суббота, 29 июня 2013 г.

“სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე”

“უნდა იცხოვრო არა „იოლად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას”. (მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი))

“ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის” (მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი))


“თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად ატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს”. (წმ. ნიკოლოზ სერბი)


“გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი”. (მიტრპოლიტი ფილარეტი)


“სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით”. (მიტრპოლიტი ფილარეტი)


“იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას”. (კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი)


“როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი”. (მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი)


“სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის”. (მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი)

“თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა”. (ღირსი ისიხი ქორიბიტი)

“ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან გათავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა… შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან… დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა”. (მაქსიმე აღმსარებელი)

“შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან”. (ეფრემ ასური)

“ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს მათ, რომელთაც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგანს კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარებლად აღასრულოს თავისი მოვალეობა”. (ნეტარი ავგუსტინე).

მამათა გამონათქვამები “სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე”

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий