით აფრთხობს, არა, შეჭამა და გამრავლება შეწყვიტა. კოლორადოს ერთ ხოჭოს 12 მლნ კვერცხის დაყრა შეუძლია ერთ დაყრაზე, მაგრამ ის კარტოფილი რომ შეჭამა 1 მლნ-ზე ჩამოვიდა. მწერს ტვინი არ აქვს, არც ინსტინქტი, მაგრამ ყველა სულიერ არსებას ხომ აქვს თავდაცვის და საფრთხის აცილების რაღაც, ადამიანისთვის აუხსნელი მექანიზმი, ამიტომ, "მიხვდა" ხოჭო, გადამაშენებენ ესენიო და აღარ მიეკარა გენმოდიფიცირებულ კარტოფილს, - ხოჭო მიხვდა და ადამიანი ვერ ხვდება.

1 ჰექტარზე 70-100 ტონა მოდის სიმინდი, გლეხს 15 ტონა ვერ მოყავს, ის სიმინდი 10-12 ტაროს იკეთებს, ამისი _ 3-4-ს, მაგრამ არ იცის გლეხმა რა არის გენმოდიფიცირებული, დნკ და ისეთი სიმინდი უნდა მასაც, 100 ტონა ურჩევნია 15-ს, ჩაუჯდება მერე და თვითონაც კარგად მიირთმევს, არც იცის რას ჭამს, სიმინდი ჰგონია... გლეხი კი არა, ხომ იცით ის ქათმის ბარკალი, ასე უხვად რომაა ჩვენს დახლებზე, ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებით გაძეძგილი რაღაც ხორცი, ჯერ ხომ შემადგენლობითაა უკვე დაბინძურებული, ახლა დაბალზამებულიცაა, მაგრამ მაინც იყიდით და შეჭამთ. ხომ არის ჩვენი ფერმები, კარგი ფერმებია ძალიან, შემოაქვთ გაკეთებული საკვები, ხომ? თუ ვერ შემოიტანეს საკვების დანამატები დროულად, ავტომანქანის ზეთი რომ არის, იმაში არის `სიმაზინი,~ კიბოს იწვევს, მაგრამ ქათამს ბარკლებს უზრდის და აჭმევენ, 1 ტონა ქათმის საკვებში რომ 1 ლიტრი შეურიო, რას შეატყობს ქათამი, დაიწუნებს? ის ქათმები კვერცხსაც ხომ დებენ, ე. ი უკვე კვერცხიც არაა ჯანმრთელი...

ინდოეთში შექმნეს დანადგარი, ჩაყრიან ბალახს და გამოდის რძე, მაგრამ ეს ხომ ის რძე არ არის, ძროხა რომ იწველება?!

- იმ ძეხვეულზე რას იტყვით, ბაზრობებზე კი არა, კეთილმოწყობილ მაღაზიებში რომ იყიდება და ძვირადღირებული რეკლამები აქვთ?

- რაც უნდა იყოს, - ის არაა, ესაა ქათმის ჩონჩხისგან მიღებული მასალა, რომელიც 160 ატმოსფეროს ქვეშ არის დაწნეხილი. ქათამს შემოაცლიან მთელ ხორცს, მკერდის ნაწილს, სადაც სისხლძარღვები თითქმის არ გადის და ბევრად სუფთაა, თავისთვის იტოვებენ, ბარკლებს, რომელიც ყველანაირად დაბინძურებულია და, ჩვენ გვიგზავნიან. ქათმის ძვლებს პრესენ, მთლად გამოდის ძვლის ტვინი, ფუთავენ და ყიდიან, 50 ცენტი ღირს. არადა, ძვლის ტვინი ინახავს რადიაციას, 600 რენტგენია ქათმის გამძლეობა (ნაძვიც 600 რენტგენს უძლებს) რადიაციის მიმართ, მაშინ, როცა ადამიანი რომ 35-40 რენტგენით დასხივდება, თუ სერიოზულად არ უმკურნალე, მოკვდება. რადიაციული ზონიდან თუ არაა ქათმის პროდუქცია შემოტანილი, რა უშავსო, იტყვის ვიღაც. საქმე იმაშია, რომ ქათმის საკვებში ურევენ მცირე დოზით რადიაციულ ნივთიერებებს, ასხივებენ, რომ ზომაში გაიზარდოს...

- ბატის ღვიძლის პაშტეტზე მითხრეს, განგებ აავადებენ ბატებს ციროზით რომ ღვიძლი საგრძნობლად გაეზარდოთ და მისგამ პაშტეტი აწარმოონო...

- არა, ციროზს არ მართებენ, ისეთ ანტიბიოტიკებს აძლევენ, სტიმულიატორებს, რომ ღვიძლი გადაუგვარდეს და გაეზარდოს. სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია მთელი ქართველობა ერთ დღეს ამოწყდება თუ ორმოცი წლის მერე, თვითონ ხომ არ ჭამს გენმოდიფიცირებულს, თორემ, რატომ შემოაქვს მოსახლეობის ამოსაწყვეტი საკვები პროდუქტი. ასე სახარბიელო რომ ყოფილიყო, სომხეთს დაასწრებდი მის შეტანას?

- ახლა 8 ლარი ღირს ხორცი, ძეხვი `ზეიკიძე~ 3,20 ლარი, რაღაც ნამდვილად ვერ გამოდის ანგარიშში...

- ერთ კილო ხორცს რომ იყიდი, ფაქტიურად 10 ლარი გიჯდება, რადგან ძვალი ხომ უნდა გამოაცალო რომ ძეხვი გააკეთო და იმ ფასად როგორ ყიდი, იქით იხდი ფულს რომ ვინმემ იყიდოს? მაგრამ კარგად შეზავებულია და მყიდველს ჰგონია ხორცისგან დამზადებულს ჭამს, _ ტყუილია, ისიც ქათმის დაპრესილი ქათმის ჩონჩხის მასალაზეა დამზადებული, ასევე შემოტანილი სუნელებით შეზავებული, მერე ცოტა ხორცი აქვს მოფრქვეული და ეტანება ხალხი, კარგი ჰგონიათ, კარგი ტექნოლოგიის გამო.

"შირნჰოფერს" რომ პრობლემა ჰქონდა საბაჟოზე თუ გახსოვთ, ტონობით ვადაგასული ხორცი შემოვიდა მაშინ, გადაიხადა ფული და შემოვიდა...

- შებოლილი ხორცი?

- სადაა შებოლილი! შებოლილი ისაა, ბაბუა რომ შეგიბოლავს სოფელში... ბარკლები რომაა შებოლილი, ამოავლებენ გარკვეული შემადგენლობის სითხეში, მიცემენ დანამატებს და ფერს მიცემენ გადასარევს... დადეთ ეს ბარკლები და თუ მიესევა ბუზი, შეხედეთ... სახლში რომ ჭიანჭველები აღარაა ამჩნევთ? იმ შაქარს, რასაც თქვენ მიირთმევთ, ჭიანჭველა ეკარება? მურაბას რომ ხარშავთ, ბზიკები ძველებურად მოფრინავენ? შემომტანები თვითონ არიან და, შენ რა დროს მოკვდები, რაში ენაღვლებათ? თვითონ კი არ ეძებს, შემომტანი იჭერს მასთან საქმეს, შენი მფარველობის ქვეშ ამიყვანეო და იხდის ფულს, მერე შემოიტანს რასაც უნდა და მოგწამლავს, თვითონ - ჩაიდებენ ფულს. საქართველოში ნიორი და ხახვი შემოსატანია? ყველაფერი ამათ ხელშია, ამათი ცოლები, სიდედრები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან "ჭკვიანები", დანარჩენი ყველა სულელია ვითომ... სახლის კატას დაუდეთ რის შეჭმასაც აპირებთ და თუ შეჭამს გულიანად, შეხედეთ და ჭამეთ თქვენც, ბუზს და ჭიანჭველას შეხედეთ... ყველა ჩვენზე ჭკვიანია ვითომ?

- ნივრიანი ძეხვი სხვა არაფერია, თუ არა გაფუჭებული ხორციო?

- მაგას ვერ გაიგებ, იმიტომ, რომ ნივრის სუნი და სხვა სანელებლები ყველანაირ სუნს და გემოს სპობენ, მაგრამ არიან ამ გემოს მოყვარულები და ძეხვიც გამოდის ნივრიანი. საქმე ისაა, რომ შიგ ხორცი ან საერთოდ არ არის, ან თუ არის, ძალიან ცოტა პროცენტულობით.

ინგლისში 1 200 000 სული საქონელი დაკლეს, გაცოფდნენ, ტვინის უჯრედებმა ვერ აიტანეს ანტიბიოტიკები და სტიმულიატორები. ეს ხორცი შეიძინა პოლონეთმა, ესპანეთმა და გაასაღეს თავისად. პატარა ჯიხურები რომ იყო ხომ გახსოვთ, ყველგან ჩამოპორწიალებული იყო იმ ხორცისგან დამზადებული ძეხვი თვეობით და არ ფუჭდებოდა, არც ყროლდებოდა, არც ბუზი აჯდებოდა და არაფერი მოსდიოდა თაკარა მზეში, აბა, ის საჭმელად ვარგისი ძეხვი იყო?

საქართველოს შეუძლია, 75% მარცვლეული მოიყვანოს, პროდუქტი საკუთარი ჰქონდეს, მაგრამ `სალიარკას~ რომ ვერ ჩაასხამს კაცი, რითი მოხნას? 65-70 თეთრი ღირს ბენზინი აზერბაიჯანში, შემოიტანა `სოკარმა~ იაფად და დაესივნენ ესენი, ააწევინეს ფასი და განსხვავებას ესენივე იდებენ ისევ ჯიბეში. გზას რომ გაიძახის ეს სულელი, დანგრეული გზა მერჩია და იაფი ბენზინი, 10 ლარად ჩავიდოდი ქუთაისში, ახლა წინ და უკან 100 ლარის ბენზინი მინდა.

10% გაგვაქვს, 90% შემოგვაქვს, რის მეხუთე ადგილზე ვართ ნეტავ?

ჩვენი მიწა ისეთია, ყველაფერი მოდის, თანაც ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ მიწათმოქმედების საშუალებას გისპობენ, იმიტომ, რომ შემოტანილში ფული კეთდება...

მსოფლიოს მოსახლეობა 6 მლრდ იყო და გადაშორდა კარგა ხანია, არ ჰყოფნის საკვები, მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ამ პრობლემის გადაჭრაზე და მოიგონეს მარტივი ხერხი, შექმნეს გენმოდიფიცირებული საკვები, რომლის ინტენსიურად მიღების შემთხვევაში, მანამდე თუ არ მოკვდა, 40-50 წელს არ გადასცილდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, პრეტენზიაც არ გვეთქმის, ამ უმდიდრესი მიწის პატრონებმა უნდა ვთქვლიფოთ ის, რასაც გადმოგვიგდებენ...

საქონლის ხორცის შენახვის ვადა მაცივარში არის 4 თვე, ღორის 2-3 თვე, როგორც კი გადაცილდება ამ ვადას, დანიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ხელს არ მოკიდებენ, აგზავნიან აქეთ. ასეა წამლებიც, ცოტა რომ აკლია ვადის გასვლას, 20-30%-ად ყიდულობენ, შტრიხ-კოდების ცეხია აქ, აბრახუნებენ იმას, ახლიდან ფუთავენ და ხუთი წლით უგრძელებენ ვადას. საკუთარ სიცოცხლეს რომ დებს სასწორზე, ქართველ კაცს ამაზე დაფიქრება არ უნდა, ამ ხელისუფლებასავით გაღორებულია... ბოდიში, გამოთქმაზე... - დააბოლოვა ჩემმა რესპონდენტმა.

- აბა, რა ვჭამოთ? - აღმომხდა სასოწარკვეთილს.

- ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი. ზოგმა გლეხმა შეიძლება რაღაც წაიმაიმუნოს, მაგრამ იმის შესაძლებლობა არ აქვს, ისე მოგშხამოს, როგორც ესენი გშხამავენ, ორმოც წელს რომ ვერ გადასცილდე მისი მოყვანილი პროდუქტით!

მაია ჭელიძე

წყარო: "ქართული პრესის ელექტრონული არქივი"http://www.open.ge/index.php?m=88&y=2010&art=18245





Комментариев нет:

Отправить комментарий