суббота, 22 июня 2013 г.

"ჩვენ ვებრძვით ცოდვას და არა ადამიანს"

მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, რომ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მსვლელობა არ უნდა ჩატარდეს, ის დღეს მაინც გაიმართება! ასე სურს დასავლეთს. „დარისპანის გასაჭირი“ დადგომია ქვეყნის ხელისუფალთ. წლებია, გამუდმებით „კაროჟნას“ როლის მორგებას აიძულებენ სრულიად საქართველოს. ყალბი ფასეულობებით ”მორთულს“ წინ და უკან ატრიალებენ და სულგანაბული ელოდებიან, რას იტყვიან გაღმა. „კაროჟნაც“ უხერხული კეკლუცობით ცდილობს თავის მოწონებას უცხოთათვს...

სატკივარი გამოლევია ჩვენს ქვეყანას... დაკარგული მიწები დაგვიბრუნებია, ეკონომიკა აგვიყვავებია,სამართლიანობა აღგვიდგენია და ერთი „ჰომოფობიური ნაკლიღა“ შემოგვრჩენია. ეს „სისუსტე“ რომ არა, ყველა კარს ფართოდ გაგიღებდითო, - „შფოთავს“ დასავლეთი. ყასიდად მაინც საკითხავია, თუ ჭრელა-ჭრულა კავშირებში სხვა არაფერი ანაღვლებთ და მხოლოდ ამ „უზნეობა -ფობიის“ გამო არ გვეპატიჟებიან, მაშინ ცნობილი ფილმისა არ იყოს, „რა სარგებლობა მოაქვს მა(მალ)ს? ან „რა საჭიროა გზა, თუ კი ის ტაძრამდე არ მიგვიყვანს?“

სადამდე მიიყვანს ქვეყანას „ის რვაფეხა, რომელიც თავისი საცეცებით გვმართავს?“ რა საფრთხე ემუქრებათ ჩვენს შვილებს და მომავალს მსგავსი აქციებით,რა როლი აკისრია სახელმწიფოს და ეკლესიას ამ პროცესებში - გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- ჩვენ , როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოს სიყვარული და უფლის მცნებების დაცვა გვევალება, ხოლო თუ ჩვენს ერს ფიზიკური ან ზნეობრივი თვალსაზრისით საფრთხე დაემუქრება, ყოველთვის გვექნება პროტესტი.

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კაცობრიობის თავზე ძალად მოხვეული ექსპანსიაა. ჩვენ ვებრძვით ცოდვას და არა ადამიანს. მათ ავიწყდებათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ცოდვითი მდგომარეობის გასაჯაროებას. რაც შეეხება ცოდვის მატარებელ ადამიანს, უფალი გვავალდებულებს გვიყვარდეს. გაიხსენეთ, უფალმა არ მისცა ხალხს მეძავი დედაკაცის ჩაქოლვის უფლება, მაგრამ ამავე დროს უთხრა: „წადი და მეტი აღარ სცოდო.“ ადამიანი ხშირად ბედნიერებას ცოდვაში ეძებს. მან არ იცის ბედნიერების ნამდვილი წყარო სად იპოვოს. არ იცის, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე, ღმერთი, რომ ჩვენ ხორცით მოკვდავნი, მარამ სულით- უკვდავნი ვართ. ასეთ ადამიანებს ქრისტესთან ყოფნის ბედნიერება უნდა დავანახოთ და თითონვე მოიძულებენ ცოდვას, შეებრძოლებიან თავიანთ მდგომარებას.

- ისეთ ორთოდოქსულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სახელმწიფომ მათ მიმართ რა პოზიცია უნდა დაიკავოს და რა საფრთხეებს უქმნის მსგავსი აქციები ქვეყნის განვითარებას?

თანამედროვე გლობალისტური იდეოლოგია ითხოვს, რომ ჰომოსექსუალიზმი, აბორტი ნორმად ჩაითვალოს, ერი არ გამრავლდეს, ბავშვებს ფსიქოლოგიური სიჯანსაღე არ ჰქონდეთ. სამწუხარო რეალობაა. სახელმწიფო ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური, გაითვალისწინოს როგორც ხალხის, ასევე გარესახელმწიფოების ინტერესები. ზოგ შემთხვევაში ეს ორმაგი სტანდარტი ამართლებს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ღმერთი ზემოდან დავგყურებს და მეეჭვება იწონებდეს ხელისუფალთა ასეთი საქციელს. ეს დიპლომატია არ არის. არ უნდა დაუშვან ჩვენი ბავშვების გარყვნა. როგორც ძალით განარკომანება შეიძლება, ისე შეიძლება ადამიანი ძალით გახადო ჰომოსექსუალისტიც. თუკი ისინი ითხოვენ კანონის მფარველობის ქვეშ შესვლას, მაშინ მოვაწყოთ მეძავეების აქციაც.

გაუკუღმართებული კავშირების ნუსხა 100-მდე აღწევს.როგორც კი ეს გაუვათ, დაიმახსოვრეთ, პედოფილიასაც დაგვიკანონებენ. სანამდე უნდა მივიდეთ, ადამიანის სრულ გაპირუტყვებამდე? ღია კარს ამტვრევენ, თითქოს ვიღაც ჩაგრავთ. არავინაც არ ჩაგრავთ, მინისტრებიც ხდებიან და მაღალ ეშელონებშიც მშვენივრად გრძნობენ თავს . მათ უკან ფინანსურად და იდეურად ძლიერი ლობისტური ორგანიზაციები დგანან. მათი მიზანი ამ იდეოლოგიის სკოლებში დანერგვაა. ამის მაგალითები უკვე არის მსოფლიოში. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში არსებობს ექსპერიმენტული საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვი არც გოგოა, არც - ბიჭი და როცა გაიზრდება, მაშინ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის. უყვებიან ზღაპრებს არა მეფესა და დედოფალზე , არამედ მეფესა და მეფეზე. თუ ბავშვს არ მოეწონება, ეუბნებიან, ეს არასწორია, ეს ჰომოფობიაა. საფუძველშივე ურევენ ყველაფერს. აქაც იგივე უნდათ გადმოიტანონ. არასწორი აღზრდით ნებისმიერი ბავშვი შეიძლება დამახინჯდეს. ყველაფერი ტყუილზე აქვთ დაფუძნებული. სიცრუეა, თითქოს ზოგიერთი ადამიანი ასეთი იბადება და და შეუძლებელია მისი შეცვლა .გამოსწორების მაგალითები არსებობს და პირადად მეც როგორც მღვდელს, მქონია პრაქტიკაში.

საერთოდ არასწორია პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა. მაშინ მოღალატე ქმრებმა მოაწყონ მსვლელობა. რა აუცილებელია ვიცოდე სხვისი პირადი ცხოვრება? რატომ ხდება ამის აფიშირება და ღია კარის მტვრევა? იმიტომ რომ დაქორწ ნდნენ და ბავშვები იშვილონ საქართველოში? ეს არ მოხდება! ამას არ დავუშვებთ! ნაწინასწარმეტყველევია, როცა კაცები ქალები გახდებიან და ქალები კაცები, სწორედ ეს იქნება სამყაროს დასასრულის ნიშანი.

-გლობალურად რა მიზანს ისახავს ეს ყოველივე და რით შეიძლება დასრულდეს?

-1972 წელს ამერიკაში „რომის კლუბში“ პირველად გაჟღერდა, რომ დედამიწას არ შეუძლია მილიარდობით ადამიანის გამოკვება და უნდა დარჩეს მხოლოდ „ოქროს მილიარდი“. ამის შემდეგ ამერიკაში ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობის ნუსხიდან ამოღებულ იქნა. ასე დაიწყო ყველაფერი. თავისთავად ისიც ზღაპარია, რომ დედამიწას 7 მლრდ-ის გამოკვება არ შეუძლია. სანამდე მიიყვანს ქვეყანას ის რვაფეხა, რომელიც თავისი საცეცებით გვმართავს?

ეკლესიის ძალა არის სიტყვა და ეს სიტყვა ხმამაღლა უნდა ითქვას! ღვთის ხმა უნდა ისმოდეს ტაძრიდან. სახელმწიფო მე ვარ. მე დავიქირავე, ჩემი არჩეულია, თუ მან პრობლემები გამიმრავლა, მაშინ გადავირჩევ! ეს ქვეყანა ხელისუფლების კი არა, ჩვენია. თუ თვალი დავხუჭეთ, პრობლემა ყველას კარზე დადგება. მირჩევნია, დღეს ამაზე ყვირილით მოვკვდე, ვიდრე შვილიშვილები მომეწამლოს. ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ.

საერთოდ, როდესაც ჩვენი თვითმიზანი ხდება რაიმე სხვა, გარდა სიმართლისა, ეს უკვე არასწორია. ნატო რა, იმას მთხოვს, რომ ჰომოსექსუალიზმი იყოს დაშვებული? ვერ ვხვდები, რა არჩევანის წინაშე მაყენებენ...

ამიტომ, ვისაც სამშობლოსთვის, ეკლესიის სიწმინდისათვის გვიძგერს გული, ყველას უნდა გავაგებინოთ ამ გარყვნილების ექსპანსიისაგან ჩვენს შვილებს რა საფრთხე ემუქრებათ!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

sazogadoeba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий