понедельник, 24 июня 2013 г.

,,იქ, სადაც არ არსებობს ვაჟკაცობა, ადამიანები მზაკვრობასა და გაქნილობას მიმართავენ’’

წმ. ნიკოლოზ სერბის შეგონებები.

,,ადამიანის ყველაზე აღმატებული ღირსება ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს არის მის მიერ ჭეშმარიტების შეცნობა, ჭეშმარიტების დამოწმება და ჭეშმარიტების დაცვა.’’

,,ქრისტეს ეკლესიას უფრო მძიმე დროც დასდგომია, მაგრამ მეომრები სულით არ დაცემულან და ბრძოლა არ წაუგიათ. წაიკითხე წმინდა ბასილი დიდი, რა ხდებოდა მაშინ ეკლესიასა და ქვეყანაზე: - იყო უკუნი ღამე მღელვარე ზღვაში, თითქოს სამყაროს დასასრული მოახლოებულა და უფლის სამჯავროს დრო დამდგარა"

,,გაიხსენეთ იულიანე განდგომილი, რომელიც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა, ყოველგვარი მიწიერი იარაღითა და სამეფო ხელისუფლებით შეიარაღებული. განა შეუშინდნენ მას ბასილი დიდი და ათანასე დიდი? ისინი ეკლესიისაგან განდგომილ მეფეს მოახლოებულ, სამარცხვინო სიკვდილს უწინასარმეტყვეებდნენ. ,,გადაივლის ეს ღრუბელი!" - ეუბნებოდა წმინდა ათანასე თავის მრევლს. და გადაიარა კიდეც, ისევე როგორც, გადაივლის უღვთოების ყველა ღრუბელი. ღრუბელსა და ნისლს, პეტრე მოციქულის სიტყვებით, ქარი წაიღებს(იხ. 2 პეტ. 2,17).

განა ხალხის რწმენას შეარყევს მიწაზე ზოოლოგიური სამოთხის შესახებ ფუჭი დაპირებები?! დაპირებები იმ უბედურთა, რომელნიც საკუთარი ხალხის უდიდეს სულს მოწყვეტილნი, გაემგზავრნენ დასავლეთში, რათა უსულოთაგან სული ეყიდათ? მათ იგი იყიდეს, ოღონდ - მკვდარი. ნუთუ ცოცხლები შეუშინდებიან მკვდარს? რა თქმა უნდა, არა.’’


Комментариев нет:

Отправить комментарий