воскресенье, 23 июня 2013 г.

გახსენება.

როცა ვიტყვი ი
მაშინ გამო...დი!
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და,
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ: ი
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა...მოხვე...დი.

როგორ დაგვიწყებია
ენკი-ბენკის ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი...პოვი...ხარ...

მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაუგებს
გაგი...ჟებულ გულს...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
არა თქვან:
სიჭაბუკეც
გა...ვი...და.



მორის ფოცხიშვილი



Комментариев нет:

Отправить комментарий