სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული. როგორც ხორციელად გლახაკი სიღარიბის გამო სულ დაღონებული და შეწუხებულია, ასევე სულიერად გლახაკიც შეწუხებული და დაღონებულია თავისი უღირსებისა და ცოდვილობისაგან. სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას, ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ შეგვეწია მადლითა და მოწყალებით, მის წინაშე ვერ განვმართლდებით, მადლი ღმრთისა კი თავმდაბალს მიეცემა დაშეეწევა. აქედან ჩანს, რა დიდი ცოდვაა ამპარტავნება, ე.ი. როცა ადამიანს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ფიქრობს, რომ მათალი და წმინდაა ღმრთის წინაშე. ამპარტავნება სულის მომაკვდინებელი ცოდვაა იმდენად, რამდენადაც ამპარტავანს ღმრთის მადლი არ შეეხება, ხოლო, ვინც ღმრთის მადლისაგან განშორებულია, ის სულიერად მკვდარია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий