четверг, 6 июня 2013 г.

თალიბები თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობას ასახელებენ.

"ავღანეთის ისლამური საამიროები" საკუთარ ვებ-გვერდზე ჰელმანდში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება, რომელმაც 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა.

თალიბების ინფორმაციით აფეთქების შედეგად 20 'უცხოელი დამპყრობელი" დაიღუპა, დაჭრილია ათეულობით სამხედრო მოსამსახურე.

"აფეთქება ავღანეთის დროით დღის 4 საათზე მოხდა, როდესაც ისლამური საამიროების გმირმა აბდულ გჰაფარმა ყანდაჰარის პროვინციიდან ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ISAF ბაზაზე ააფეთქა. აფეთქების შედეგად დაზიანდა სამხედრო ბაზის შიგნით მდგარი რამდენიმე ტანკი და მანქანა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ადგილი მტრის მიერ არის გარშემორტყმული და იქ უცხოს არავის უშვებენ."

http://www.gurianews.com/home/2010-11-25-16-57-25/10622-2013-06-06-22-07-30.html

Комментариев нет:

Отправить комментарий