четверг, 6 июня 2013 г.

ყველას ამოგწყვეტთ!!! - ”თალიბანი” ქართველი ”ჯვაროსნების” წინააღმდეგ ჯიჰადს აცხადებს

06-06-2013
”იუთუბზე” გავრცელდა თალიბანის სააგიტაციო ვიდეოკლიპი, სადაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის წევრებს პირდაპირ ემუქრებიან ფიზიკური განადგურებით. ვიდეოში ნაჩვენებია დაჭრილი და მოკლული ქართველი ჯარისკაცები, კადრსმიღმა კომენტატორი კი აცხადებს, რომ ” ასეთივე ბედი ეწევა ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში ერთმორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის”. კლიპი მუსლიმებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ჯიჰადს ”კავკასიელი ჯვაროსნების” წინააღმდეგ. ვიდეოში ასევე ისმის მუქარა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ”რომელმაც გადაწყვიტა, ავღანეთში გაეგზავნა საკუთარი ჯარისკაცები, რათა ამერიკელებს ავღანელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში წახმარებოდა”. ვიდეოში ასევე აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ თალიბანი შურს უშუალოდ საქართველოში იძიებს - ”ჩვენ მოვალთ საქართველოში. სააკაშვილო, ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ვიცით თქვენი მისამართები. ჩვენ ვიცით, ვინ არიან თქვენი ნათესავები, თქვენ დაისჯებით!” - ნათქვამია ვიდეოში.
http://www.kvirispalitra.ge/politic/17436-yvelas-amogtsyvetth-thalibani-qarthveli-jvarosnebis-tsinaaghmdeg-jihads-ackhadebs.html?add=1#comment111080


ესღა გვაკლდა ეხლა.(((((((((


Комментариев нет:

Отправить комментарий